მთავარი > წერილები სულიერ შვილებს, მთავარი გვედის ფოტო > ერთ მომლოცველს აღსრულებული წინასწარმეტყველების შესახებ - წმ. ეპისკოპოსი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)

ერთ მომლოცველს აღსრულებული წინასწარმეტყველების შესახებ - წმ. ეპისკოპოსი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)


13-02-2017, 00:07

 

   მე გთხოვე, მოგეწერა იმის შესახებ, თუ როგორ მოილოცე იერუსალიმი და შენ ყველაფერი ბრწყინვალედ აღწერე. შენის ნებართვით მკითხველისათვის სარგებლობის მოტანის მიზნით, ამ მონათხრობის ნაწილს მოვიყვან.

   „20 წლის მანძილზე წმინდა მიწის მოსალოცად ვემზადებოდი. გამუდმებით ვცდილობდი იქ გამგზავრებას, მთელი არსებით ვგრძნობდი, რომ გზას უნდა დავადგე, მაგრამ არაფერი გამომდიოდა, ვიდრე მაღალი ღმერთის მიერ განსაზღვრულმა ჟამმა არ მოაწია. სოფელში უკვე დამცინოდნენ, მაგრამ ამას ყურადღებას არ ვაქცევდი.

   უზენაესის ნებით ძილში წინასწარმეტყველება ვიხილე და მე ვგრძნობდი, რომ იგი უნდა აღსრულებულიყო. ეს კი ასე მოხდა. 20 წლის წინ ხელში ჩამივარდა წიგნი მოგზაურობის შესახებ იერუსალიმსა და აღმოსავლეთის ქვეყნებში. რამდენჯერმე გადავიკითხე და თან ვფიქრობდი: „ღმერთო, მაკურთხებ, რომ მე, ცოდვილმა, ვიხილო ადგილი, სადაც მაცხოვარი ევნო ჩემი გულისათვის? ყოვლადმოწყალეო უფალო, ღირს-მყავ ხილვად იერუსალიმისა!"

   ერთხელ ახალგაზრდა ბერი ვიხილე სიზმრად. მოვიდა და ჩემს გვერდით დადგა, მაგრამ თითქოს ვერ მხედავდა. აღმოსავლეთისკენ იბრუნა პირი, მეტანიები აღასრულა და ამეტყველდა: „ძალი და დიდება, პატივი და თაყვანისცემა, ნათელი და ხარება, ნელსურნელება და გალობა გშვენის შენ ყოვლადძლიერო უფალო! ამინ". წარმოთქვა ეს, მუხლებზე დაეცა, შუბლით შეეხო მიწას, აკოცა მას, მომიბრუნდა და მითხრა: „იცოდე, შენ წახვალ სადაც გსურს, მხოლოდ მაშინ, როცა ბილწსიტყვაობას გადაეჩვევი". აი, უბედურება! - ვთქვი გამოფხიზლებულმა - ზეცაშიც იციან ჩემი ჩვეულების შესახებ! ბილწსიტყვაობა საშინლად მიყვარდა, მაგრამ ახლა ამ ჩვეულებას უნდა გამოვთხოვებოდი. ჩემს მფარველ ანგელოზს ვევედრე, რადგან მტკიცედ მჯეროდა, რომ სიზმრად სწორედ იგი ვიხილე და აზრად მომივიდა სალანძღავი სიტყვების ნაცვლად მეთქვა: „დაე, მუდამ იყოს ნათელი!" აი, ასე გადავეჩვევი გინებას და მართლაც, ჩემი მეთოდის გამოყენება დავიწყე. როგორც კი ვიგრძნობდი, რომ ბილწი სიტყვა მომადგა ენაზე, მაშინვე გავიხსენებდი: „დაე, მუდამ იყოს ნათელი".

   გავიდა სრული 20 წელიწადი და მხოლოდ წელს აღსრულდა ის, რაც ასე მსურდა. 20 წლის შემდეგ თანასოფლელებმა შეწყვიტეს ჩემი დაცინვა.

   ძალი და დიდება, პატივი და თაყვანისცემა შენდა, ყოვლადძლიერო უფალო! ამინ!

   ღმერთმა დაგლოცოს!



Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება