მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, მთავარი გვედის ფოტო > შვილებს დედ-მამის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი განწყობილებებიც გადაეცემათ

შვილებს დედ-მამის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი განწყობილებებიც გადაეცემათ


1-12-2016, 00:07

 


   წმიდა მოციქულმა პავლემ ოჯახს სახლის ეკლესია უწოდა. ოჯახი არის პირველი სკოლა ქრისტიანი ბავშვებისათვის. სატანა ეკლესიის დანგრევის ცდაშია: იგი მას გარედანაც ებრძვის და შიგნიდანაც. ეშმაკი ქრისტიანების ოჯახებსაც ეომება, ცდილობს მას მასაზრდოებელი სული - სიყვარული, სითბო-სიმყუდროვე ამოართვას და მოშალოს. სამწუხაროდ, ხშირად ადამის მოდგმის გასამრავლებლად ნაკურთხ ოჯახებში სულ ადვილად ინერგება სატანისეული მეთოდი: „შინაური" პრობლემების, ე.წ. „შობადობის" სარეგულირებლად აუცილებელი ხდება ჩვილთა, უმწეო არსებათა რეგულარული კვლა... ასეთ კერიას, ცხადია, არაფერი აქვს საერთო იმ ოჯახებთან, პავლე მოციქულმა სახლის ეკლესია რომ უწოდა. ჩვილების კვლასთან ერთად ცოლ-ქმრული სიყვარულიც კვდება. ორად იპობა ერთობა და იწყება მათი ზნეობრივი დაცემა, იზრდება თითოეულის ეგოიზმი. მათი ურთიერთობა იქცევა ხოლმე ავხორცობად და შიშველ სექსად. არც ერთი, არც მეორე სითბოს, სიყვარულსა და სიხარულს არ იძლევა - მკვლელებს არ ძალუძთ ერთმანეთის სიყვარული. შეიძლება გიყვარდეთ თქვენი შვილის მკვლელი! სისხლი შლის და ანგრევს ყველანაირ კეთილგანწყობას, აშორებს ადამიანებს ერთმანეთს. ამიტომ არის ასე „სიმეტრიულად" შეფარდებული აბორტებისა და განქორწინებულების რიცხვი.

   მეცნიერებამ უკვე აღიარა ის ფაქტი, რომ შვილებს დედ-მამის არა მარტო ფიზიკური, არამედ სულიერი განწყობილებებიც კი გადაეცემათ. და როცა მშობელი კლავს თავის „რომელიღაც" შვილს, „გაუგებრად" ცოცხლად დარჩენილს გენეტიკურ ფონდში მკვლელის განწყობას გადასცემს, რომელიც უსათუოდ გატანჯავს ბავშვის ფსიქიკას. ადრე თუ გვიან, ცნობიერად თუ გაუცნობიერებლად, შვილები უსათუოდ აღმოაჩენენ მკვლელის პოტენციალს თავის თავში და საკუთარი და-ძმების რეალურ მკვლელს მშობლების სახით, რომელთა ულმობელობასაც თავად მათი სიცოცხლე „გაუგებრად" გადარჩა. იქნებ აქაა საძებნი შვილებისა და მშობლების შორის არსებული მწვავე წინააღმდეგობის, აუხსნელი უნდობლობის, უპატივცემულობისა და ნაკლული სიყვარულის მიზეზი, ჩვენი გაუკუღმართებული ურთიერთობების ძირი. (გაგრძელება...)

 

არქ. რაფაელის სტატიის მიხედვით შეადგინეს დეკანოზმა კონსტანტინემ და დავით ჯინჭარაძეებმა 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება