მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > რატომ არ უნდა იყოს დაცული დედის წიაღში მყოფი ჩვილის სიცოცხლე?

რატომ არ უნდა იყოს დაცული დედის წიაღში მყოფი ჩვილის სიცოცხლე?


17-12-2016, 00:07

რატომ არ უნდა იყოს დაცული დედის წიაღში მყოფი ჩვილის სიცოცხლე?

 

   სანამ ჩვილთა კვლა არ აიკრძალება კანონით, სანამ ამ საშინელ ბოროტმოქმედებას დუმილით დაუჭერს მხარს საზოგადოება, მანამ ყველა ზნეობრივი და იურიდიული კოდექსი ძმობის, სამართლიანობისა და სიყვარულის შესახებ მხოლოდ თვალთმაქცობა და ტყუილი იქნება! და თუკი კანონი თავად ადგენს აღმაშფოთებელ უსამართლობას უმწეოთათვის სიცოცხლის წაგლეჯისას, სულ ამაოა სულის მშვიდობაზე ფიქრი, მისი ძიება. რატომ არ უნდა იყოს დაცული დედის წიაღში მყოფი ჩვილის სიცოცხლე? რატომ არ უნდა იკრძალებოდეს მისი განადგურების ყველანაირი ფორმა? ან რატომაა გასაგები და გამართლებული საკუთარი შვილების მკვლელი მშობლების დაუსჯელობა? რატომ არ ცხადდება მთელი ერის, კაცობრიობის მტრად ყველა ექიმი, რომელიც ხელს აღმართავს აბორტის გასაკეთებლად? ჩვილთა კვლა დანაშაულია ღმერთის, ადამიანის უფლებების, ოჯახის, ბუნების, ერის, კაცობრიობის წინაშე!!! ურიგო არ იქნება, აქვე გავიხსენოთ ამ ბოლო დროს ჩვენს პრესაში „გაბრწყინებული" ერთი სიახლეთაგანი, რომელსაც პროგრესული მეცნიერების მიერ შექმნილი ტექნიკა გვთავაზობს. თანამედროვე აპატარურის წყალობით უკვე დედის წიაღშივე შესაძლებელია იმის დადგენა, თუ რამდენად ჯანმრთელია ბავშვი, რა სნეულება დაჰყვება მას და ა.შ. ერთ-ერთი ასეთი სტატიის ავტორი, - ს. გაბუნია, გულმოდგინედ ცდილობს მომავალი დედების დარწმუნებას, რჩევას აძლევს, რომ მშობლებმა საშოშივე მოკლან ჰემოფილიით დაავადებული ბავშვები, რადგან მათი მკურნალობისათვის, თურმე ნუ იტყვით და კოლოსალური თანხა ყოფილა საჭირო.

   საოცარი ფაქტია, ექიმი მომავალ დედას ურჩევს მოკალი შენი სნეული შვილიო! განა სიცოცხლის უფლება მხოლოდ ჯანმრთელებს აქვთ, ნუთუ ქალი, უკაცრავად გამოთქმაზე და, პირუტყვია სანაშენე, რომელსაც მხოლოდ მუხლმაგარი შთამომავლობის გაჩენის უფლება აქვს?! თუკი ასეა, რატომ არ დავერევით ყველა ასაკის ჰემოფილიით დაავადებულებს ან, საერთოდ, ყველა ასაკის სნეულს? (გაგრძელება...)

 

არქ. რაფაელის სტატიის მიხედვით შეადგინეს დეკანოზმა კონსტანტინემ და დავით ჯინჭარაძეებმა 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება