მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, საეკლესიო სამართალი > ღვთისმსახურებას აკრიტიკებენ

ღვთისმსახურებას აკრიტიკებენ


16-10-2012, 12:41

ღვთისმსახურებას აკრიტიკებენ მართლმადიდებლობის რეფორმატორები ღვთისმსახურების კრიტიკასაც შეუდგნენ. ისინი ტრადიციული მართლმადიდებლური ღვთისმსახურების ისტორიას განიხილავდნენ, როგორც უბრალოდ ისტორიული განვითარების შედეგს. საღვთისმსახურო ტიპიკონის ეკლესიის ამ უძვირფასეს საგანძურისადმი აშკარა გულგრილობა, ლიტურგიული ციკლის შეცვლის, შემცირების სურვილი შეინიშნება. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ამ მიმართულებით წიგნის ავტორმა „Введение в Литургическое богословие!" პროტოპრესვიტერმა ალექსანდრე შმემანმა. ის, პროტესტანტი ღვთისმეტყველების მსგავსად ამბობდა, რომ მოხდა გადახრა პირველ ქრისტიანული ლიტურგიკული სულისა და ფორმისაგან. ჭეშმარიტი „ე ს ქ ა ტ ო ლ ო გ ი უ რ ი" ღვთისმსახურება, მისი აზრით, შეიცვალა ინდივიდუალური მიდგომით რაშიც ბრალს დებს მონაზვნობას. ევქარისტიის საიდუმლოს, ეკლესიური დღესასწაულების აღნიშვნა, წმინდანთა კანონიზაციას, წმინდათა ნაწილების თაყვანისცემას და სხვა მსგავს ა. შმემანმა „მისტერიის კულტი" „წმინდანთა კულტი" უწოდა. მან ძლიერ გააკრიტიკა მღვდ. მონ.

სერაფიმე (როუზი) შმემანის შესახებ წერს: „ის მზადაა შეცვალოს საღვთისმეტყველო ტიპიკონი თანამედროვე ლიტურგიკული ციკლი ღვთისმსახურებისა და განაცხადა, რომ ეკლესია „ლიტურგიულ კრიზისში იმყოფება:.
ისტორიულ შემეცნების მიხედვით, მოკლედ რომ ვთქვა, მისი აზრით ღვთისმსახურება სულიერად შეუმდგარი ადამიანების დონეს უნდა შეესაბამებოდეს. მაგრამ მიტროპოლიის შემდგომი თაობაც ხომ მიიჩნევს მის ტიპიკონს ზედმეტად „მკაცრად და გამოუსადეგრად". ამგვარი მიდგომა უცხოა მართლმადიდებლობისათვის. ის წარმოგვიჩენს აშკარად კათოლიკური ეკლესიის რეფორმატორულ სულისკვეთებას. იქ საქმე იქამდე მივიდა, რომ თითქმის უარყოფილია მარხვები. პაპების მსგავსი პრინციპი ან „უფლებას აძლევს" მორწმუნეებს არ მიიღონ აღიარებული ნორმა (რაც უკვე შეინიშნება ზოგიერთ მართლმადიდებელ ეკლესიაში), ან შეცვალოს თავად ნორმა, რათა გაუიოლოს მორწმუნეს პრობლემები - და ის (მორწმუნე) კვლავ საკუთარი თავით კმაყოფილი რჩება: მან ხომ „ყველა წესი დაიცვა!"1
ყურადსაღებ განსაზღვრებას ამ საკითხთან მიმართებაში არქ. იოანე (მასლოვი) გვაძლევს. ის წერს: „საღვთისმსახურო წესი (ტიპიკონი) ეკლესიამ მიიღო და ეკლსიაში მოქმედებს ათასზე მეტი წელია. მან ეკლესიაში კანონის ძალა მიიღო.
ღვთისმსახურების წესი და შესრულების ნორმა, რომელიც მიგვითითებს ეკლესიის დადგენილება, არის წმინდა მამათა, მასწავლებელთა და მოღვაწეთა მრავალსაუკუნოვანი ცოცხალი რელიგიური გამოცდილებისა და შემოქმედების ნაყოფი. ეკლესიის საღვთისმსახურო ტიპიკონს უყურებს არა როგორც წმინდა წიგნს, რომელიც აუცილებებლია ყველა ქრისტიანისათვის...
გაგვაჩნია რა ასეთი საგანძური, - ჩვენი მართლმადიდებლური ღვთისმსახურება - ჩვენ არ უნდა უგულებელვყოთ იგი. ეკლესიის ტიპიკონი ღვთისმსახურების იდეალს გვთავაზობს, რომლისკენაც ჩვენ უნდა მოვილტვოდეთ. მოვალეობაა შეასრულოს. ღვთისმსახურების წესი ეკლესიური დადგენილების შესაბამისად. წეს-დადგენილებისადმი მოძღვრის გულგრილი დამოკიდებულება იწვევს მრევლის ღვთისმსახურებისადმი გულგრილობასაც" „ამასთანავე მამა იოანე ამ საკითხს რეალურად უყურებს. ტიპიკონი არ არის რაღაც ისეთი, რისი კეთილგონიერი შემცირება არ შეიძლება. ადამიანი კი არაა წესისთვის, არამედ წესი მისთვის - ამბობს ის ითვალისწინებს რა ერში ღვთისმსახურების სირთულეს - პირადი ლოვცითი განწყობილება და გონივრული შეფასება მდგომარეობისა უკარნახებს კეთილსინდისიერ მოძღვარს წეს-დადგენილების შესრულების ზომიერ შესაძლებლობას"2.
პრობლემები ღვთისმსახურების შემოკლებასთან დაკავშირებით, ჩვენს თანამედროვე ყოფაში, დროისა და გარემოების ზეგავლენით ხდება. ეს საკითხი სერიოზულ განსჯას მოითხოვს. დღეს როგორც ჩანს, ღვთისმსახურება კეთილგონიერი შემცირების გარეშე ვერ მოხერხდება საერო ეკლესიებში. წმინდა იოანე კრონშტადტელი მიიჩნევს რომ „ღვთისმსახურების შემცირება ზოგჯერ მართლაც გამართლებულია. მისი დღიურის ჩანაწერებში, რომელიც „ღვთისმსახურების შემოკლებით დამწუხრებულებისადმია" მიმართული, ნათქვამია, რომ უფრო მეტის მოთხოვნა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც შეგიძლია მისი სრულფასოვანი აღქმა, ხოლო თუ არ შეგიძლია - არ ღირს უფრო მ ე ტ ი ს მ ო თ ხ ო ვ ნ ა... ა დ ა მ ი ა ნ ე ბ ი ს უ ძ ლ უ რ ე ბ ა გ ვ ა ი ძ უ ლ ე ბ ს ღვთისმსახურების შემცირებას"3.
შემდეგ მოდერნისტები ღვთისმსახურების საიდუმლოებებს მიადგნენ, განსაკუთრებული იერიში ევქარისტიის საიდუმლოებისაკენ მიიტანეს, რომ ზიარების საიდუმლოში პური და ღვინო საიდუმლოდ მაცხოვრის სისხლად და ხორცად გარდაქმნილი, არ არის ჭეშმარიტი სისხლი და ხორცი უფლისა, არამედ მხოლოდ მათი სახეა. ასეთი შეხედულებების ადამიანთა შორის მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორი ძირითადი ღვთისმეტყველების კათედრის გამგე, ბ-ნი ოსიპოვი აღმოჩნდა. ის მიიჩნევს, რომ ლიტურგიული საიდუმლოს შემდეგ პური და ღვინო პურად და ღვინოდ რჩება, მაგრამ მათ ქრისტე თავის ღვთაებრივ ჰიპოსტასში ღებულობს და ამით განწმენდს.
შემდეგ ის ამბობს: „თუკი ბარძიმში ხორცი და სისხლია, მაშინ მაზიარებლები - კაციწამიები არიან". ის მოგვითხრობს ვიღაც ნერვიულ მანდილოსანზე, რომელიც ამ აზრის გამო საშინელებამ მოიცვა4. არქ. რაფაელი თავის პოლემიკურ წერილში გაოცებული კითხულობს: „ღვთისმეტყველების პროფესორმა რად არ აუხსნა მას, რომ ჩვენ არ ვეზიარებით, მომიტევეთ ასეთი შედარებისთვის ქრისტეს ხორცის ნაჭრებს, არამედ იმ იდუმალი სხეულის თითოეულ ნაწილაკში ქრისტეა - სხეულით, სულით და ღვთაებრიობით, რომელიც მაზიარებლის სულთან და სხეულთან უხილავად ერთდება.
საიდუმლო ამავდროულად უმაღლესი რიალიაა?., რომ მღვდელმსახურების შედარება არ შეიძლება ყასაბთან, რომელიც დაკლული არსების სხეულს ნაწილებად ჭრის, რომ სხეულის თითოეულ ნაწილში და სისხლის ყოველ წვეთში - ცოცხალი ქრისტეა"5.
მართლაც გასაოცარია! ან ღვთისმეტყველების პროფესორისთვის უცნობია წმინდა მამათა მოსაზრებები ამ საკითხთან მიმართებაში (რაც წარმოუდგენელია), ან ისინი (წმინდა მამები) უკვე აღარ წარმოადგენენ მისთვის უდაო ავტორიტეტს.
აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლეში ვკითხულობთ: „გვწამს, რომ ამ მღვდელმსახურებაში თანამყოფობს უფალი იესო ქრისტე. თანაც, თანამყოფობს არა სიმბოლურად, არა სახეობრივად, არა მარტოოდენ მადლის სისავსით, როგორც ეს დანარჩენ საიდუმლოებებშია, არა მხოლოდ მოფენით, როგორც ზოგიერთი მამა ამბობდა ამას ნათლისღების შესახებ, არა პურის განმსჭვალვით. ე. ი. არა ლუთერის მიმდევართა საკმაოდ უხეში და უღირსი განმარტებისამებრ, რომ ევქარისტიისათვის განკუთვნილ პურის თითქოს მხოლოდ სიტყვის (ქრისტეს) ღვთიურობა მოიცავს მტკიცედ, არამედ ჭეშმარიტად და რეალურად. ასე რომ, პურისა და ღვინის კურთხევით პური გარდაიქმნება, გარდაარსდება, შეიცვლება და გარდაისახება თავად ღვთის ჭეშმარიტ ხორცად... ღვინო კი გარდაიქმნება და გარდაარსდება ღვთის ჭეშმარიტ სისხლად სისხლად, რომელიც ჯვარზე ვნების დროს დაიღვარა ცხოვრებისათვის ქვეყნისა. კვალად გვწამს, რომ კურთხევის შემდეგ პური და ღვინო ჩვეულებრივ პურად დაღვინოდ კი არ რჩებიან, არამედ გარდაიქმნებიან ღვთის ხორცად და სისხლად, ოღონდ პურისა და ღვინის ფორმითა და სახით"6.
ამ საიდუმლოს ლოგიკური განმარტებისათვის წმინდა დიმიტრი როსტოველს დავესესხები.
„თუკი ვინმეს ეჭვი ეპარება და არ სწამს, რომ წმ. ზიარების შედეგად პური, რომელიც პრაპეზზე დევს გარდაიქმნება იესო ქრისტეს - ძე ღვთისას ხორცად, ხოლო ღვინო - მის სისხლად ლიტურგიის აღსრულებისას და ისინი მის ჭეშმარიტ ხორცსა და სისხლს წარმოადგენენ, მაშინ მართლმადიდებელმა ქრისტიანმა მას უნდა ჰკითხოს: შეუძლია ღმერთს, შექმნას რაიმე ადამიანებზე უმეტესი და მის გონებაზე აღმატებული? და როდესაც იგი მიუგებს - დიახ! მაშინ კვლავ ჰკითხოს: „მაშ რად ვერ შეძლებს იგი თავის ხორცი მოგვცეს საჭმელად, როდესაც ღვთის სიტყვით „დაემყარა ცა", განა იმავე სიტყვით ვერ გადააქცევს იგი პურსა და ღვინოს თავის სისხლად და ხორცად?"7
„თუ ის გაკვირვებს, რომ ერთი - მთელი ქრისტე უამრავ ნაწილებად, თანაბრად ეძლევა მართლებს, და ერთს - მეტი და მეორეს - ნაკლები არ ხვდება, მაშინ იმანაც უნდა განგაცვიფროს, თუ როგორ გამოდის ერთი ხმა ჩემი ბაგიდან და როგორ ისმის იგივე ხმა შენს ყურში"8.
„თუ ის გიკვირს, რომ ჩვენ ხშირად ვჭამთ ქრისტეს ხორცს, ის კი არ მცირდება, არამედ საუკუნოდ არსებობს, მაშინ ისიც უნდა განცვიფრებდეს, რომ ერთი სანთლიდან უამრავ სხვა სანთელს ანთებენ, მას კი სინათლე არ აკლდება"9.
„თუ იმან გაგაკვირვა, თუ როგორ თავსდება საიდუმლოს ერთ პატარა ნაწილში ქრისტე, განგაცვიფროს იმანაც, თუ როგორ ხდება, ერთ მცირე მარცვალში - შენი თვალის გუგაში მთელი ქალაქის სანახაობა მოქცეული"10.
აქ ჩვენ შემოვიფარგლებით წმ. დიმიტრის გამონათქვამებით, ვინაიდან ამ საკითხის სრული განხილვა ამ წერილის მიზანს არ წარმოადგენს.
 
 
 
 
მოამზადა: დეკანოზმა კონსტანტინე ჯინჭარაძემ

 
 
 
 
1 Не от мира сего. C. Роуз. Стр 468.
2Православное учение о спасении по трудам Глинских старсев. Стр. 231.
3Творение.Дневник, Св. Иоанн (Кронштадский), стр. 90.
4 რისთვის გვითმენს უფალი. გვ. 65.
5 იქვე, стр. 70.
6 აღმოსავლეთის პატრიარქთა ეპისტოლე თავი მე-17.
7 სულიერი მდელო. ზიარება, გვ. 882.
8 იქვე, გვ. 883.
9 იქვე, გვ. 883.
10 იქვე, გვ. 884..


უკან დაბრუნება