მთავარი > საცდურები, სხვადასხვა > ვინ შეურაცხყოფს ღვთისმოსაობას?
ვინ შეურაცხყოფს ღვთისმოსაობას?3-10-2013, 00:09 |
ის, ვინც ლოცულობს ჩვევის გამო და ახლობელს შეურაცხყოფს; ვინც ყოველდღიურად კითხულობს წმინდა სახარებას და უმოწყალოდ შურს იძიებს მოყვასზე, ვინც მუდმივად განიხილავს სხვის ხასიათს, საქციელს, მცირედმორწმუნოებას და ამას იქმს არა სიკეთისადმი მისწრაფების გამო, როგორც თვითონ ჰგონია, რომ მასში არა არის არც ჯეროვანი გონიერება, არც კეთილი გული და არც მაღალზნეობრივი სული, ვინაიდან არ შეუძლია თანაცხოვრება ადამიანებთან და მათი ატანა ისეთების, როგორებიც არიან.
ვინ შეურაცხყოფს ღვთისმოსაობას? - შენ ცოლო, რომელიც ეკლესიაში ანგელოზად ხდები, ხოლო საკუთარ სახლში - ბოროტ სულად; შენ, რომელიც არასდროს არ ხარ უფრო მეტად თავდაჯერებული, მბრძანებელი, ჭირვეული და ნაკლებად მორჩილი საკუთარი ქმრის მიმართ, როგორც მწუხრის ლოცვების შემდეგ; რომელიც, წაიკითხავ თუ მოისმენ დიდებულ სწავლებას მოთმინებაზე და მაშინვე, ნახევარი საათი ლანძღავ მოსამსახურეს იმის გამო, რომ მან სწრაფად ან ძალიან კარგად არ შეასრულა რაღაც წვრილმანი, რომელზეც საერთოდ არ უნდა მიგექცია ყურადღება. შენით იგმობა ღვთისმოსაობა, ვინაიდან შენ არ ხდები ლმობიერი და დამთმობი, არამედ - სულ უფრო მოუთმენელი და გაღიზიანებული; ყურადღებით კი არ ეკიდები შენს მოვალეობებს, არამედ ხდები უდარდელი და არ ზრუნავ ხალხზე, შვილების აღზრდასა და სხვა ყველაზე არსებით საგნებზე.
გაზეთ „ხარებას ბიბლიოთეკიდან"
უკან დაბრუნება |