მთავარი > თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მეხუთე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი (ნაწილი 1)

როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მეხუთე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი (ნაწილი 1)


15-11-2016, 00:07

როგორ უნდა ვთქვათ აღსარება ათი მცნების მიხედვით (მეხუთე მცნება) - არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი (ნაწილი 1)

 

მეხუთე მცნება - „პატივ ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რაითა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელ იყვე ქუეყანასა ზედა" 

 

   გიყვარდეს და პატივი ეცი საკუთარ მშობლებს.

   ჩვენ რომ ვასრულებდეთ უფლის სჯულის ამ მცნებას, მაშინ მშობლების მიმართ არასოდეს წარმოვთქვამდით არც ერთ საწყენ სიტყვას, რომ არაფერი ვთქვათ უხეშობაზე. ჩვენ ყოველთვის ვეცდებოდით მშობლების ნების, მათი სასიკეთო რჩევების ასრულებას, შევუქმნიდით სიმყუდროვეს მათ მოხუცებულობას, ვედრების გარეშე, მოთმინებითა და სიყვარულით მოვუვლიდით ავადმყოფობის დროს. ვილოცებდით მათი სიცოცხლის გახანგრძლივებისათვის და განსაკუთრებით გავაძლიერებდით მათთვის ლოცვას დროებითი ცხოვრებიდან მარადიულში გადასვლის ჟამს.

   ასეთი უნდა იყოს ქრისტიანი მშობლების მიმართ. ჩვენ კი როგორ ვასრულებთ უფლის ამ მცნებას? სირცხვილია, მზერა მივაპყროთ ხატს - ჩვენ ხომ პატივს არ ვცემთ მშობლებს? ჩვენს საუკუნეში „მოდაში არ არის" მშობლების პატივისცემა. თანატოლების გარემოცვაში ახალგაზრდებს რცხვენიათ კიდეც დედასა და მამას მშობლები დაუძახონ, სამაგიეროდ, იყენებენ შეურაცხმყოფელ, მოსასმენადაც მიუღებელ სიტყვას - „წინაპრები". თუკი რომელიმე თქვენგანს და ამჟამად მონანულს, ამხანაგებისაგან არჩამორჩენის სურვილით ასე უპატივცემულოდ მიუმართავს მშობლებისადმი, უფალს შესთხოვეთ პატიება.

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   ვინც უკვე ზრდასრულია და საკუთარი ოჯახი გააჩნია, ზრუნავს თუ არა თავისი მშობლების მოხუცებულობის სიმყუდროვეზე თუ, როგორც ახლა გავრცელებულია, თვლის, რომ მშობლებმა სიკვდილამდე უნდა იზრუნონ მათზე? ჩვენ მოვითხოვთ, კი არ ვითხოვთ, არამედ მოვითხოვთ, რომ ისინი უძღვებოდნენ საოჯახო საქმიანობას. ზრდიდნენ ჩვენს შვილებს, გვივლიდნენ ჩვენც. ასეთ ახირებას კი ასე ვამართლებთ: „ჩვენ ხომ ვმუშაობთ, ისინი კი სახლში სხედან!" ხოლო რაიმე მიზეზის გამო მშობლები თუ უარს ამბობენ ჩვენს მონობაზე, ან გვეხმარებიან, მაგრამ ჩვენს გულებს მაინც ვერ იგებენ, მაშინ აღშფოთებასა და ბრაზს ვანთხევთ!

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   როდესაც მოხუცი მამა ან დედა ავადმყოფობს, ჩვენ მთლიანად ვეძლევით სასოწარკვეთას, მაგრამ ამ ყოველივეს ნაღველით ვიტანთ საკუთარი თავისადმი და არა მშობლისადმი სიბრალულის გამო, ჩვენ იმდენად გავთავხედდით, რომ არც ვაანალიზებთ, რის საფუძველზე ვითხოვთ შეწევნას მშობლებისაგან.

   ამჟამად, როცა ისინი სახლში იმყოფებიან, ეს არის დამსახურებული დასვენება. მათ მხრებზე გადაიარა ცხოვრებამ: ესაა თქვენი აღზრდა, ავადმყოფობები, მუშაობა, მძიმე დანაკარგები, და მიუხედავად ყველაფრისა, თავიათი მშობლიური სიყვარულის გამო როგორღაც ახლაც თუ გვეხმარებიან, ამისათვის ფეხები უნდა ვუკოცნოთ მათ. ჩვენ კი თავხედურად, კადნიერი სიტყვებითა და წვრილმანი შარიანობით შეურაცხყოფას ვაყენებთ, ნერვები გვეშლება მათი სიბერისეული უსუსურობის გამო, ხოლო როცა მშობლები რაღაცაზე გვსაყვედურობენ, პასუხად ისეთს ვეუბნებით, რომ მწუხარებისა და წყენისაგან დედას თვალებზე ცრემლებიც ადგება.

   უფალო, უბრალო ადმიანური განსკითაც კი უგუნურნი ვართ, რომ რაფერი ვთქვათ, თუ როგორ სრულიად დავკარგეთ შიში შენს წინაშე. დაუდევრობის გამო შეიძლება არც ვიცით, რამდენად ამაზრზენია შენთვის მშობლებისადმი უპატივცემულობის ცოდვა, რამეთუ მოსეს სჯულში ისეთი უღირსთა ქვებით ჩაქოლვა ბრძანე, როგორებიც ჩვენ ვართ.

   „წყეულ იყოს შეურაცხმყოფელი მამისა თვისისა და დედისა თვისისა" (მეორე სჯ. 27, 16). შემდეგ კი გვიკვირს, თუ რატომ არ აეწყო ყველაფერი კარგად, რატომ არა ვართ ცხოვრებაში ბედნიერები.

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   ჩვენთვის, ქრისტიანთათვის, განსაკუთრებით საშიშია, პატივი არ ვცეთ მშობლებს! აი, ვეუხეშებით უფროსებს, გაჯავრებით მივაყრით ყველანაირ ბილწ სიტყვებს მათ და მივდივართ ტაძარში, ხოლო გულში კი მიტევებას კარბს ვუჯახუნებთ... რატომ წავედით ტაძარში? ფიქრობთ, რომ ჩვენს ლოცვებსა და შენაწირს უფალი მიიღებს? არა! არ ცდუნდეთ! ასეთებისაგან უფალი არ იღებს არც ლოცვას, არც შეწირულობას. აი, ერთი მაგალითი ღირი მამის ალექსანდრე სვირელის დღეებში მომხდარის შესახებ:

   „წმინდა სამების სახელობის ერთი ეკლესიის კურთხევაზე, ლოცვის შემდეგ, ღირი მამა ტაძრისათვის მლოცველებისაგან აგროვებდა შეწირულობებს. ერთ გლეხსაც, სახელად გრიგოლს, უნდოდა, შეეწირა რაღაც ტაძრისათვის, მაგრამ წმინდა მამამ არ მიიღო მისი შესაწირი. ორჯერ თუ სამჯრ შეეცადა გრიგოლი თავისი ძღვენი ჩაედო ღირსის ოლარში, მაგრამ გამჭრიახი ბერი დუმილით განირიდებდა მის ხელს. ბოლოს უთხრა:

   „შენი ხელ ყარს, რამეთუ მაგითი ცემე საკუთარი დედა, რითაც უფლის რისხვა მოიმკე!" – „როგორ უნდა მოვიქცე?" - შეეკითხა გრიგოლი, - „წადი, გამოსთხოვე შენდობა დედაშენს და შემდგომში არ გაბედო მისი შეურაცხყოფა".

   ეს რჩევა გასათვალისწინებელია ყველა იმ საწყალობელი ბავშვისთვის, რომლებიც უხეში, უპატივცემულო დამოკიდებულებით შეურაცხყოფენ საკუთარ მშობლებს. ნუთუ არ გესმით: შეურაცხყო მშობლები - ეს უდიდესი უბედურებაა ჩვენთვის!

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

   თუ ჩვენი მშობლები გარდაცვლილნი არიან, გულითადად ვლოცულობთ მათთვის? გავცემთ მათთვის მოწყალებას? ვიხსენიებთ მათ მშობლების მოსახსენებელ, ანგელოზისა თუ გარდაცვალების დღეებში? მათ მოსახსენებლებს ეკლესიაში გადავცმთ? დავდივართ მათ საფლავებზე? დგას თუ არა ჯვრები? მოინანიეთ უფლის წინაშე, ვინც ივიწყებს, ყოველივე ეს გააკეთოს! თავს კი იმართლებს თავისი განუწყვეტელი საქმიანობით, არა, ეს არ არის დაკავებულობა, ეს არის ამაო ფუსფუსი და სურვილი, არ შევიწუხოთ თავი გარდაცვლილ მშობლებზე ზრუნვით.

   უფალო, მოგვიტევე ჩვენ, ცოდვილთ!

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება