მთავარი > სხვადასხვა > რას გვწერენ სახლიდან?

რას გვწერენ სახლიდან?


24-10-2012, 07:50

    ასე მას ვეკითხებით, ვინც წერილი მიიღო სახლიდან. ასეთი წერილი ხომ განსაკუთრებით სასიამოვნო და საინტერესოა მისთვის, ვინც შორეულ, სხვის ქვეყანაშია. მაგრამ ეს კითხვა ყველას გვეხება - ჩვენ ყველანი შორეულ სხვის ქვეყანაში ვართ. ძვირფასო ძმებო და დებო, გვწერენ თუ არა ჩვენ სახლიდან და რას გვწერენ?

გვწერდნენ, ბევრს გვწერდნენ, იმდენს, რომ ამ წერილებიდან მთელი წიგნი შედგა. ამჟამად არ გვწერენ. ამბობენ, რაც ჩვენ გვჭირდებოდა, ყველაფერი დაიწერა და მეტი უკვე არაფერია მოსაწერი. რა წერია წერილებში? რა ხდება სახლში? ყველანი კარგად არიან. მამას ძველებურად ვუყვარვართ, უფროს ძმებსაც ძველებურად ვახსოვართ, ყოველი ჩვენგანისათვის მომზადებულია დიდებული სასახლე, ყველას გველოდება უამრავი ჯილდო და სიხარული! ამას გარდა გვწერენ, რომ არ დავივიწყოთ ჩვენი სახლი და ნათესავები, და არ გავერთოთ უცხო ქვეყანაში ცუდი მაგალითებით, არ დავამყაროთ ცუდი კავშირები, უარი ვთქვათ და გავექცეთ ყველაფერს, რაც სახლში დაბრუნებაში შეგვიშლის ხელს.

ძმაო ქრისტიანო! გასაგებია თუ არა შენთვის ეს უბრალო საუბარი? შენ უკვე დიდი ხანია ხელში გაქვს ეს წერილები, ვინაიდან შენს ხელში ბიბლია გიჭირავს. იცი თუ არა შენ რას გწერენ სახლიდან? რა წერია ბიბლიაში?

 

 

გაზეთხარებას"ბიბლიოთეკიდან



უკან დაბრუნება