მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ეკლესია არა მარტო აბორტის, არამედ ყველანაირი კონტრაცეპტული საშუალებების წინააღმდეგია

ეკლესია არა მარტო აბორტის, არამედ ყველანაირი კონტრაცეპტული საშუალებების წინააღმდეგია


30-11-2016, 00:07

ეკლესია არა მარტო აბორტის, არამედ ყველანაირი კონტრაცეპტული საშუალებების წინააღმდეგია

 


   სასიხარულოა ის ფაქტი, თანამედროვე მედიცინის ყველაზე უფრო ზნეობრივად გამართულმა ნაწილმა რომ აბორტი საშინელ ბოროტმოქმედებად აღიარა. მაგრამ საზოგადოების დიდი ნაწილისათვის უცნობი და გაუგებარი ისაა, რომ ეკლესია არა მარტო აბორტის, არამედ ყველანაირი კონტრაცეპტული საშუალების წინააღმდეგია და აი რატომ: სიყვარული, ოჯახის მაცოცხლებელი ძალა, დღესდღეობით, სამწუხაროდ, სულ სხვა რამესთან - ვნებასთანაა გაიგივებული. არადა, ქრისტიანობამ თვით სიყვარულშიაც უამრავი ასპექტი განასხვავა ერთმანეთისაგან. ორი ადამიანის სულიერ კავშირს, სიყვარულს, განაპირობებს ერთნაირი მსოფლმხედველობა, ერთი და იგივე რელიგიური მრწამსი და ურთიერთშწყობის სურვილი ზნეობრივი სრულყოფილების გზაზე. მშვინვიერი სიყვარულისათვის საკმარისია გემოვნების, კულტურული მოთხოვნილებების, სოციალური პირობების, პროფესიული ინტერესების თანხვედრა. ბავშვი ახალი, მომავალი ცხოვრების საიდუმლოა, ადამიანი კი იმის ცდაშია, რომ ეს საიდუმლო და ღმრთისაგან ბოძებული გამრავლების უნარი ვნებებისა და გულისთქმების დასაჯერებელ საშუალებად აქციოს. ამ ფაქტს არ ურიგდება წმიდა ეკლესია, რადგან სწორედ აქედან იწყება პიროვნების ძლიერი ზნეობრივი დაცემა. თავად ცოლ-ქმრის ურთიერთობაც, როდესაც მეუღლეები ხელოვნურად, წინასწარვე იცავენ თავს ბავშვის გაჩენისაგან, გადაიქცევა ხოლმე უსულგულო ონანიზმად. ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებით გართული ადამიანი ალბათ საქმის გაიოლების მიზნით, საკუთარ პარტნიორსაც ადვილად გაცვლის რეზინის სათამაშოში; ასე მოშლის სექსი სიყვარულს, გამოაცლის მას მისტიურ დანიშნულებას და ბავშვის გაჩენის „საშიშროების" აცილება უკვე იმის ნიშანი იქნება, რომ ჩვენ მსახურებად ვექეცით სექსს, კერპად დავიდგინეთ იგი. „ოჯახის სარეგულირებლად" გაწეული ყველა მცდელობის შინაარსი მრუშობის წარმატებით წარმართვის სურვილია. მაგრამ თუ ეს მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, დედები საკუთარ შვილებს, ყველას რომ ერგება, იმ საფარველს - მიწასაც არ მიაყრიან, საკანალიზაციო მილებს გაატანენ. (გაგრძელება...)

 

არქ. რაფაელის სტატიის მიხედვით შეადგინეს დეკანოზმა კონსტანტინემ და დავით ჯინჭარაძეებმა 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება