მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > მთელ მსოფლიოში გაჩაღებული ეს ბარბაროსული თავდასხმები დღეს უკვე ჩვენი ქვეყნისთვისაც რეალურ საშიშროებად იქცა!

მთელ მსოფლიოში გაჩაღებული ეს ბარბაროსული თავდასხმები დღეს უკვე ჩვენი ქვეყნისთვისაც რეალურ საშიშროებად იქცა!


27-10-2016, 00:03

მთელ მსოფლიოში გაჩაღებული ეს ბარბაროსული თავდასხმები დღეს უკვე ჩვენი ქვეყნისთვისაც რეალურ საშიშროებად იქცა!

 

   საქართველოს ზოგიერთ სკოლაში შემოღებულია „სექსოლოგიის" შესწავლის კურსები, რის პროცესშიც გამოიყენება პორნოსურათებით ილუსტრირებული ბროშურბი. დიდ აღშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ქართველი „პედაგოგები" ინტიმური ურთიერთობების ახსნა-განმარტებისათის გაკვეთილებს უტარებენ ჯერ კიდევ მოუმწიფებელ ბავშვებს, რითაც დიდ სულიერ და ფსიქიკურ ზიანს აყენებენ მათ. ჩვენი „განმანათლებლებისათვის" ეტყობა არ არის ცნობილი, რომ სიყვარულის ბიოლოგიური მხარე შეუძლებელია სრულფასოვნად ათვისებულ იქნას ბავშვის მიერ და, თუ ჰკითხავთ მათ, რა საჭიროებას წარმოადგენს სკოლის მოსწავლისათვის ყოველივე ამის ცოდნა, გიპასუხებენ, რომ ბავშვი ყველაფერში გათვითცნობიერებული უნდა შეხვდეს მომავალ „პრობლემებს".

   რა დონის მზაკვრობაა, რა დონის სიცრუეა! განა ჩვენი წინაპრები არ იზრუნებდნენ იგივეზე, როდესაც 14 წლის ქალიშვილებს ათხოვებდნენ? თუ ისინი ნაკლებად მზრუნველი მშობლები იყვნენ? იქნებ მაშინ ნაკლებად ჯანმრთელნი იბადებოდნენ? თუ მშობიარობის მაჩვენებელი იყო დაბალი?

   - რა თქმა უნდა, არა!

   საქართველოს რიგ სკოლებში შემოღებული „სექსოლოგიის" გაკვეთილები გვაფიქრებინებს, რომ განათლების სამინისტრო პირველ ნაბიჯებს დგამს მოზარდთა გახრწნის გზაზე. ჩვენ ისღა დაგვრჩენია, რომ შევახსენოთ (გ.ს.) და უკვე არსებული „სექსოლოგიის პედაგოგებს" მაცხოვრის სიტყვები:

   „... რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი ჩემდა მომართ მორწმუნეთა, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქვილი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღვისასა" (მათ. 186).

   ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მშობელს, ყველას, ვისაც სურს დაიცვას ბავშვები და მოზარდები მოახლოებული საშინელებისაგან: გამოთქვით თქვენი გულისტკივილი, ნუ დაუშვებთ, რომ საქართველოს შვილები ცივილიზებული კაციჭამიების გამზადებული მსხვერპლნი გახდნენ.

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება