მთავარი > საცდურები > მავნე თავყრილობები

მავნე თავყრილობები


24-10-2012, 07:49

   არაფერი არ ვნებს რწმენასა და ზნეობას ისე ძლიერად, როგორც მავნე თავყრილობები, სადაც ძალზე ხშირად მეგობრობისა და ამხანაგობის ნიღბით შეუმჩნევლად წარმოიქმნება და ვითარდება უწმინდურობისა და გარყვნილების დამღუპველი ნაყოფი.

როგორც ბევრი სხეულის დაავადება არის გადამდები და მიახლოებისა თუ შეხების შემთხვევაში სხვას გადაედება, ასევე სულიერი მანკიერებანი ყველაზე მეტად მავნე თავყრილობებიდან ვრცელდება.

თუკი ამხანაგების წრეში გამოჩნდება ერთი კაცი სულელური მისწრაფებებით და ის გამორჩეული იქნება თავისი მსჯელობის სიმახვილითა და გამბედაობით, მაშინ, როგორც წესი, თანამოსაუბრენი ღებულობენ მისი ბოროტი საუბრიდან შხამიან თესლებს, რომელიც შეუმჩნევლად იდგამს ფესვებს მათ სულებში.

თავიდან ასეთ საუბრებში ხუმრობით ეკიდებიან რელიგიას და ზნეობის წმინდა ჭეშმარიტებებს, ანდა დროის გაყვანის მიზნით მსჯელობენ ეკლესიის საქმეებზე, რომლის დროსაც გამოხატავენ მკვეთრ უკმაყოფილებას და განიკითხავენ სასულიერი იერარქიას. შემდეგ, ხშირად განაგონი უკუღმართი მსჯელობის საფუძველზე, სულში ყალიბდება ცრუ წარმოდგენები. ასე წარმოიქმნება უწმინდური დაჯგუფებები, რომელშიც აშკარად ტრიალებს სული ურწმუნოებისა, უზნეობისა, ურჩობისა და განხეთქილებისა!..„ნეტარ არს კაცი, რომელი არა მივიდა ზრახვასა უღმრთოთასა და გზასა ცოდვილთასა არა დადგა და საჯდომელსა უჰსჯულოთასა არა დაჯდა" (ფს. 1,1). რას უნდა ელოდო დაღუპვის მეტს ასეთი ერთობისაგან?! უწმინდურ და გარყვნილ ადამიანებთან შემთხვევითი და ხანმოკლე გასაუბრებაც კი არ ჩაივლის დაუსჯელად. ვინც შედის ურთიერთობაში გარყვნილებთან, ის მათი მსგავსი ხდება.

 

 

 

გაზეთხარებას"ბიბლიოთეკიდან



უკან დაბრუნება