მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, მთავარი გვედის ფოტო > შეუფერებელი პარტნიორობა ანუ ბავშვთა სწორი აღზრდის შესახებ

შეუფერებელი პარტნიორობა ანუ ბავშვთა სწორი აღზრდის შესახებ


4-01-2017, 11:49

 

   ბავშვთა აღზრდის საკითხი ყოველთვის აზრთა სხვადასხვაობას იწვევდა. დღემდე უმეტესად, ტრადიციული ფორმებით მიმდინარეობდა ეს პროცესი და გარკვეულ ჩარჩოში იყო მოქცეული. თუმცა, ბოლო დროს აღზრდის ახალი მეთოდები გაჩნდა, რომლთაგან განსაკუთრებული პოპულარულობით სარგებლობს ეგრეთწოდებული ურთიერთობა უფროსებთან. როგორია ეს ურთიერთობა? რის საფუძველზე ჩამოყალიბდა? ვინ არის მისი მასულდგმულებელი და რა შედეგი მოჰყვება ამას? აი, კითხვები, რომელიც ჩვენ გვაინტერესებს.

   ფაქტი ერთია. ტონს ამ თავისუფალ ურთირთობაში კარნახობენ უფროსები: სახლში - მშობლები, სკოლაში - მასწავლებლები. განსაკუთრებულ გაკვირვებას მასწავლებლების დამოკიდებულება იწვევს, რომლებიც ყოველთვის გამოირჩეოდნენ კონსერვატიზმითა და დისტანციურობით. დღეს კი მოსწავლე ისეთ რამეს აკადრებს მასწავლებელს, რასაც ადრე ვერც კი წარმოიდგენდით. მიზეზი აქ ბევრია. აშკარაა და ფარული. დიდი როლი ითამაშა დემოკრატიის განვითარების ფონზე ერთგვარმა შიშმა - ვინმემ დიქტატორობა არ დამწამოს! ბავშვი გაიზრდება და ვაითუ შეგვიძულოს? ფიქრობენ უფროსები. ფსიქიატრები ხომ ამტკიცებენ რომ ბავშვობაში მიღებული ტრავმები ნეგატიურად მოქმედებენ დარჩენილ ცხოვრებაზე... შემდეგ თავიანთი ბავშვობა ახსენდებათ და გადაწყვეტილებასაც ღებულობენ: „არა! მე ჩემს შვილებთან სხვაგვარ ურთიერთობას ჩამოვაყალიბებ. ჩვენ მეგობრები ვიქნებით!"

   მეგობრობა კი თანაბარუფლებობას გულისხმობს. ყოველ შემთხვევაში იდეაში. აქ არ არის უფროსი და უმცროსი. მმართველი და შემსრულებელი. რა პარამეტრით უნდა შეედაროს მშობელი თავის შვილს, როცა აღემატება მას ასაკით, ფიზიკური მონაცემებით, ინტელექტით, სოციალურ-მატერილური მდგომარეობით? ერთის მხრივ მას მოუწევს ბავშვის ხელოვნურად გაზრდა. ანუ იმ სფეროში მისი გათვითცნობიერება, რომელიც მისთვის ნაადრევია. უეცრად ნახევარი მეტრით ხომ ვერ გაზრდით ბავშვს? ამიტომაც მშობლები მარტივ გამოსავალს პოულობენ, ბავშვებს ემსგავსებიან (არა ისე, როგორც სახარება გვასწავლის) მუხლზე დგებიან და თანატოლად აჩვენებენ თავს და ეს სიამოვნებთ კიდეც, ჯერ ერთი მარადიული ახალგაზრდობის ილუზიას იქმნიან, რაც ძალიან ფასობს დღევანდელ დროში, მეორე - აღმზრდელობით პასუხიმგებლობას იცილებენ. მეგობრობას ხომ არ აღზრდიან, ეს უტაქტობად ითვლება!

   ბავშვებისა და მშობლების „პარტნიორული" ურთიერთობის მაგალითები მრავლადაა, ჩვენ მხოლოდ ორ მათგნს მოვიყვანთ.

   ხუთი წლის სტეფანე სათხილამურო სპორტით იყო გატაცებული. მართალია მთაზე ასვლა უჭირდა, მაგრამ დედა ეხმარებოდა. და აი, ერთ დღეს სტეფანე დედას სერიოზულად გაუბრაზდა. მოხდა კი ის, რომ ვარჯიშის შემდეგ მწვრთნელმა სტეფანეს ორცხობილები მიაწოდა და უთხრა, რომ მან ეს დაიმსახურა. ბავშვმა ორცხობილა მაშინვე შეჭამა. მეორე მარჯვენა ხელით ჩაბღუჯა, მესამე კი დედას მიაწოდა. მშიერმა დედამ, დარწმუნებულმა იმაში, რომ ბავშვმა მას საკვები გაუყო, ორცხობილა შეჭამა. და, არც მეტი, არც ნაკლები, სხვისი საკუთრების მიტაცების მსხვერპლი გახდა! აღმოჩნდა, რომ სტეფანემ ორცხობილა მას შესანახად მიაბარა.

   მე ხომ იგი დავიმსახურე? ცრემლმორეული წუწუნებდა ბავშვი. - რა უფლება გქონდა შეგეჭამა? მე რა, არ დავიმსახურე? - იმართლებდა თავს, მეგობრულ - პარტნიორული ურთიერთობის მომხრე დედა - ვინ მოგიყვანა მანქანით? ვინ იხდის ფულს შენი სექციისათვის? მთაზე შენი აყვანა გგონია ადვილია? მე ხომ ბევრი ვიშრომე!

   საბოლოოდ ხანგრძლივი ანგარიშისა და განმარტებების შემდეგ „მოთხილამურე" მოლბა.

   - კარგი, ნახევარ ორცხობილას გპატიობ. მეორე ნახევრისთვის კი პასუხს აგებ, - ბოდიში მოიხადე. დედამ კმაყოფილმა იმით, რომ ყველაფერი ისტერიით არ დასრულდა, პატიება სთხოვა შვილს.

   აი მეორე მაგალითიც. დედამ სამსახურიდან დაუმთავრებელი ნახაზი მოიტანა. ექვსი წლის ნიკიტა კი მასთან თამაშს ითხოვდა. დედამ აუხსნა, რომ მნიშვნელოვანი და გადაუდებელი სამუშაო ჰქონდა შესასრულებელი და სთხოვა, ცოტა ხნით მარტო ეთამაშა. ან დალოდებოდა. ნიკიტა კი დაჟინებით ითხოვდა თამაშს და საბოლოოდ გაბრაზებულმა ნახაზზე წყალი დაასხა. მაშინ დედამ (როგორც მოგვიანებით ამბობდა „ჩემს მდგომარეობაში რომ შემოსულიყო") დახია ნიკიტას მიერ დახატული სურათი.

   - ასე, ხომ?! დაიძახა განრისხებულმა ბავშვმა, შევარდა სამზარეულოში და დედის ფინჯანი გატეხა. დედამ კი, ნიკიტას სათამაშო დაამტვრია, მიუხედავად იმისა, რომ ორი დღის წინ მასში დიდი თანხა გადაიხადა.

   შემდეგ ორივე ატირდა. მოგვიანებით ბიჭმა დედას სათამაშოს აღდგენა და ზუსტად იგივე სურათის დახატვა მოსთხოვა.

   - კარგი, უპასუხა დედამ, მაგრამ ჯერ ნახაზის დასრულებაში დამეხმარე, შემდეგ კი ჩემი ფინჯანი დავაწებოთ.

   დარჩენილმა საღამომ „აღდგენით სამუშაოებში" განვლო. მეორე დღეს კი იგივე ისტორია განმეორდა იგივე შედეგით.

   განა ის, რაც ახლა აღვწერეთ მშობლისა და შვილის ურთიერთობას ჰგავს? ერთმა გააფუჭა სხვისი შრომის ნაყოფი, მეორემ დანაშაული გააორმაგა. ფაქტიურად მშობელმა კი არ დასაჯა შვილი უმსგავსო ქმედებისათვის, არამედ შური იძია, გააფუჭა ის სურათი, ნაშრომი, რომელზედაც თავისუფალ დროს მშვიდად იშრომა. ყველაზე მტანჯველი ამ ისტორიაში ის არის, რომ ბავშვი დაუსჯელი დარჩა. მას ბოდიშიც კი არ მოუხდია, ის ითხოვდა თავისი სათამაშოს აღდგენას. ეს არ არის აღზრდა! ნიკიტასთან ერთი წუთითაც არ შეწყვეტილა ურთიერთობა. დედამ, იმის ნაცვლად, რომ ეთქვა: „წადი, არ მსურს შენთან საუბარი მამაშენის მოსვლამდე, რა სურათი, რა სათამაშო, შენ გაბედე ჩემი ნაშრომის გაფუჭება! მოვა მამა და გადავწყვეტთ, როგორ დაგსაჯოთ", ისტერიკის აცილების მიზნით კომპრომისი დაუშვა.

   პარტნიორული ურთიერთობა გამორიცხავს აღმზრდელობით მომენტს, რამეთუ შეუძლებლია ეს მოხდეს ნორმალური იერარქიის გარეშე. როდესაც ოჯახში იერარქია დაცულია, მასში ინტელექტუალურად ჯანმრთელი ბავშვი იზრდება და ის სწავლების გარეშეც ხვდება, რომ დედის შრომა შეუდარებლად აღმატებულია მის სიჯანსაღეზე, მაგრამ რა მოწიწება უნდა გაგაჩნდეს დედა - პარტნიორისადმი?

   ამ მაგალითებიდან, ფაქტიურად, პარტნიორული ურთიერთობაც არ გამოგვდის, რადგან შვილები არამცთუ უტოლდებიან, მბრძანებლობენ მშობლებს. ვერაფერსაც ვერ ვიზამთ, თავისუფალი აღზრდის ლოგიკა ამგვარია. ბავშვები ვერ ხვდებიან, რომ მშობლები ახალმოდური თეორიის პრაქტიკაში განხორციელებას ლამობენ. ისინი მხოლოდ უფროსის სისუსტეს ხედავენ და სარგებლობენ ამით.

   შედეგად კი აღზრდა შეუძლებლი ხდება. აღზრდა ხომ ერთი ადამიანის მიერ მეორის დამოძღვრის პროცესია. მოწაფე ემორჩილება და უსმენს მასწავლებელს. რა ფორმითაც არ უნდა მიმდინარეობდეს აღზრდა, მისი აუცილებელი პირობა იერარქიის დაცვაა. არ არის იერარქია - არ არსებობს აღზრდა. იერარქიის გარეშე შეუძლებლია იარსებოს ნებისმიერმა სისტემამ. ოჯახით დაწყებული სახელმწიფოთი დამთავრებული და მეტიც, ატომით დაწყებული კოსმოსით დამთავრებული.

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება