მთავარი > სხვადასხვა > ჭეშმარიტი ღვთისმოსაობა

ჭეშმარიტი ღვთისმოსაობა


21-03-2014, 00:05
ჭეშმარიტი ღვთისმოსაობა  
   ადამიანის ჭეშმარიტი ღვთისმოსაობა არის გრძნობა, რომლითაც ჩვენ მუდმივად და ბეჯითად ვემსახურებით ღმერთს და ვიცავთ მის მცნებებს. ის არის გრძნობა, რომლითაც ჩვენ ღმერთი გვიყვარს საკუთარ თავზე მეტად, ამ სიყვარულის გამო ჩვენ ვცდილობთ სათნო ვეყოთ მას, გვეშინია მისი განრისხების და გაურბივართ ცოდვებს.
   ვისაც ღმერთი უყვარს, ის თანახმაა გასწიროს, რაც კი რამ ძვირფასი გააჩნია ამ ქვეყნად, ოღონდ ღვთის მადლი არ დაკარგოს. როდესაც გვიყვარს მოყვასი, ჩვენ ვხდებით მორჩილნი, მომთმენნი, თანამგრძნობნი და კეთილმოსურნენი. ჭეშმარიტად ღვთისმოსავს არავინ არ სძულს და ცუდი წარმოდგენა მხოლოდ საკუთარ თავზე აქვს. სხვა ადამიანებში ის პოულობს კეთილ თვისებებს, უქებს კეთილ საქმეებს, მაგრამ არასოდეს ლაპარაკობს საკუთარზე. როცა მას შეურაცხყოფენ, ახსენდება თავად მუდმივად რომ შერაცხყოფს ღმერთს და ეს აზრი სპობს მის გულში წყენის ყოველგვარ გრძნობას. სხვას ყველაფერს პატიობს, საკუთარ თავს კი - არაფერს. თუკი ლოცულობს, ამას იქმს არა ჩვევის გამო ან იერის მისაღებად, არამედ გრძნობს ღვთის მადლის საჭიროებას. მას უყვარს განმარტოება, მაგრამ არა აქვს ცივი და სევდიანი ხასიათი, არც მკაცრი ტონი. ის უბრალო და თავმდაბალია ყველაფერში, იცავს თავაზიანობას. მას არ უყვარს თავის გამორჩევა სხვებისაგან, ხოლო გარშემო მყოფნი აღნიშნავენ მის მშვიდ ხასიათს, ზნეკეთილობას, უბრალო ცხოვრების წესს და ასევე საკუთარი მოვალეობების ზუსტ შესრულებას.
   ჭეშმარიტად ღვთისმოსავია ის, ვისაც სწამს უფალი იესო ქრისტე და ცხოვრობს ამ რწმენის შესაბამისად.
 
 
გაზეთ   „ხარებას ბიბლიოთეკიდან"



უკან დაბრუნება