მთავარი > საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > თანამედროვე მეცნიერები და ღმრთის რწმენა

თანამედროვე მეცნიერები და ღმრთის რწმენა


29-10-2016, 00:06

თანამედროვე მეცნიერები და ღმრთის რწმენა

 

   პირველი - სხვადასხვა წყაროების სიმდიდრე, რომლითგანაც სიცოცხლე თავის ამოცანების შესასრულებლად ძალებს იკრებს, თავის თავად წარმოადგენს ყოვლისმპყრობელი და ყოვლის შემძლე გონების არსებობის დამტკიცებას.

   დღემდე არც ერთ ადამიანს არ შეუძლია ჩაწვდეს, თუ რა არის სიცოცხლე. მას არ აქვს არც წონა, არც ზომა, მაგრამ ნამდვილად ფლობს ძალას. მზარდმა ფესვმა შეიძლება კლდე დაშალოს, სიცოცხლემ გაიმარჯვა წყალზე, ხმელეთზე და ჰაერში, დაეუფლა მის ელემენტებს, აიძულა ისინი გახსნილიყვნენ და გარდაქმნილიყვნენ, შეედგინათ სხვადასხვა კომბინაციები.

   სიცოცხლე - მოქანდაკეა, რომელიც აძლევს ფორმას ყოველივე ცოცხალს. ფერმწერია, რომელსაც გამოჰყავს ხის ყოველი ფოთლის ფორმა, განსაზღვრავს ყოველი ყვავილის ფერს.

   სიცოცხლე - მუსიკოსია, რომელიც ასწავლის ჩიტებს სიყვარულის სიმღერას, ასწავლის მწერებს გამოსცენ უთვალავი ბგერები და ამით ერთმანეთს მოუხმონ. სიცოცხლე დახვეწილი ქიმიკოსია, რომელიც აძლევს ნაყოფს გემოს, ყვავილებს სუნს, ქიმიკოსი, რომელიც გარდაქმნის წყალსა და ნახშირმჟავას შაქრად და ხის მასალად, რომელიც ამავე დროს ყოველი ცოცხალისთვის აუცილებელ ჟანგბადს ღებულობს.

   აი ჩვენს წინაშეა პროტოპლაზმის თითქმის უხილავი წვეთი, გამჭვირვალე, ჟელეს მსგავსი, რომელსაც უნარი შესწევს იმოძრაოს და მზისგან ენერგია მიიღოს. ეს უჯრედი, ეს გამჭვირვალე მტვრის ნაწილაკი წარმოადგენს სიცოცხლის ჩანასახს და თავის თავში აქვს ძალა დიდსა და პატარას სიცოცხლე მისცეს. ამ წვეთის ძალა უფრო მეტია, ვიდრე ძალა ჩვენი არსებობისა, ძლიერია ადამიანებსა და ცხოველებზე, რადგანაც ისაა ყოველივე ცოცხალის საფუძველი.

   ბუნებას არ შეუქმნია სიცოცხლე.

   ცეცხლით გაპობილ კლდეებსა და მტკნარ წყლიან ზღვებს არ ძალუძთ უპასუხონ იმ მოთხოვნებს, რომელსაც აყენებს სიცოცხლე თავისი წარმოშობისათვის.

   ვინ ჩადო სიცოცხლე პროტოპლაზმის ამ ნაწილაკში?

   მეორე - ცხოველთა გონება აუცილებლად მოწმობს ბრძენ შემოქმედზე, რომელმაც ჩაუნერგა ინსტიქტი არსებებს, რის გარეშეც იქნებოდნენ ყოვლად უსუსურნი.

   ახალგაზრდა ორაგული თავის ახალგაზრდობის ხანას ატარებს ზღვაში. შემდეგ ბრუნდება თავის მშობლიურ მდინარეში და მიდის ზუსტად იმ ნაპირთან, რომლის გასწვრივაც დაყრილი იყო ქვირითი, რისგანაც ის გამოიჩეკა. ვის მიყავს ის ასეთი სიზუსტით? თუკი ორაგულს სხვა გარემოში მოვათავსებთ, ის იმწამსვე იგრძნობს, რომ აცდა გეზს და ეცდება გააღწიოს თავის დინებაში. შემდეგ წავა დინების საპირისპიროდ და თავის ბედს დადგენილი სიზუსტით აღასრულებს.

   კიდევ უფრო დიდ საიდუმლოს მალავს გველთევზას ქცევა; ეს საოცარი არსება მომწიფებულ ასაკში ყველა ტბორიდან, მდინარიდან თუ ტბიდან იწყებენ მოგზაურობას, თუგინდ ისინი ევროპაში იმყოფებოდნენ, ოკეანეში ათას მილს გადიან და ზღვის სიღრმეებით ბერმუდის კუნძულებს აღწევენ.

   აქ ისინი მრავლდებიან და იხოცებიან. მათი პატარა ნაშიერები რომლებსაც თითქოსდა წარმოდგენაც კი არ აქვთ არაფერზე და შეიძლება ოკეანის სიღრმეში ჩაიკარგონ, მიდიან თავისი მამების გზით, იმავე მდინარეებში, ტბებსა და ტბორებში, სადაც მათ დაიწყეს თავიანთი გზა ბერმუდის კუნძულებისაკენ. ევროპაში არ ყოფილა არასოდეს დაჭერილი არც ერთი მათგანი, რომელიც ამერიკის წყლებს ეკუთვნის და პირიქით. ევროპაში გველთევზა თავისი მომწიფებულობის ხანას ერთი წლით გვიან აღწევს, ვიდრე ამერიკაში, რის წყალობითაც ის ახორციელებს თავის მოგზაურობას.

   სად იბადება ეს მიმართული იმპულსი?

   კრაზანა, მოერევა რა ჭრიჭინობელას, განგმირავს მას ზუსტად განსაზღვრულ ადგილზე. ამ დარტყმისაგან ჭრიჭინობელა „კვდება", ის კარგავს გონებას, მაგრამ განაგრძობს სიცოცხლეს. ამით წარმოადგენს დაკონსერვებული ხორცის ერთ-ერთ სახეობას. ამის შემდეგ კრაზანა დებს კვერცხებს იმ ანგარიშით, რომ გამოჩეკილმა პატარებმა ისაზრდოონ ჭრიჭინობელას სხეულიდან, მაგრამ არ მოკლან იგი, რადგან მკვდარი ხორცი იქნება მათთვის სასიკვდილო საკვები. ასრულებს რა ამ სამუშაოს, დედა კრაზანა მიფრინავს და კვდება. ის არასოდეს ხედავს თავის შვილებს. არავითარ ეჭვს არ ექვემდებარება ის, რომ ყველა კრაზანა ასრულებს ამ სამუშაოს პირველად თავის ცხოვრებაში, ყოველგვარი სწავლების გარეშე და აკეთებს ამას ზუსტად ისე, როგორც საჭიროა. თორემ საიდან იქნებოდნენ კრაზანები?

   ეს მისტიური ტექნიკა ვერ იქნება ახსნილი იმით, რომ კრაზანები ერთიმეორისგან სწავლობენ. ის ჩადებულია მათ სისხლსა და ხორცში.

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება