მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > სექტანტობა - რელიგიური სიცრუე (იეღოველები, როგორც კრიმინალურად საშიში სექტა)

სექტანტობა - რელიგიური სიცრუე (იეღოველები, როგორც კრიმინალურად საშიში სექტა)


16-11-2016, 00:07

სექტანტობა - რელიგიური სიცრუე (იეღოველები, როგორც კრიმინალურად საშიში სექტა)

 

„იეღოვას მოწმეები" საქართველოში

 

   საქართველოს დედაქალაქი თბილისი წარმოადგენს იეღოველთა ორგანიზაციის ამიერკავკასიის რეგიონულ ცენტრს.

   რეგიონალური კოორდინატორია ი. ბოლოთაშვილი (ბოლოთაევი).

   სექტა პროპაგანდას ეწევა საქართველოს 51 ადმინისტრაციულ ცენტრში; „იეღოველთა რაოდენობა რესპუბლიკაში ამჟამად 16 000 კაცს აღემატება; ამასთან, შეინიშნება სექტის მიმდევართა რიცხვის სწრაფი ზრდის ტენდენცია; „იეღოვას მოწმეების" ხელმძღვანელებია: თ. ძიძიევი - კასპში, ნ. ჯიოევა - ცხონვალში და თავად - ბოლოთაშვილი (ბოლოთაევი) - თბილისში.

   სექტა ფეხს იკიდებს უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებში, ლტოლვილებსა და წვევამდელებში, თუმცა, დღეისათვის, ინტელიგენციის არამცირე ნაწილიც მოიცვა (ექიმები და პედაგოგები). მიუხედავად აქტიური, ღრმა პროპაგანდისა, სექტის რიგითი წევრები არ ფლობენ ინფორმაციას ხელმძღვანელთა კავშირებზე უცხოელ თანამოაზრეებთან და ფინანსირების წყაროებზე, ზედამხედველი უცხოელი ემისრების ჩამოსვლის ფაქტები და მათი ვინაობა გასაიდუმლოებულია. ორგანიზაციული წყობის ერთმანეთთან კავშირის ფორმებისა და საშუალებების შესახებ ინფორმაციები კონფიდენციალურია; ფინანსური შემოსავლების სტატისტიკა დახურულია, მათი მოხმარების მიზანმიმართულება რიგით წევრთათვის უცნობია.

   სექტა ავრცელებს მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე გამოცემულ ლიტერატურას, რაც საბაჟოებზე ხშირად ჰუმანიტარულ ტვირთად ფიქსირდება და საქართველოში ვლადიკავკაზ-ცხინვალის გზით ან ზღვით შემოდის. ადგილი აქვს ლიტერატურის კონტრაბანდული გზით შემოტანის ფაქტებსაც: 1998 წლის აპრილის ბოლოდან ივნისის ჩათვლით ფოთიდან საქართველოში შემოსულია 13 734 ტონა სექტანტური ლიტერატურა, ხოლო ვლადიკავკაზიდან - 4 ტონა; ტვირთი შემოსულია შპს „სხულიხიას" სახელზე.

 

 

„იეღოვას მოწმეთა" სექტა - კრიმინალური თვალსაზრისით

 

   სექტის მიმდევრებს სხვადასხვა დროსა და ქვეყანაში ბრალი ედებოდათ გაუპატიურებებში, ბავშვების გატაცებებსა და ქინდეპინგში, მკვლელობებისა და თვითმკვლელობებისაკენ წაქეზებაში, თაღლითობაში, ქურდობაში, გამომძალველობაში, სხეულის დაზიანებათა მიყენებაში, პროსტიტუციაში...

   ამჟამად, სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის გასავლელად ვ.პ. სურბსკის სახელობის სსც-ში, მოსკოვში, იმყოფება რამოდენიმე ადამიანი, რომელთაც ჩაიდინეს დესტროაქციული რელიგიური ორგანიზაციების სწავლებებში არსებულ იდეებთან დაკავშირებული დანაშაულებრივი ქმედებანი, - მათ შორის არის „იეღოველთა" სექტის ადეპტი, რომელმაც თავისი მცირეწლოვანი შვილი მოკლა.

   გაზ. „მეგაპოლის-ექსპრესის" ცნობით (№48, გვ. 4, 1996 წ.) კამჩატკაზე „იეღოვას მოწმეთა" სექტის სპეციალურად შერჩეული მიმდევრები ორგანიზაციის სალაროს შესავსებად პროსტიტუციას ეწევიან, სხვები კი მაჭანკლობას: კამჩატკელი მედიკოსები თვლიან, რომ ამ სექტის მიმდევრებს მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ რეგიონში ვენერიულ დაავადებათა გავრცელებაში - რეისებიდან დაბრუნებული მრავალი მეზღვაური სწორედ „იეღოველთა" სექტის წევრებთან განხორციელებული სექსუალური აქტების შემდგომ ხვდებიან ვენერიულ დისპანსერებში.

   1995 წლის მარტში ქართლში სოფ. იგოეთთან კლდიდან უფსკრულში გადაიჩეხა 20 ადამიანი „იეღოველთა სექტის" წევრები. 6 მათგანი გარდაიცვალა, დანარჩენი ქალაქ გორის საავადმყოფოში მოათავსეს. გადარჩენილთა განცხადებით ისინი „ცის გახსნას" მოელოდნენ და „იეღოვასთან გაფრენას" აპირებდნენ. ანალოგიურ შემთხვევას ადგილი ჰქონდა თბილისის მახლობლად მდებარე სოფ. დიდ ლილოშიც, როდესაც „იეღოვას მოწმეები" იგივე მიზნით ეკლესიის სახურავიდან გადმოფრინდნენ.

   ქვემოთ წარმოვადგენთ ფრაგმენტებს წერილიდან, რომელიც მიიღო „ახალგაზრდობის ხსნის კომიტეტმა მოსკოვში":

   „მე, დედა საშა (ალექსანდრე) გრიბოედოვისა, რომელიც „იეღოვას მოწმეთა" სექტაში იქნა ჩათრეული მეზობელი ქალის მიერ 1992 წელს, და - ვინც თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე თავის ჩამოხრჩობის გზით 1996 წ. - მოგმართავთ თხოვნით, რათა ძალისხმევა არ დაიშუროთ იმისათვის, რომ რფ-ში შემოღებულ იქნას კანონი სექტაში არასრულწლოვანი ბავშვების მიზიდვისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაწესების შესახებ... მართალია, ამით საკუთარ შვილს ვეღარ დავიბრუნებ, მაგრამ არ შემიძლია გულის ტკივილის გარეშე ვუყურო, როგორ აბამენ სექტანტები თავიანთ მახეში სხვის შვილებს - რუსეთი შესაძლოა მომავლის გარს დარჩეს... ჩემი ბიჭუნა 15 წლისა იყო, როდესაც „იეღოველებმა" გადაიბირეს ახალი რწმენის მიღებისთანავე მან ყოველგვარი ინტერესი დაკარგა ყველაფრის მიმართ, რაც მანამდე ასე უყვარდა და იტაცებდა: ოჯახი, სწავლა, სპორტი, გულგრილი შეიქნა ცხოვრებისადმი. სექტაში იგი გულჩათხრობილი, საკუთარ თავში ჩაკეტილი გახდა; გათანგვამდე იზეპირებდა საკულტო ლიტერატურას... ღმერთმა ყველა დაიფაროს იმ ხვედრისაგან, რაც ჩემმა შვილმა სექტაში იწვნია - მართალია, ყოველი სექტანტი თავს არ იკლავს, მაგრამ რუსეთისათვის თითოეული მათგანი დაკარგულია.

   საშას ძლიერი ხასიათი ჰქონდა, რაზეც მეტყველებს მის მიერ განხორციელებული ორგზის მცდელობა სექტის დატოვებისა, - მაგრამ წასვლის ნება მას არ მისცეს... მჯერა, რომ ჩემი შვილის სიკვდილი შემთხვევითი არ ყოფილა, ვერავინ გადამარწმუნებს აზრიდან, რომ საშა აიძულეს თავი ჩამოეხრჩო და უკარნახეს კიდევაც, თუ სად მოემოქმედებინა ეს. ამაზე მოწმობს ყველა, ვინც ბავშვი სიკვდილის წინ ნახა. მას შემდეგ, რაც იგი სექტანტმა ლიდერებმა მოინახულეს, საშა ცხოვრობდა და მოქმედებდა არაცნობიერად, როგორც - ძილში, თითქოს ვიღაცის პროგრამას ასრულებდა, თუმცა, მთელი ერთი კვირა მოანდომა, სანამ საბედისწერო ნაბიჯს გადადგამდა, - საუბედუროდ ბოროტების ძალებმა გაიმარჯვეს - აი, როგორ მოხდა ეს.

   1996 წლის იანვარში საშამ მითხრა, რომ ბებიასთან მიდის სოფ. „რუდნოეში" და მთხოვა არავისთვის მეთქვა ამის შესახებ. სექტანტებმა მას ძებნა დაუწყეს - იპოვეს კიდეც. მე გავაფრთხილე ისინი, რომ ბავშვისათვის თავი დაენებებინათ და საშა და ბებიამისი სხვაგან გადავმალე, სახელდობრ სოფ. „სვეტლოვო" - ში. სექტანტებმა იქაც მიაგნეს მას. შემდეგ საშა ინახულა სამმა მამაკაცმა - მე მათ ვიცნობ: ამ შეხვედრიდან ერთი კვირის თავზე ჩემმა შვილმა ყულფი გამოსკვნა და თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე. მიმდინარეობს გამოძიება... მე ვიცი ვინ დაეძებდა მას და ვინ მოინახულა იგი, მაგრამ სექტანტების დასჯას არავინ ჩქარობს.

   მე, დედა შვილისა, რომელიც უცხოქვეყნისეული სექტის მხვერპლი შეიქნა, - უმწეო ვარ! ვინ დაიცავს რუსეთის ბავშვებს?! ეს არის სულის ღაღადი. დაგვეხმარეთ!!!

   პატივისცემით გორობცოვა ლ. ვ. (ქ. ომსკი).

   18. 07. 1996 წელი".

   ამრიგად კრმინალური თვალსაზრისით სექტა „იეღოვას მოწმეები" სახელმწიფოსათვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს!

   საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის, ქართელი ერისა და ქართული სახელმწიფოს სასიცოცხლო ინტერესებში შედის აღნიშნული სექტის სრული მხილება და განადგურება!

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება