მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > სამი სასწაული მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებაზე მოწმობს

სამი სასწაული მართლმადიდებელი სარწმუნოების ჭეშმარიტებაზე მოწმობს


27-04-2019, 15:56

 

„რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!"

 

   ჩვენს დროში ხშირად მოისმენთ: „რატომ ფიქრობთ, რომ ჭეშმარიტება მხოლოდ მართლმადიდებელ სარწმუნოებაშია? კათოლიკები ამბობენ, რომ მათი სარწმუნოებაა ჭეშმარიტი".

   ჩვენი კეთილმორწმუნე წინაპრებისათვის ამგვარი ეჭვი სრულებით მიუღებელი იყო. მათ კარგად იცოდნენ, რომ მართლმადიდებელი სარწმუნოება ღმერთმა მოციქულებს გადასცა და შემდეგ მემკვიდრეობით, შეუცვლელი სახით მხოლოდ წმინდა მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეინარჩუნა. ჩვენს ხალხში სარწმუნოებას არა ადამიანთა ამაო აზრები, არამედ ღვთის მიერ ქმნილი სასწაულები ამტკიცებდნენ.

   ეს სასწაულები დღესაც სრულდება, მაგრამ ამის შესახებ საინფორმაციო საშუალებები არაფერს ამბობენ.

   აი სამი მნიშვნელოვანი სასწაული:

   1. უპირველეს ყოვლისა, მაცხოვრის საფლავზე ყოველწლიურად, დიდ შაბათს ღვთაებრივი ცეცხლის გარდამოსვლა უნდა აღინიშნოს. ათასობით ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან თავს იყრის იერუსალიმში ამ უდიდესი სასწაულის სანახავად. ყურადსაღებია, რომ აღდგომა დღეს (ძვ. სტ.) ღვთაებრივი ცეცხლი მხოლოდ მართლმადიდებელი პატრიარქის შესვლის დროს გადმოდის. პატრიარქი, სპეციალური შემოწმების შემდეგ, ჩამქრალი სანთლებით შედის მაცხოვრის საფლავთან. იწყება გულმხურვალე ლოცვა. შემდეგ კი ღვთაებრივი ცეცხლი წამებში მთელ ტაძარს გადაეცემა. აღსანიშნავია ისიც, რომ ხუთი წუთის განმავლობაში მას დაწვის თვისება არ გააჩნია.

   2. მეორე სასწაული მაცხოვრის ფერისცვალების დღეს თაბორის მთაზე, უღრუბლო ცაზე ღრუბელის გამოჩენა გახლავთ. ცნობილია, რომ მაცხოვრის ფერისცვალებისას, იქ მყოფ მოწაფეთათვის აუტანელად კაშკაშა ღვთაებრივი ნათელის გამო, თაბორის მთა ღრუბელმა მოიცვა. ეს სასწაული ყოველწლიურად, ასევე ძველი სტილით სრულდება.

   3. მესამე სასწაული ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღეს აღესრულება, რომლის მოწმე ეკლესიაში მრავალი ადამიანი გახლავთ (ავტორი). ამ დღესასწაულზე, ღამისთევის ლოცვის შემდეგ ზამთრის დასაწყისში 4 დეკემბერს - ახ. სტ., ხოლო ძვ. სტ. – 21 ნოემბერს - ტირიფი (რუსული ბზა) ყვავილდება. აღსანიშნავია, რომ გარდატეხვის შემთხვევაშიც კი მცენარე აყვავებული რჩება. 1922 წელს, როდესაც ჩემი მოძღვარი მ. ვალერიანი (კრეჩეტოვი) ამბიონიდან ამ სასწაულის შესახებ ქადაგებდა, მას ხალაგაფურჩქნული ტირიფის ტოტი მიაწოდეს. მოძღვარმა ტირიფი ყველას დასანახად ზემოთ ასწია. ის ტოტი დღესაც ტაძარში დევს.

   „რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!" (მათ. 13, 9).

 

 

დეკანოზი კონსტანტინე ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება