მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, მართმადიდებელი ეკლესია, მთავარი გვედის ფოტო > თუ ეკლესია ცეცხლის სვეტია, ოჯახი პატარა სანთელია იმ დიდი ცეცხლიდან ანთებული

თუ ეკლესია ცეცხლის სვეტია, ოჯახი პატარა სანთელია იმ დიდი ცეცხლიდან ანთებული


1-11-2016, 00:06

 


   განსხვავებული ხასიათები აქვთ ადამიანებს, სხვადასხვანაირი გემოვნება, მოთხოვნილებები და შეხედულებები, მაგრამ ერთს ყველა დაეძებს, ერთი - სიყვარული ყველას აკლია, ყველას სჭირდება, მკვლელსაც კი. უცნაური გრძნობაა სიყვარული, საოცრად ათბობს სულს. ღმრთაებრივი სიყვარულის ჩრდილი და ანარეკლი, თუ შეიძლება ითქვას, ქრისტიანულ, სახარებისეულ პრინციპებზე აგებულ ოჯახში იბადება და ღვივდება. ასეთ კერიას ცოლ-ქმრის სიყვარული ათბობს. მათ სიყვარულს კი, თავის მხრივ, ცოცხალი ღმერთის რწმენა ედება ქვაკუთხედად; ამგვარი ოჯახები ერთგვარ ოაზისებსაც კი წააგავენ იმ მკვდარ უდაბნოში, რომელსაც ცივილიზაციის გვალვამ გადაუარა. და თუ ეკლესია ცეცხლის სვეტია, ოჯახი პატარა სანთელია, იმ დიდი ცეცხლიდან ანთებული. (გაგრძელება...)

 

არქ. რაფაელის სტატიის მიხედვით შეადგინეს დეკანოზმა კონსტანტინემ და დავით ჯინჭარაძეებმა 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება