მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > თანამედროვე მრევლი

თანამედროვე მრევლი


17-09-2015, 00:06

 

„ხოლო რომელი იგი ეკალთა შინა დავარდა, ესე არიან, 

რომელთა ისმინიან სიტყვით და ზრუნვისაგან და  

სიმდიდრისა და გემტაგან ამის სოფლისათა ვლენედ და 

შეაშთვიან და არა ნაყოფიერ იქმნიან" (ლუკ. 8.14-15) 

 

 

მრევლის მონაწილეობა ეკლესიურ ცხოვრებაში

 

   მას შემდეგ, რაც ადამიანი ხდება ეკლესიური, ანუ მრევლი, მას ეკისრება გარკვეული პასუხისმგებლობა და მოვალეობა. კერძოდ, იგი ხდება მოვალე დაიცვას მართლმადიდებელი ეკლესია და იყოს მისი ქმედითი წევრი. მრავალი მაგალითია იმისა, რომ წმინდანები მიესალმებოდნენ მრევლის ქმედით მონაწილეობას ჭეშმარიტი ეკლესიური სწავლების დაცვასა და შენახვაში. წმინდა იონე ოქროპირი ერისკაცებს მასწავლებლობის უფლებასაც აძლევს და ამბობს: „თუ ერისკაცი ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს, ის ფლობს მისთვის დამახასიათებელ ჭეშმარიტებას, ამ შესაძლებლობით ერისკაცს ისეთივე უფლება აქვს ეკლესიაში მასწავლებლობის, როგორიც იერარქიას. განსხვავება მხოლოდ ხარისხშია, მოძღვრების მოცულობაში და არა არსში".

   დღეს აუცილებელია, თითოეული ერისკაცი ქრისტიანული სწავლების აპოლოგეტი გახდეს, რომ ერეტიკოსებსა და ურწმუნოებს არ მისცეს გამარჯვების უფლება. წმინდა მღვდელმთავარი ამბობს: „თქვენ რომ ყურადიღებდეთ წმ. წერილს,ამ სულიერ იარაღს და ყოველდღიურადგანისწავლებოდეთ მასში, მე აღარ დაგიწყებდითდარწმუნებას, რომ თავიაგერიდებინათ წარმართებთან და ერეტიკოსებთან ბრძოლისათვის, პირიქით, მათთან ბრძოლას გირჩევდით, რამეთუ ჭეშმარიტება ძლიერია, მაგრამ რადგან თქვენ არ იცით,როგორ გამოიყენოთ წმ. წერილი, მე მეშინია ამ ბრძოლის, მეშინია, რომ ისინითქვენ უიარაღოდ გნახავენ და გძლევენ".

   ხალხის გულგრილობა, მოძღვრის დაუხმარებლობა სწავლების საქმეში. ღრმად აწუხებდა წმ. ოქროპირს. მისი აზრით, ერისკაცებმა უარი არუნდა უთხრან სასულიერო პირებს საეკლესიო საქმეებში დახმარებაზე, ეხება ეს საქმეები სწავლებას, მართვას თუ საეკლესიო ღვთისმსახურებას. ჩვეულებრივ ერისკაცს არა აქვსუფლება საკუთარ თავში ჩაიკეტოს, მხოლოდ პირადი ცხოვრებით იცხოვროს, მხოლოდ პირად გადარჩენაზე იზრუნოს და საზოგადოებრივი გადარჩენის მრავალმხრივი მძიმე საქმეები ეკლესიის სულიერ მამებს გადააბაროს. "უფალს სურს, რომ  სამყაროს მასწავლებელი, ქრისტიანი იყოს საფუარი, ნათელით სავსე, რომელშიც არაფერია ბნელი. სინათლე, რომელიც უბრალოდ კი არ ანათებს,არამედ, მარილისა და საფუარის მსგავსად, სარგებლის მომტანია ხალხისათვის.

   შემდეგ წმინდანი გვახსენებს: „იცოდეთ, ვისაც ხუთი ტალანტი მიეცა, ის მასწავლებელია;ხოლო ვისაც - ერთი, ის - მოსწავლე.თუკი მოსწავლე იტყვის: მე მოსწავლევარ, მე არმეხება (სხვისი სწავლება) და დამალავსღვთისაგან მოცემულ სიტყვის მადლს, სრულებით არ განამრავლებს,არ შეაგონებს, არ დაარიგებს, არ ამხელს, არ დაარწმუნებს, როცა ის თავისნიჭს მიწაში დაფლავს, მაშინ ვერ გაამართლებს სიტყვებს: მე მხოლოდერთი ტალანტი მაქვს. გქონდა ერთი ტალანტი? ერთი ტალანტი მაინც უნდა მოგეტანა,გაგეორმაგებინა. ერთით მეტი ტალანტი რომ მოგეტანა,დამნაშავე არ იქნებოდი,რადგან ორი ტალანტისმომტანს უფალი არ ეტყოდა: რატომ არ მოიტანეკიდევ ხუთი ტალანტი.რატომ? იმიტომ, რომ ის აკეთებდაიმდენს, რამდენიც შეეძლო. „

   ამრიგად, ჩვენ ვხედავთ რა დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა მრევლის ქმედით მონაწილეობას ეკლესიის სიმტკიცისა და სწავლების დაცვის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, დღევანდელი დრო მნიშვნელოვნად განსხვავდება IV საუკუნისაგან და თანამედროვე ქრისტიანების ცხოვრება მკვეთრად განსხვავდება არა თუ მეოთხე საუკუნის, არამედ გასული საუკუნის ქრისტიანთა ცხოვრებისაგან. მაგრამ წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვები დღესაც აქტუალურია. დღეს, როგორც არასდროს ეკლესიის სწავლებას და სულიერ მემკვიდრეობას სჭირდება დაცვა.

   ისმის კითხვები: ძალგვიძს კი ახლანდელ მრევლს ამ უდიდესი პასუხისმგებლობის შესრულება?! შევძლებთ კი ჩვენი ჭეშმარიტი სარწმუნოების ურყევად შენარჩუნებას?! ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ბოლო დროის წმინდა მამებს და თანამედროვე ავტორიტეტული მამების ნაშრომებს მოვიშველიებთ. მათგან უმეტესობა ერთ-ერთ ძირითად შეფერხების მიზეზად - დროის სულისკვეთებას ასახელებენ.

 

 

 

დროის სულისკვეთების უგულებელყოფა

   

   შეცნობა ჩვენი დროის სულისა, ერთის მხრივ, გამოგვიყვანს თავის მოტყუების (ხიბლის) მდგომარეობიდან, ნათლად დაგვანახვებს ჩვენს ძალებსა და შესაძლებლობებს. ჩვენს მოთხოვნებს უფრო მოკრძალებულს გახდის და მეორე მხრივ, გვაიძულებს გამოვცოცხლდეთ, ვიყოთ გონიერნი და ფრთხილნი, გული არ გავიტეხოთ, მაგრამ არც ოცნებებით არ ავიმაღლოთ თავი და არ მოვწყდეთ რეალობას.

   მღვდელმონაზონი სერაფიმე (როუზი) თავის ერთ-ერთ ნაშრომში წერს: „ჩვენ ღრმად უნდა გავაცნობიეროთ ჩვენი დრო, თუ რაოდენ ცოტა ვიცით ჩვენი მართლმადიდებლობის შესახებ, რადგან ცუდად ვგრძნობთ მას და შორს ვართ არა მარტო წმინდა სიძველეებისაგან, არამედ იმ უბრალო მართლმადიდებელი ქრისტიანებისაგან, რომლებიც ცხოვრობდნენ ასი წლის წინ, თუნდაც ერთი თაობის წინ და რაოდენ უნდა ვეცადოთ, რომ დღეს გადავრჩეთ, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანები".

   არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე) უკანასკნელი დროის მამებზე დაყრდნობით შენიშნავს: რომ ჩვენი დრო განსაკუთრებით ვერაგი და მატყუარაა, რომ ძალზედ გავრცელდა ფარისევლობა, ჭეშმარიტი ღვთისმოსავობა კი თითქმის დაკარგულია; რომ ქრისტიანები (მათ შორის მრევლი), უმეტესად, მხოლოდ გარეგნულად ცხოვრებენ ღვთისმოსავი ცხოვრებით, გულებით კი ღვთისაგან დაშორებულნი და მიწას, ამ ხრწნად სამყაროს, მიჯაჭვულნი არიან. თვალთმაქცობამ მოიცვა ყოველი. ყველა ეძებს არა ღვთიურს, არამედ თავის მსგავსს. დღეს ყოველი მორწმუნის (მრევლის) წინაშე დგას მძიმე ამოცანა: მოძებნოს და გამოაცალკევოს ის ერთადერთი ჭეშმარიტება, რომელსაც შეუძლია კიდეც განკურნოს და კიდეც გადაარჩინოს. ჭეშმარიტება გვერდითაა, ის არასოდეს იშრიტება, მაგრამ მრავალი ცრუ ჭეშმარიტება ცდილობს აგვარიდოს მას, ცდილობს დაგვარწმუნოს, რომ სწორედ ის არის ჩვენთვის აუცილებელი ერთადერთი ჭეშმარიტება. ბოროტი ძალადობს, რათა მართლმადიდებლური რწმენა, მისი სული, შეიცვალოს დახვეწილი, ფაქიზი სიყალბით. გვაიძულებს გადავდგათ თუნდაც სულ მცირე ნაბიჯი ვიწრო გზიდან, შემდგომ კი მთლიანად გადაგვიყვანოს განდგომის გზაზე.

   მამა ლაზარე (აბაშიძე) განაგრძობს, - დღეს, თუმცა  ადამიანები ფორმალურად ქრისტიანებად (მრევლად) ითვლებიან, სულით სულ უფრო ხშირად მოგვაგონებენ მწვალებლებს. მათში ხან პროტესტანტული სული იცნობა – განსაკუთრებით საღმრთო წერილისა და წმიდა მამათა გარდამოცემისადმი თავისუფალ მოპყრობაში, სარწმუნოების საკითხებისადმი უპრინციპობაში, პროტესტანტებისგანვე რომ ისესხეს, ეკლესიის სწავლების თვითნებურ სწავლებასა და შეცვლაში და იმ ეჭვის მიღებაშიც კი, ნამდვილად მხოლოდ მართლმადიდებლობაშია ჭეშმარიტება თუ არა? სხვებში კათოლიციზმის სული გამოსჭვივის: სარწმუნოებისა და მორჩილების საკითხებისადმი შეგნებულ, თავისუფალ, გონივრულ მიდგომას იერარქებისადმი ბრმა, მონური დაქვემდებარება ცვლის, ხდება ამ უკანასკნელთა ცამდე აყვანა, ადამიანებს მათთვის სიტყვის შებრუნებისაც კი ეშინიათ, თუნდაც საქმე სარწმუნოების დოგმატებს ეხებოდეს. ყველა ეს მოვლენა სავსებით კანონზომიერია და არა შემთხვევითი – ესაა არა განცალკევებული პროცესები, არამედ ეშმაკის ერთი, მიზანმიმართული მოქმედება.

 

 

გულგრილობა და უდებება

     

   თანამედროვე მრევლის ერთ-ერთი საერთო ცოდვა - სიმართლის ჭეშმარიტების მიმართ გულგრილი დამოკიდებულებაა. ადამიანებმა დავკარგეთ ის მარადიული ფასეულობები, ღმერთმა შექმნისას რომ გვიბოძა. ჩვენ დავივიწყეთ ღვთის მცნებები, საღმრთო სჯული. ამიტომაც შეგვისუსტდა რეაქცია არასასურველ ფაქტორებზე (ცოდვაზე). საერთოდ, ჭეშმარიტების შეგრძნება და განცდა გვაქვს შესუსტებული.

   სამწუხაროდ, ხშირია, როდესაც ქრისტიანი ეკლესიური ადამიანი კომფორტული ცხოვრებისკენ მიილტვის, ცდილობს გაექცეს პრობლემებს, სანერვიულოს, რომ მყუდროება არ დაერღვეს, სამსახური არ დაკარგოს და ა. შ. ის ხშირად ათასნაირ მცდარ, მიუღებელ აზრს თუ საქმეს აჰყვება ხოლმე. ეს გულგრილობის ნიშანია. სულიერი სიმშვიდე ერთია, გულგრილობით გამოწვეული დათმობა კი - მეორე. ზოგი ამბობს: მე ქრისტიანი ვარ და ამიტომ მშვიდი და მხიარული უნდა ვიყო, მშვიდად ავიტანო სარწმუნოებისა და ზნეობის შელახვა. არადა ეს არ არის ქრისტიანობა! სულიერი მშვიდობა და სიხარული, რომელსაც სულიერი ადამიანი განიცდის, სულაც არ არის ისეთი, როგორსაც დღეს მრავალი მიელტვის. ჩვენ არ უნდა აგვერიოს ეს მდგომარეობა ერთმანეთში. სულიერი ადამიანი თხემით ტერფამდე ტკივილია. მას სტკივა, რაც ირგვლივ ხდება: ერი ტელევიზორთან და კომპიუტერთან რომ ირყვნება, რომ ხმას იმაღლებენ უმსგავსობით დამძიმებულნი, რომლებიც, სადაც სამართალია, სირცხვილეულ უნდა იქნენ.  მას სტკივა ადამიანის ყველა სატკივარი, მაგრამ ამ ტკივილის გამო ღვთაებრივი ნუგეში და სიმშვიდე ეუფლება. ამიტომაც ის ხარობს, როდესაც სიმართლისთვის იდევნება, ასე ამბობენ წმიდა მამები.

   „დღეს თითქმის აღარ ისმის საუბრები ვნებებთან ბრძოლის, შინაგანი საქმის, თვით გარეგნული ღმრთისმოსაობის შესახებაც კი, გარშემო მხოლოდ მშენებლობებზე, ხელდასხმებზე, აღკვეცებზე, საზეიმო სუფრებზე, რაღაც საზოგადოებრივ ღონისძიებებზე, მანქანებზე, მსვლელობებსა და  სხვა ამგვარ თემებზეა ლაპარაკი. და გამოდის, რომ სარწმუნოება დღეს უკვე აღარავის გულს აღარ სწვდება, იგი სმენის საშუალებით შედის ადამიანში, გონებით ისინჯება, ოდნავ ეხება გულს, რომელიც მას მყისვე აისხლეტს, რადგან უკვე გაქვავებულია ყოველივე სულიერის მიმართ, მერე კი ენის საშუალებით გამოდის გარეთ და მთელი მისი მხურვალებით მოყვასს მიმართავს. მარტოოდენ ცოდნა სარწმუნოებისა, რომელიც მხოლოდ გონებას აქვს შეთვისებული და გულში არ დამკვიდრებულა, შეუძლებელია დიდხანს დაყოვნდეს ადამიანში – რადგანაც ვერ პოულობს, გამოყენებას გარეთ გამოღწევას ჩქარობს" არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშიძე).

   თანამედროვე ბერძენი ღვთისმეტყველი არქიეპისკოპოს გრიგორის სიტყვებით დავასრულებთ: „დიახ ქრისტიანებო, სადაც სარწმუნოებისადმი გულცივობაა დამკვიდრებული, იქ ჭეშმარიტებას არ ესაქმება! ამ დროს დღესასწაულობს მანკიერება და დაბნეულობა. ღმერთმა დაგვიფაროს სარწმუნოებისადმი გულცივობისაგან!"

 

 

მრევლის და მოძღვრის ურთიერთობა

   

   ბოლო დროის გავრცელებული სენი - მრევლისა და მოძღვრის დამახინჯებული ურთიერთობაა, რაც ხშირად ახალ მოსულთა დაბრკოლების და ზოგ შემთხვევაში ეკლესიიდან წასვლის მიზეზიც ხდება. ამ თემის განხილვისთვის არქიმანდრიტ რაფაელის (კარელინი) მართებულ დაკვირვებას შემოგთავაზებთ, სადაც ორ ძირითად მცდარ დამოკიდებულებაზე გავამახვილებთ ყურადღებას.

   პირველი, დემოკრატიული დამოკიდებულება - მოძღვარი და სულიერისამწყსო უწინარეს ყოვლისა მეგობრები არიან. ისინი ბჭობენ ერთურთში, ერთად განიხილავენ საქმეებს, ერთობლივად წყვეტენ პრობლემებს და ..სულიერი მოძღვრის სიტყვა აქ არარის აუცილებელი, ის გუნდის ერთი ხმაა. ერთიშეხედვით ეს არცისე ცუდი ჩანს:არავითარი იძულება, ძალადობა პიროვნებაზე, ისინი ერთმანეთს სიყვარულის პრინციპით ემორჩილებიან. სულიერი მოძღვარი მხოლოდ გუნდის დირიჟორად გვევლინება, საერთოში მშვიდობა და სიხარულია.სინამდვილეში კი სულსხვა რამ ხდება,ანუ ის, რაცსახელმწიფოს დემოკრატიული წყობისას. იწყება პოპულიზმი და ინტრიგები,რომელთა აღკვეთა და გადაჭრა სულიერ მოძღვარს არ ძალუძს. აქ ხელისუფლებისათვის („პატივისთვის")ფარული ბრძოლა მიმდინარეობს, რომელშიც ისევე, როგორც დემოკრატიის დროს, ბრძოლებშინავარჯიშები, ყოველნაირ საშუალებაზე წამსვლელი, ამასთანავე მიზანმიმართული და ხელისუფლებისმოყვარე იმარჯვებს. ისევე, როგორც დემოკრატიული წყობის დროს, აქაცწარმოიქმნება შინაგანად ურთიერთდაპირისპირებული დაჯგუფებები, იწყება მოქრთამვა, მლიქვნელობა და ინტრიგები.

   არისტოკრატული დამოკიდებულების დროს -  სულიერი მოძღვარი გვევლინება როგორც ჯენტლმენი. ის დახვეწილი, ზრდილი და თავაზიანია.სულიერ შვილს სავარძლიდან წამოდგომით ეგებება, აღტაცებულია მისი გარეგნობით, ხაზს უსვამს სამოსში მის გემოვნებას.ამის შემდეგ სულიერი შვილი თავს იმ მანდილოსნადგრძნობს, ვისაც რაინდმა გული უძღვნა.ფინალი ერთია - მრევლის თითოეულ ქალბატონს მიაჩნია, რომ მოძღვარი-რაინდი სწორედ მისდამი, როგორც ესოდენ ამაღლებული გრძნობების ღირსი ქალისადმი განიცდის პლატონურ სიყვარულს. დანარჩენ სულიერ შვილებს იმაზე მეტი მძვინვარებით უყურებს, ვიდრე ესდემოკრატიული" მართვისას ხდება. მოძღვარი-არისტოკრატი მას მადლობას უხდის და ნაღვლიანისახით კარებამდე მიაცილებს. ის სულიერშვილებს ყველაფერში ამართლებს, ძალიან უჭირს საყვედური, შეურაცხყოფილიც კი ამასამბობს: მე არვბრაზობ, მხოლოდ ვწუხვარ. როცა ტაძარშიმიდის, სულიერი შვილები რაზმეულივით უკან მისდევენ ან კარიბჭესთან ელოდებიან. როცა ისმსახურებს, თითოეული ინტერესდება, პირველს ვის მოიხსენებს სავედრებელ ლოცვებში და ხშირად ამას ტრაგიკულ მნიშვნელობას ანიჭებს.

 

 

სიცრუე და ორგულობა

     

   სიცრუე და ორგულობა   – აიჩვენი ძირითადი მტრები.

   სიმართლის მთქმელი კაციდევნილია, მაგრამ ჩვენი ეკლესია მოწამეობის ეკლესიაა, რომელიც მსხვერპლს მოითხოვს. უფალმა დიადი აღთქმა დაგვიდო: სიმართლეს მოწყურებულნი განძღებიან რითი? - ღვთიური მადლით. „ნეტარარიან წმიდანი გულითა, რამეთუ მათ ღმერთი იხილონ". ცრუვერ იხილავს ღმერთს, ქრისტე მისგულში არგასხივოსნდება, ყოველგვარი სიცრუე - ესსატანის სამეფოს განვრცობაა, როგორც დედამიწაზე, ასევეკაცის გულში." - არქიმანდრიტი რაფაელი.

   სიცრუის მიზეზი მრავლადაა: ამბობს მამა რაფაელი - სიმხდალე, გამორჩენა, გულისარ ტკენის სურვილი და ..მაგრამ როგორი მიზეზიც უნდაიყოს, ამდროს ივიწყებენ ღმერთს, რომელმაც თქვა: „მევარ გზაჲ დამე ვარ ჭეშმარიტებაჲ და ცხოვრებაჲ". თვითგოლგოთის მსხვერპლი ქრისტესი - ესსიყვარულისა დაჭეშმარიტების შეერთებაა. უფალმა სატანაზე თქვა: „ის დასაბამიდან ცრუდა მკვლელია". სატანა ადამიანს სიცრუის მეშვეობით კლავს.იმას, ვისაცსიკეთის კეთება სიცრუის საშუალებით უნდა, დაეახსოვდეს, რომმეკავშირედ ძველთაძველ ტყუილს - სატანას ირჩევს, რომელიც ახალ სიკეთედ არასდროს იქცევა, რომ ყველაფერი, რაც სიცრუეზეა დამყარებული, დაიღუპება.

   წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე (ბრიანჩანინოვი) ერთ-ერთ (64) წერილში თავის თანამედროვე მორწმუნეებზე წერს: "ზოგიერთ მათგანს სახარებაში ჩამოთვლილი ქრისტეს სასწაულებისა არ სჯერა, ზოგს ქრისტეს სწავლების ერთი ნაწილი სწამს, მეორეს კი უარყოფს, ზოგს დემონების არსებობა ეეჭვება, ზოგს კიდევ, ვისაც სარწმუნოების საქმეები ბუნებრივი საქმეებისაგან ვერ გაურჩევია, ჰგონია, რომ ყველა ცხონდება თავისი კეთილი საქმეების გამო და სხვ. ამიტომაც იშვიათად მოისმენთ ვინმესგან ღმერთის ჭეშმარიტ სიტყვას, თუმცა კი ყალბს საკმაოდ ხშირად გაიგონებთ".

   განსაკუთრებულად მძიმეა, ამბობს არქიმანდრიტი რაფაელი, როცა სულიერი მამები ატყუებენ სულიერ შვილებს. გაუგებარია, ფიქრობენ თუ არა ეს თვალთმაქცები, რომ სიცრუე დიდი ხნით დაიფარება? ან იქნებ თავიანთი მდგომარეობით სარგებლობენ? თვლიან, რომ პირისპირ ვერავინ გაბედავს, მათ მატყუარები უწოდოს? მაგრამ სულიერი შვილები ტყუილებში ჩირქის სუნს გრძნობენ. ასეთ დროს შესაძლოა შედეგები ტრაგიკული იყოს: ადამიანი ნდობას კარგავს და საკუთარ თავში იკეტება, მას სული გაუტყდა და სიცრუეს იგი ფსიქოლოგიური ავადმყოფობის მსგავსად ჩიხში შეჰყავს; მეორე - თვითონ იწყებს სულიერი მოძღვრის მოტყუებას; მესამე და ყველაზე უარესი - იწყებს ფიქრს, რომ ტყუილი კარგი საქმეა და მას „ცხოვრებისეულ სტრატეგიად" აქცევს. სწორედ ასე, „კეთილი სიცრუის" მეშვეობით, წარმოიშობიან იეზუიტები და წყალწაღებული არამზადები, რომლებიც ამავდროულად ყველაზე წმინდა სიტყვებს წარმოსთქვამენ, ადამიანს ატყუებენ და თან ნათელი მზერით ჩასცქერიან თვალებში.

 

 

წიგნებთან მუშაობა

  

   ჩვენი დრო განსაკუთრებული უწიგნურობით გამოირჩევა, ამ მხრივ ეკლესიური ადამიანიც არ ჩამორჩა. საგრძნობლად შემცირდა მკითხველთა რიცხვი, არადა, წიგნთან მუშაობას წმიდა მამები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდნენ. „შეუძლებელია ცხონება მათთვის, რომლებიც ხშირად არ კითხულობენ წმიდა მამათა თხზულებებს, - ციტირებს ამბა დოროთეს წიგნს, წმ. ეგნატე კავკასიელი... გულისხმიერი კითხვა ღვთაებრივი წიგნებისა ყველა სათნოებაზე აღმატებულია".

   წმ. პაისი მოლდაველი განსაკუთრებულ ფასეულობად მიიჩნევდა წიგნებთან მუშაობას: გევედრებით, იქონიეთ ღვთაებრივი მოშურნეობა მამებისეული წიგნების კითხვისა და შესწავლისადმი... იყავით მათთან სრულ თანხმობაში ყოველგვარი ეჭვის გარეშე, ვინაიდან ერთი და იგივე წმიდა სული მოქმედებდა როგორც მსოფლიო მნიშვნელობის მასწავლებლებში, ასევე სხვა წმიდა მამებში. ამიტომ ის სწავლება, რომელიც მოცემულია წმიდათა თხზულებებში, ჭეშმარიტად გვმოძღვრავს ცხონების გზაზე".

   ამრიგად, ჩვენგვყავს მოუხიბვლელი მასწავლებელი - ღვთივკურთხეული წიგნები, ამბობს თანამედროვე ბერძენი ღვთისმეტყველი არქიეპისკოპოსი გრიგორი, ძმებო! მივმართოთ ღვთის სიტყვის კითხვას - ღვთისა და არა ადამიანისა,რატომ უნდა გვერქვასქრისტიანები, თუკი არგვინდა ვიკითხოთ ქრისტიანობის საფუძველი - წმინდა წერილი? ჩვენ ქრისტიანებს, არ გვსიამოვნებს კითხვა და სმენაწიგნისა, რომელშიც ჩვენი ჩვენი სარწმუნოებაა... როცა ღვთისსიტყვა გახდება ქრისტიანთა საყოველთაო საკითხავი და სახელმძღვანელო,მაშინ სულები განათდება იმ ზეციურინათლით, რომელიც აღანთებს რწმენას.

   ჩვენი თანამედროვე მამის ალექსანდრე ელჩანინოვის სიტყვებით: „საჭიროა სისტემატიური კითხვა სულის სასარგებლო ნაშრომებისა. აუცილებლად უნდა ავირჩიოთ ერთადერთი მიზანი ჩვენი ცხოვრებისა, აქ საჭიროა ერთგვარი ასკეტიზმი, თავშეკავება, თავის დაძალება. ყოველი ქრისტიანი მოღვაწეა - დაიმახსოვრე ეს! კაცობრივი ბუნება იმდენად დაზიანებულია, რომ საჭიროებს მკაცრ ზეწოლას ყოველ დღე და ყოველ საათს, რათა საკუთარ თავზე ძალდატანებით ჩვენი ცხოვრება სახარებისეულ ფასეულობათა შესატყვისი იყოს."

 

 

ხიბლისმიერი მდგომარეობა

     

   სულიერი ცხოვრების დამახინჯებას კეთილისა და ბოროტის ცნების დამახინჯებამდე, საერთოდ, სამყაროში ადამიანის მდგომარეობის არასწორ გაგებამდე მივყავართ, რის გამოც ღმერთისადმი ყალბი, ხიბლზე დამყარებული დამოკიდებულება გვექმნება. აქ ყველაფერში ვლინდება ადამიანის ღირსების გადამეტებული შეფასება, მისი დაცემული მდგომარეობისადმი განსაკუთრებული შემწყნარებლობა. საკუთარი სულიერი მდგომარეობის უცოდინრობის შედეგად კაცი ხიბლის, ოცნებების ტყვეობაში ვარდება; თავის თავში იგი არარსებულ სათნოებებს ხედავს, მშვინვიერი, ნერვული აღტყინება კეთილ, სულიერ, ღმრთისათვის სათნო მისწრაფებად ეჩვენება. ასეთი ადამიანის მთელი "სულიერი" მოღვაწეობა გონებასა და ნერვულ დაბოლოებებშია თავმოყრილი; აქედანვე იღებს სათავეს მისი აჩქარებული, მშფოთვარე, უთავბოლო ცხოვრების წესიც. ასეთი გარეგნული სიფიცხისაგან იშვება გრძნობებისა და გულისსიტყვების, ოცნებებისა და განცდების განხურვება, ყოველივე ამის შედეგად კი თვითონ ადამიანიც აგზნებული, მოძრავი, აქტიური, მოფუსფუსე ხდება. მის გონებაში ათასი გეგმა და იდეა იბადება, გულში სურვილებისა და გრძნობების კორიანტელი ჩნდება, მაგრამ ყველა ისინი გარეთ, ამა სოფლისკენ, მიწიერი ყოფის მოწყობისა და გადაკეთებისაკენ არიან მიმართულნი. და თუმცა ერთი შეხედვით მთელ მის საქმიანობას ღმერთი და სახარება წარმართავს, სინამდვილეში სრულიად თავის ნებაზე მიშვებული და თავდაჯერებულია. ღმერთი, სახარების მცნებები, ეკლესიური ცხოვრების კანონები, ტიპიკონი, წეს–ჩვეულებები და ღმრთისმსახურება მხოლოდ გარსია, მხოლოდ ფონი და საფარველი, სინამდვილეში კი მთელი თავისი საქმიანობის ცენტრში ამგვარი "მოღვაწე" საკუთარ თავსა და საკუთარ ნებას აყენებს. რაკიღა ვერ ხედავს და არ ესმის, ვინ არის და როგორია ღმრთის წინაშე, მას თავი ღმერთის შეუცვლელ მსახურად, მოციქულად და უფლის "მეგობრად" წარმოუდგენია. იგი ღმერთის "წინ" დგება ანუ ზურგს აქცევს მას, ბრუნდება პირით ხალხისკენ და მთელი მოშურნეობით მოუწოდებს ადამიანებს, მოვიდნენ და თაყვანი სცენ ღმერთს; მაგრამ მალე ავიწყდება დაეკითხოს უფალს – რა და როგორ უნდა აკეთოს. იგი დარწმუნებულია, რომ მისი შრომა სათნოა ღმრთის წინაშე, მაგრამ ისე ერთობა, რომ ღმერთი ავიწყდება და ხალხს უკვე თავისკენ იზიდავს.

 

 

ცოდვათა ხედვა

  

   ხიბლისმიერი მდგომარეობიდან გამოსვლის საშუალებად წმინდა მამები საკუთარი ცოდვილი ყოფის ხედვას მიიჩნევენ;თუკი ქრისტიანი ვერ დაინახავს საკუთარი ცოდვის სიღრმეს, თუღმერთისკენ სავალგზას ამცოდვის დაძლევით კი არგაკვალავს, არამედ შეეცდება გვერდი აუაროს მას,მაშინ სულსხვა განწყობას, სხვა სულისკვეთებას, მთელი თავისი გარეგნული დაშინაგანი მუშაობის სხვა მიმართულებას შეითვისებს. იღუმენია არსენია ამბობდა: "გზაუფლისაკენ ჩვენშია, ჩვენს უძლურებებზე, ჩვენი ცოდვების სავსებაზე გადის.დიახ, ესააერთადერთი არაშეთხზული, არამოგონილი გზა”.

   "მკაცრია ცხონების გზა, – ამბობს იგივეიღუმენია არსენია, – მკაცრია ზოგჯერ მის შესახებ თქმული სიტყვაცის ორლესული მახვილია, რომელიც კვეთს ჩვენსვნებებს, ჩვენსგრძნობებს, მათთან ერთად კიგულსაც ოველგულში დარჩება ბიწის ნაშთი,რომელიც უნდაგანიწმინდოს... ტკივილის გარეშე სულისგანკურნება შეუძლებელიაეს მარტოოდენ ოცნება იქნება და სხვაარაფერი" (წერ. 3).

   სამწუხაროდ, შენიშნავს არქიმანდრიტი ლაზარე, ესგზააბნეული მორწმუნენი მთლიანად გარეგნულ მოღვაწეობას ეძლევიან და, რაცუფრო ნაკლებად იცნობენ სინანულის გზას, მითუფრო მეტსლაპარაკობენ, ასწავლიან, მოუწოდებენ დაქადაგებენ. მაგრამ თვითონ ამადამიანებმა სინანულის გემო არიციან, ამიტომ მათთვის ქრისტიანობის სურნელიც უცნობია. ვისაც საკუთარი შინაგანი გამოცდილებით არ შეუცვნია ცოდვით გამოწვეული სნეულება, არგამოუცდია ტკივილითა და მწუხარებით სავსე ბრძოლა "ხორცთა მათცოდვისათა", ვინცბოლომდე არჩასწვდომია თავისი შინაგანი კაცისუძლურებას, იმასარც მოღვაწეობის, ლოცვის, მარხვის, გულისდაცვის მნიშვნელობა ესმის. ასეთადამიანში ყველაფერი თავდაყირა დგას:თუმცა თავისთავს ცოდვილს ეძახის, საუკუნო ცხოვრების ბედიოდნავადაც არანაღვლებსცხონების გზა მასსულაც არეჩვენება რთული,კაცთა ცოდვები კი მხოლოდ მათი ცხოვრების ზედაპირზე მდებარე ჰგონია.

   წმ. მამათა სწავლების თანახმად, უგრძნობელობის აღმოსაფხვრელად აუცილებელია მუდმივი, მოთმინება, განუწყვეტელი ბრძოლა მისწინააღმდეგ, აუცილებელია ღმრთისმოსავი ცხოვრება და საკუთარი თავისთვის განუწყვეტელი თვალყურის დევნება. ასეთი ცხოვრება კურნავს უგრძნობელობას, მაგრამ ესსიკვდილი სულისა მხოლოდ ადამიანის მცდელობით როდიქრება - მისდასათრგუნად ღმრთის მადლის შეწევნა გვჭირდება. უფლისბრძანებით ანგელოზი მოდის მებრძოლ, გათანგულ სულთან, გადააგორებს უგრძნობელობის ლოდს, ლმობიერებით აღავსებს გულსდა აუწყებს სულსაღდგომას, რომელიც მუდმივი ლმობიერების ჩვეულებრივი შედეგია. ლმობიერება პირველი ნიშანია იმისა,რომ გული გაცოცხლდა ღმრთისა დამარადიულობის მიმართ. და რაარის ლმობიერება? ეს არისღმრთის მოწყალების განცდა საკუთარი თავის, საკუთარი უბადრუკი მდგომარეობის მიმართ, დაცემისა და მარადიული სიკვდილის მდგომარეობის მიმართ.

   განა, არგვესმის კეთილგონიერი ცხოვრების მიმზიდველობა და დიდებულება, არ გვსურს რწმენაში გამტკიცება, ქრისტესადმი შედგომა და ცხოვრება? გვსურს დაძალიანაც დახშირადაც ვწუხვართ, ვითხოვთ რწმენას. მაგრამ რატომარ გვეძლევა მტკიცე სარწმუნოება? უფროსწორედ, სარწმუნოება კი გვეძლევა, მაგრამ ჩვენთვითონ არვღებულობთ მას,უმალვე ვკარგავთ ყოფიერი პრობლემების სიმრავლეში. ჩვენთითქოს ვთხოვთ სულიერებას, ხოლოროდესაც იგიშეეხება ჩვენსგულებს, მაშინვერ ვცნობთ, უკუვაგდებთ, რადგანაც ძირითადი ყურადღება მიწიერისაკენ გვაქვ მიმართული.

   ჩვენღატაკნი ვართსულით, ესნათლად უნდაგავაცნობიეროთ, თავმდაბლობაში და სინანულში უნდა ვატაროთ ეს შეგნება. ესაა ისერთადერთი საქმიანობა, რომლის ძალაცდღეს კიდევშეგვწევს დარომელიც გადაგვარჩენს კიდეც". არქიმანდრიტი ლაზარე (აბაშაძე)

 

 

მოშურნე სულისკვეთების აუცილებლობა

   

   ჩვენს დროში, გვასწავლის სერაფიმე როუზი, ვისაც ეკლესიაში რაღაცის გაკეთება უნდა, მაგრამ იგი ყურადღებასა და ზეცისაკენ სწრაფვას არ ფლობს, დაკარგავს მოშურნეობის ძალას, სულიერ ინტერესს და ამქვეყნიური გახდება. ამქვეყნიური კი მკვდარს, სულიერად მკვდარს ნიშნავს.

   წმ. ბასილი დიდი ამბობს:"მშვიდობისმყოფელიც უნდა წუხდეს, თავმდაბალიც კეთილგონიერებით განრისხდეს, მაგრამ არ დააზიანოს საკუთარ თავში სრულყოფილი სიმშვიდე. შაჭიროების დროს უმოქმედება უდებების ნიშანია და არა სიმშვიდისა".

   ბოროტებასთან გულგრილი და ინდეფერენტული არ უნდა ვიყოთ, არამედ უნდა მოვიქცეთ ქრისტიანული კეთილგონიერებისამებრ. (საქმე. 2.1-4)

   „ამასოფლის ძალებით ვართ გარშემორტყმულნი და მათთან ბრძოლაში გონება მუდმივად ზემოთ უნდა გვქონდეს მიპყრობილი და არა-ქვემოთ, ანუ ვხედავდეთ ზეციურს და არ უნდა ჩავფლათ გონება მიწიერ საგნებში. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა ვიაროთ ეკლესიის „ფორმალური წევრების" უმრავლესობით ფეხ-დაფეხ. ჩვენ სულ ცოტა უცნაურად მაინც შეიძლება  ჩაგვთვალონ. მაგრამ ეს აუცილებელი და ძირეული პირობაა" -მღვდელმონაზონი სერაფიმე როუზი.

   ასე რომ, ასკვნის მამა ლაზარე, ვფიქრობთ, უკეთუ ხშირად გავიაზრებთ, რა გველოდება უახლოეს მომავალში – სიკვდილის ჟამს და საშინელ სამსჯავროზე, შემდეგ კი მარადისობაში. თუკი საღად გავაცნობიერებთ ამა სოფლის საქმეების ამაობას, მაშინ უთუოდ მოვერიდებით მათთან მეგობრობას, აღარ განვეწყობით სიმპატიით, ცოდვიანი გართობებისა და  მაცდუნებელი სიკეთეების მიმართ, რის შედეგადაც ცოტათი მაინც აღვენთებით მოშურნეობითა და სიყვარულით ღვთისადმი, შრომითა და ღვაწლით გავძლიერდებით, რათა გავხდეთ ზიარნი ჭეშმარიტი კეთილდღეობისა საუკუნო ცხოვრებაში.

 

 დავით ჯინჭარაძე 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება