მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, მთავარი გვედის ფოტო > შვილების მოვალეობანი მშობელთა წინაშე

შვილების მოვალეობანი მშობელთა წინაშე


26-10-2016, 00:02
 

 

 
 

   თუ დავუფიქრდებით, რა გააკეთეს ჩვენმა მშობლებმა ჩვენთვის, განგვაცვიფრებს ჩვენი ვალის განუზომლობა (წმ. ამბროსი მედიოლანელი). გაიხსენე, რამდენი რამ გადაუტანიათ შენთვის მშობლებს, როგორი სიფრთხილით გატარებდა მუცლით, როგორი მტანჯველი ტკივილებით გშვა, განგასპეტაკა, ძუძუს გაწოვებდა, შეგმოსა; რამდენი უძილო ღამე გაუტარებია; როგორ დაუცხრომლად შრომობდა მამაშენი, რათა გამოეკვებე: იხარებდე, თუკი შეგიძლიან სამაგიერო მიუზღო მშობლებს იმ შრომისათვის, შენთვის რომ გასწიეს.

   თუკი, მოციქულის სწავლებით, ცოლს უნდა ეშინოდეს ქმრისა (ეფ. 5, 33), მაშინ შვილებს მითუმეტეს - მშობლებისა.

   მშობლებისადმი პატივისცემა არამარტო ვალია ჩენი, არამედ სარგებელიც. მათგან მოგვეცა ცხოვრება და მათდამი პატივისცემით ვიდღეგრძელებთ, რამეთუ მშობლებისადმი პატივისცემა ერთ-ერთი პირველია აღთქმისეულ მცნებათა შორის (ეფეს. 6, 2).

   შვილებო! ათასწილ გაუფრთხილდით მშობელთა ლოცვა-კურთხევას, ვიდრე სხვა მემკვიდრეობას (ფილარეტ მ. მოსკოველი).

   საკუთარი შვილების ქება პატივმოყვარეობის ნიშანია: დედ-მამის კიცხვა, საკუთარი თავის კიცხვის ტოლფასია.

   როგორაც მოეპყრობი მშობლებს, ასევე მოგეპყრობიან შვილები.

   ვინც რითი შესცოდავს, მეტწილად იმგვარადვე მიეზღვება.

   უფალი უმადურ შვილებს ხშირად მათი შვილების უმადურობით სჯის. მოექეცი მშობელს ისე, როგორც გსურს, რომ შენი შვილები მოგექცნენ.

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება