მთავარი > პაპიზმი > დასავლურ აღმსარებლობათა სულიერი და თეოლოგიური კრიზისის შესახებ
დასავლურ აღმსარებლობათა სულიერი და თეოლოგიური კრიზისის შესახებ16-10-2012, 12:44 |
ვიდრე ამ საკითხების განხილვას შევუდგებოდეთ, ვფიქრობთ ყურ-ადსაღებია, თუ რა პროცესები ვითარდება ამ პერიოდის განმავლობაში დასავლურ აღმსარებლობებში.
რომაულმა კათოლოციზმმა, ვატიკანის მე-2 რეფორმატორული კრე-ბის შემდეგ, რომელმაც მიზნად დაისახა ეკლესიური ცხოვრების „გა-მოცოცხლება", აშკარად საპირისპირო შედეგები მიიღო და პირიქით განაშორა ხალხი რელიგიას.
საინტერესო ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით სერბი მღვდელმ-ონაზონი საბა (იანიჩი) გვაწვდის. თავის სტატიაში „პაპიზმი როგორც და ეკლესია", ის წერს: „რომაული კათოლიციზმი დღეს მხოლოდ გა-რეგნულად გამოიყურება ერთიანად. ეხლანდელი ვატიკანის ოფიცია-ლური კურსი ორ სრულიად საპირისპირო პოზიციადაა გაყოფილი. ტრადიციონალისტები, რომლებიც მარჯვენა ფრთას წამოადგენენ, ყველანაირად ცდილობენ შეაჩერონ მოდერნიზაცია, რომელიც ვატი-კანის მე-2 კრების შემდეგ დაიწყო, მეორეს მხრივ, ლიბერალური წრეები ცდილობდნენ ქალების მღვდლობის დაკანონებას, ჰომოსექ-სუალისტების უფლებების განმტკიცებას, მასონებთან მიმართებაში უფრო მეტად შემწყნარებლური პოზიციის გამოვლინებად...
ქალების ხელდასხმის საკითხი მეტად აქტუალურია. გამოჩენილი დანიელი თეოლოგი ედვარდ შილიბე ამბობს: „ქალების ხელდასხმის აკრძალვის საკითხი წმინდა კულტუროლოგიური პრობლემაა, რომე-ლსაც დღეს არავითარი აზრი არა აქვს". ის მიიჩნევს, რომ ამ საკი-თხთან მიმართებაში არანაირი თეოლოგიური ხელშემშლელი ვითა-რება არ არსებობს. ამის ხელშემშლელი მხოლოდ განხეთქილების საშიშროებაა, რომლითაც შეიძლება ტრადიციონალისტებმა მიგვიყვა-ნონ...
საღვთისმეტყველო სფეროში სულ უფრო ხშირად ვხედავთ ლიბე-რალი თეოლოგების მისწრაფებას სადაოდ მიიჩნიონ სახარების ავ-ტორიტეტი. ისინი ცდილობენ წმ. წერილის ტექსტში იპოვონ „ისტო-რიული პიროვნება იესო" და ახლებული ინტერპრეტირება გაუკეთონ მის სიტყვებს. მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე ავანგარდულ რომაულ-კათოლიკურ თეოლოგიურ მოსაზრებებში სულ უფრო ხშირად წარ-მოგვიდგება როგორც ახალგაზრდა ებრაელი რაბინი-რევოლუციო-ნერი, სოციალური სფეროს და რელიგიის რეფორმატორი.
სხვადასხვა თეოლოგიურ სკოლებში, მისი სასწაულები ბუნებრივ მე-დიცინურ ფენომენადაა მიჩნეული. ყოველივე ზემოთქმულიდან აშ-კარად ჩანს, რომ ინტელექტუალიზაცია, სეკულარიზაცია და თვით ამა სოფლის სული სერიოზულ ზიანს აყენებს მთელ რომაულ-კათოლ-იკურ „ეკლესიას"... იმისათვის, რომ ამ ორგანიზაციამ მთლიანობაში გაუძლოს დეზინტეგრირებული ძალების შემოტევას, ვატიკანი სისტე-მატიურად აძლიერებს პაპის კულტს. პაპის ძლიერ ავტორიტეტს კი ძალუძს დაიმორჩილოს ურჩი ეპისკოპოსები და თეოლოგები, რო-მლებიც უფრო სხვაგვარად ფიქრობენ, ვიდრე რომი"1.
რაც შეეხება პროტესტანტულ „ღვთისმეტყველებას", მათი თეოლო-გების თხზულებებში მყარად გაბატონდა ლიბერალური და რაცი-ონალისტური შეხედულებები, რომლის ფარული მიზანი, როგორც ჩანს, იყო საერთოდ გაენადგურებინათ ყოველგვარი რელიგიური გამოვლინება. თავდაპირველად პროტესტანტმა თეოლოგებმა წმიდა წერილის „გვიანდელი მეთოდოლოგიური ნალექებისაგან" გაწმენდის მიზნით დაიწყეს გადმოცემის კრიტიკა. არქ. რაფაელის (კარელინი) ზუსტი შენიშვნით, გადმოცემის კრიტიკა, ადრე თუ გვიან, ბიბლიის კრიტიკაში უნდა გადაზრდილიყო. და ჩვენ ვხედავთ, რომ რეფო-რმატორულ წიაღში ჩნდება მძლავრი ანტიბიბლიური მოძრაობა, გაჩნდა ეგრეთწოდებული შედარებით - ისტორიული სკოლა. ეყრდ-ნობოდნენ რა უახლეს მეცნიერულ აღმოჩენებს, რომლებიც შემოვიდა მოდაში, ისინი კადნიერად შეუდგნენ ბიბლიის ტექსტების „მეცნიე-რულ ანალიზს", რითაც, რბილად რომ ვთქვათ, ამცირებდნენ წმიდა წერილის ავტორიტეტს. მე-19 საუკუნის გამოჩენილი მოაზროვნე და ფილოსოფოსი რენე გენონი ამბობს: „პროტესტანტიზმი თავშივე ალოგიკურია: ის მიილტვის რელიგიის „გაადამიანურებისაკენ": ამავე დროს (მართალია მხოლოდ თეორიულად), უშვებს რაღაც „ზეადამია-ნურსაც", ე. ი. გამოცხადებას, მაგრამ შეუდგა რა ღვთაებრივი გამოცხა-დების ადამიანურ განმარტებას, პროტესტანტიზმი უარყოფს მას. შემდეგ, ყველაფრისადმი უარყოფის სულით განსჭვალულმა, შვა და-მღუპველი კრიტიკანობა, რომელიც ეგრეთწოდებული „რელიგიის ის-ტორიკოსების" ხელში გახდა მძლავრი საშუალება საერთო რელიგიის წინააღმდეგ. პროტესტანტიზმი მხოლოდ სიტყვიერად ანიჭებს წმინდა წერილს მთავარ როლს და არ აღიარებს არანაირ სხვა ავტორიტეტს.
სინამდვილეში ის უაყოფს თვით წმ. წერილს და იმ სწავლებას, რო-მლის მიმდევრადაც წარმოაჩენს საკუთარ თავს"2.
თავად პროტესტანტი თეოლოგები ძლიერმა პანიკამ მოიცვა ანტი-ბიბლიური კრიტიკის სკოლის ამგვარი მიმართულების გამო. ერთ-ერთი გამოჩენილი პროტესტანტი იდეოლოგი თეოლოგებისა შლე-ირმახერი თავის მიმდევარ მიუკეს წერდა: „თუ დავაკვირდებით თანამედროვე ბუნებადმცოდნეობის განვითარებას, თუ რამდენად მოიცვა მან თავისი მეცნიერების მსგავსი გამოკვლევებით მთელი მსოფლიო, რა წინათგრძნობა გეუფლება მომავლის ხვედრის შესახებ? მე არ მსურს ვთქვა... ღვთისმეტყველების, არამედ სახარებისეული ქრისტიანობის? მე მგონია, რომ მრავალ შეხედულებაზე, რომელსაც ქრისტიანობის განუყოფელ ნაწილად მივიჩნევდით, უარის თქმა მო-გვიწევს... ჩვენი სახარებისეული სასწაულები, არაფერს ვამბობ ძველი აღთქმის სასწაულებზე, ადრე თუ გვიან დაეცემა „საუკეთესო და დაუნგრეველი" მეცნიერული გამონათქვამებით. რა მოხდება მაშინ?!"3.
ყურადსაღებია სხვა პროტესტანტი თეოლოგების გამონათქვამებიც: „ქვეყანა, რომელიც რეფორმაციის სულის ჩამდგმელად იყო მიჩნე-ული, დღეს რეფორმატორული სარწმუნოების სამარე ხდება. პროტ-ესტანტული სარწმუნოება სიკვდილის პირასაა. ყოველი ახალი ნა-შრომი, ასევე ყოველი პიარდი დაკვირვება ცხადყოფს ამას"4.
„პროტესტანტიზმის მაცოცხლებელი ძალა დოგმატური სკოლების საღვთისმეტყველო უთანხმოებების, საეკლესიო კამათების უდაბნოში იშრიტება... რეფორმაცია ან დავიწყებული, ან უკუგდებულია; ღვთის სიტყვა, რისთვისაც თავს სწირავდნენ მამები ეჭვის საგანი ხდება, პროტესტანტიზმი გახლეჩილი, სუსტი, უძლურია"5.
დრო, რომლის შესახებაც წერდა დამფრთხალი შლეირმახერი, მალე დადგა. უკვე მე-19 საუკუნის 40-იან წლებში ვაი მეცნიერების თა-ვდასხმებმა ქრისტიანობაზე ისეთი სახე მიიღო, რომ დასავლეთში ძლიერ შეშინდნენ. სასწრაფოდ დაიწყეს „კონსერვატიული ინტერეს-ების კოალიციების შექმნა, რომლებიც კანონიკურად მხოლოდ ლუ-თერანული და რომაულ-კათოლიკური რელიგიების თანხმობაში არ-სებულ განსაზღვრებებს მიიჩნევდნენ"6.
მ ო დ ე რ ნ ი ს ტ ე ბ ს, ბუნებრივია, არ სურდათ ამ განსაზღვრებე-ბისადმი დამორჩილება. ისინი, ამბობდნენ, რომ დაახლოებით მე-9 საუკუნიდან ქრისტიანობა ძლიერ აირია თავის სწავლებებში და ბუ-ნებრივი მეცნიერებების გარეშე მასში გარკვევა შეუძლებელია. მათი აზრით, მხოლოდ უახლესი მეცნიერული შეხედულებების მქონე თეოლოგებს ძალუძთ იპოვონ ჭეშმარიტება და შეიმუშაონ ახალი „ზუსტი" ღვთისმეტყველება.
„ჩვენ ვითხოვთ საბოლოო, არგუმენტირებულ მტკიცებულებას, - ამ-ბობდნენ რეფორმატორები. ჩვან ვეძებთ არა რწმენას, არამედ მტკი-ცებულებას და რა თქმა უნდა, ის არ ცვივა ზეციდან გამოცხადებების სახით. ჩვენ უნდა გამოვიკვლიოთ ის ცოცხალ კავშირში მეცნიე-რებასთან, იმ ძალასთან, რომელიც ჩვენ მასში გვედავება"7.
მაგრამ რა არის ჭეშმარიტი მეცნიერება? რა ფუნქციას ასრულებს ის ყოფით ცხოვრებაში? შეუძლია კი მას რელიგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება? უნდა ითქვას, რომ ჩვენი ეკლესიისათვის ყოველ-თვის მიუღებელი იყო მეცნიერებისადმი ისეთი ფუნქციების მინიჭება, როგორც დასავლეთის სქოლასტიკაშია მიღებული. მართლმადიდებ-ელ ეკლესიას ღრმად სწამს, რომ გარეგნული მეთოდებით წმინდა წერილს ვერ ჩაწვდები, ვერ განსაზღვრავ, ვერ დაამტკიცებ.
მხოლოდ იმას ძალუძს მასში ჩაწვდომა, ვინც ცხოვრობს მასში, საი-ნტერესო მოსაზრებას ამ საკითხთან დაკავშირებით წმ. ილარიონის (ტროიცკი) ნაშრომებში ვპოულობთ: „ჩვენი ტრაგედია იმაში მდგო-მარეობს, რომ ამაყი ნახევრად მეცნიერება (ჭეშმარიტი მეცნიერება ყოველთვის თავმდაბალია) სხვის საქმეში ჩარევას ცდილობს. მას სურს ასწავლოს ადამიანებს ცხოვრება... როდესაც მეცნიერება მსგავსი სა-კითხების განხილვას იწყებს, მაშინ ის იოლად და სწრაფად, ანტიქ-რისტეს მსახურებას შეუდგება."
„მეცნიერებამ თითქოს ძველი მაცდურის მზაკვრულ რჩევას დაუჯე-რა: იყავით როგორც ღმერთები, ყველაფრის მცოდნენი. ყოვლისმცო-დნეობა - აი, რა სურს მეცნიერებას... სინამდვილეში კი მეცნიერებაში დაუსრულებელია კამათები წვრილმან საკითხებზეც კი მით უმეტეს, იგი უძლური და არამეცნიერულია ძირითადი, სასიცოცხლო საკით-ხების გადაწყვეტის დროს."8
არანაკლებ მნიშვნელოვან განმარტებას მეცნიერებისა არქ. რაფაელი (კარელინი) გვაძლევს. ის, გარკვეულწილად, ავსებს წმ. ილარიონის მოსაზრებას: „შეიძლება ითქვას, რომ არც ერთი სახელწოდება არ ყოფილა ამდენად სპეკულირებული, რამდენადაც სიტყვა „მეცნიე-რება", მთელი ანტირელიგიური პროპაგანდა მეცნიერების სახელით მიმდინარეობდა, რომელსაც, როგორც მართლმსაჯულების ღვთაებას, ამინისტიას დაუქვემდებარებელი განაჩენი გამოჰქონდა ქრისტიანობი-სათვის. მეცნიერების სახელით ეშმაკეულობდა იაროსლავსკი; მეც-ნიერების სახელით ბაუერი ქრისტეს არსებობას უარყოფდა; ეხლა მეცნიერების სახელით თანამედროვე თეოლოგებს სურთ მორწმუნის ცნობიერება განაშორონ თვით სარწმუნოებას. მათ სურთ გონება გახადონ ბატონ-პატრონად სარწმუნოებრივ საკითხებში. რაციონალი-ზმი რელიგიაში - ორგვარი სარწმუნოებაა: ღვთაებრივი გამოცხადების და საკუთარი აზრების რწმენა.
მეცნიერების საწყისი - ძიებაა, რომელშიც ეჭვის ელემენტები დევს... იმის გამო, რომ მოვლენა არ შეიძლება იყოს ამოწურული მათი თვი-სებებითა და გარეგნული გამოვლინებით, ამიტომ მეცნიერების ყო-ველი ახალი მცდელობა დაუსრულებელი რჩება. უკანასკნელი, ვინ-აიდან ახალი ფაქტების გამოჩენით იცვლება და ნადგურდება წინა ჰიპოთეზები. მეცნიერების ისტორია - ჰიპოთეზების სამარეა"9.
მნიშვნელოვანია წმ. ეგნატე (ბრიანჩანინოვის) შეხედულებაც ამ საკ-ითხთან დაკავშირებით. თავად იყო რა ღრმად განსწავლული სხვა-დასხვა მეცნიერებებში, თავის სტატიაში „ტირილი ჩემი" ეკითხება მეცნიერებას: „რას აძლევთ ადამიანს საკუთრებად? ადამიანი მარა-დიულია და მისი საკუთრებაც მარადიული უნდა იყოს. მიჩვენეთ ეს მარადიული საკუთრება, ეს ერთგული სიმდიდრე, რომელიც შემ-იძლია წავიღო სამარის მიღმა!... მეცნიერებო! თუ შეგწევთ უნარი მომეცით, რაიმე დადებითი, მომეცით ის, რაც წაურთმეველი და უკვდავია, რომელიც სამართლიანად შეიძლება იწოდებოდეს ადამია-ნის საკუთრებად!" - მეცნიერები დუმდნენ.10
ამგვარად, მეცნიერება თავისი ცვალებადი შეხედულებების გამო, არ შეიძლება იყოს საყრდენი საღვთისმეტყველო საკითხებში; მეტიც შეიძლება ითქვას, რომ ის ანადგურებს რელიგიურ შეხედულებებს ადამიანში, ამას ზემოთ აღნიშნული ციტატებიც ცხადყოფს.
ეკლესიის სწავლების თანახმად, პიროვნებას, რომელიც სარწმუნო-ებრივ საკითხებში თავის მოსაზრებებსა და შეხედულებებს ანიჭებს უპირატესობას მართლმადიდებლურ სწავლებასთან შედარებით - თავისი გონების სწამს და არა ღმერთის. არსობრივად მასში აღარც არის რწმენა.
ჩვენი მოსაზრებები დასავლური აღმსარებლობების უმძიმესი სულ-იერი, ზნეობრივი და თეოლოგიური კრიზისის შესახებ, ვფიქრობთ, საკმარისად არგუმენტირებულია. დასკვნის სახით რამოდენიმე წმი-ნდა მამისა და ღვთისმეტყველის მოსაზრებებს მოვიშველიებთ.
მკაცრი განაჩენი დასავლურ მსოფლმხედველობას თანამედროვე სე-რბმა წმინდანებმა გამოუტანეს. წმ. ნიკოლოზ (ველიმიროვიჩი) წერდა: „რა არის ევროპა? ის არის ავხორცული ვნება და გონება... პაპი და ლუთერი... ევროპელი პაპი - ეს გახლავთ ადამიანური ძალაუფლების სურვილი. ევროპელი ლუთერი - ეს არის ადამიანური კადნიერება - ყოველივე საკუთარი გონებით განმარტო. ერთი ნიშნავს სარწმუ-ნოების, მეორე კი ქრისტეს ეკლესიის უარყოფას. ამგვარად მოქმედებს ბოროტი სული ევროპის სხეულში უკვე რამოდენიმე საუკუნეა."11
იმავე კითხვას პასუხობს ნეტ. იუსტინე (პოპოვიჩი): „რას გვასწავლის ჩვენ ევროპა? იმას, რომ უნდა ვიცხოვროთ ქრისტეს, ღმერთის გარეშე. მაგრამ რას ემსგავსება ასეთი ცხოვრება? საგიჟეთს... რას დაემსგავსა ეს სამყარო? - ეშმაკის მოქმედების სივრცეს. ევროპამ გააღმერთა თავისი ყოველი სნეულება, ყოველი ცოდვა, ყოველი ნაკლი და დანაშაული. ევროპამ დაამტკიცა ეს თავისი გუშინდელი კაციჭამიური ომით; ამ-ტკიცებს ეხლაც, - არა ნაკლებ კაციჭამიური მშვიდობით"12.
მე-19 საუკუნის გამოჩენილი მოაზროვნე და ღვთისმეტყველი ალე-ქსანდრე ხომიაკოვი თავის ნაშრომში "Церковь одна" საფუძვლიანად განიხილა დასავლური აღმსარებლობების სულიერი მდგომარეობა და შემდეგ დასკვნამდე მივიდა: „ვეძიოთ ეკლესიის გამოვლინება პრო-ტესტანტიზმში, რაიმე მაცოცხლებელი მოქმედება მის სწავლებაში: ახალი სექტების გამრავლება, ძველი შეხედულებების, მრწამსის. უგუ-ლებელყოფა უარყოფილია ყოველგვარი მდგრადი სარწმუნოებრივი შეხედულება... ყველაფერში მერყეობა და ეჭვი შეინიშნება - ასეთია რელიგიური თვალსაზრისით პროტესტანტული სამყარო. სიცოცხლის ნაცვლად ჩვენ ვპოულობთ არარაობას, ან სიკვდილს.
ვეძიოთ ეკლესიის გამოვლინება რომანიზმში (კათოლიციზმი ავტ.): პოლიტიკური აგიტაცია, ხალხია მშფოთვარება, უთანხმოებები, კაბი-ნეტებთან პარტიების სიუხვე, ბევრი ხმაური და სიკაშკაშე და არც ერთი სიტყვა, რაც ერთი მოქმედება, რომელზეც შეგვიძლია აღმო-ვაჩინოთ სულიერი, ეკლესიური ცხოვრების ანაბეჭდი. აქაც არარა-ობაა!13
შემდეგ ა. ხომიაკოვი დასავლელი თეოლოგების სულიერი კრიზისი-დან გამოსვლის მცდელობასთან დაკავშირებით მართებულად შენი-შნავს:
„ამაოდ შიშობენ (საუბარია დასავლეთის თეოლოგებზე. ავტორი), რომ არ იქნან მოკლულნი ურწმუნოებით. იმისათვის, რომ მოკვდე - უნდა იყო ცოცხალი. ისინი კი, მიუხედავად შფოთისა და მოჩვე-ნებითი ბრძოლისა, თავად ატარებენ სიკვდილს თავის თავში. ურწ-მუნოებას ისღა დარჩენია, რომ გაიტანოს გვამები და მოჰგავოს სა-რბიელი."14
1 Вероотступничество Иеромонах. Саба (Яныч), стр. 150-151.
2 Не от мира сего. С. Роуз. Стр. 64-65.
3 Плоды Экуменического древа. Т. 32, Цер. мон. Августин, стр. 67.
4 Без церкви нет спасения. И. Троцкий, стр. 131.
5 იქვე, стр. 100.
6 Плоды Экуменического древа. Т. 32, Цер. мон. Августин, стр. 67.
7 იქვე, стр. 68.
8 Без церкви нет спасения. Св. И. Троцкий, стр. 131.
9 "Векторы духовности". Арх. Рафаил (Карелин), стр. 176-178.
10 Аскетические опытий.Св. Игнатий (Бренчанинов). «Плач мой».
11 Избранное. Св. Николай (Велимирович), стр. 559.
12 Собрание творений. Блаж. Иустин (Попович).
13 Церковь одна. А. Хомяков, стр. 282.
14 იქვე, стр. 287.
Xareba.net - ის რედაქცია
უკან დაბრუნება |