მთავარი > მართმადიდებელი ეკლესია, რელიგიური ცდომილებანი, მთავარი გვედის ფოტო > ეკლესიის განსაზღვრება მთავარეპისკოპოს ამბერკის (ტაუშევი) მიხედვით
ეკლესიის განსაზღვრება მთავარეპისკოპოს ამბერკის (ტაუშევი) მიხედვით6-09-2016, 00:06 |
მთავარეპისკოპოსმა ამბერკიმ (ტაუშევი) გასული საუკუნის ბოლოს შენიშნა, რომ მართლმადიდებლური ეკლესიოლოგია დიდ საფრთხეში იმყოფებოდა სხვა მართლმადიდებლურ სწავლებებთან შედარებით. რამდენადაც ქრისტიანული ცხოვრების წესი ნელ-ნელა კარგავს ძვე-ლებურ შემართებას, სიღრმისეულ სარწმუნოებრივ წვდომას, იმდენად ამასოფლის სულისკვეთების ზეგავლენით იკარგება მართებული წარმოდგენა იმაზე, თუ რას წარმოადგენს სინამდვილეში ეკლესია. მათი, ისევე როგორც თანამედროვე საზოგადოების ხედვა მხოლოდ გარეგნულისკენაა მიმართული, ამიტომ ეკლესია სულ უფრო ხშირად ამქვეყნიურ ორგანიზაციად მოიაზრება. მთავარეპისკოპოსი ამბერკი კარგად გრძნობდა ამ ტენდენციების გაძლიერების საფრთხეს და ამბობდა: „მართლმადიდებლობა არ გახლავთ მხოლოდ პატრიარ-ქების, ეპისკოპოსებისა და მღვდლების ხელმძღვანელობის ქვეშ მყოფი ამქვეყნიური ორგანიზაცია, რომლებიც გარკვეულ მსახურებას აღას-რულებენ ეკლესიაში. მართლმადიდებლობა - მისტიკური სხეულია ქრისტესი, რომლის თავი თავად ქრისტეა (იხ. ეფ. 1. 22-23; კოლ. 1. 18. 24). მას (ეკლესიას) არა მხოლოდ მღვდელმთავარნი, არამედ ქრისტეს მორწმუნე მრევლიც შეადგენს. ისინი კანონიერი გზით, წმინდა ნათლისღების შედეგად მკვიდრობენ ეკლესიაში, რომელიც ქრისტემ დააფუძნა, როგორც ამჟამად მცხოვრებ, ისე სარწმუნოებით აღსრუ-ლებული ქრისტიანებისთვის. მთავარეპისკოპოსი ამბერკი ხედავდა საფრთხეს, რომ მართლმადი-დებლურ ეკლესიოლოგიურ სულისკვეთებას პაპისტური ეკლესიო-ლოგიის ჩანაცვლების საფრთხე ემუქრებოდა და ეკლესიების წინამ-ძღოლები მორწმუნეთა ცნობიერებაში „მინი - პაპები" გახდებოდნენ და თავიანთი ავტორიტეტით ქრისტეს - ეკლესიის ჭეშმარიტ თავს ჩაანაცვლებდნენ. მეუფე ამბერკი ხვდებოდა, რომ თუ ეკლესია საერო ადმინისტრაციულ სტრუქტურად აღიქმებოდა, მაშინ ანტიქრისტია-ნული სული დაუბრკოლებლივ დაეუფლებოდა ადამიანთა სულებს ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე. შეექმნებათ რა ეკლესიაზე დამა-ხინჯებული წარმოდგენა, ისინი „ეკლესიის საკეთილდღეოდ" შეუდ-გებიან მისი სწავლებისა და მცნებების სახეცვლილებას. მიწიერიდან ზეციურისკენ მზერის მიპყრობის მიზნით მთავარეპისკოპოსი ამბერკი შემდეგ განსაზღვრებას გვთავაზობს: „მართლმადიდებელი ეკლესია არ არის სასულიერო პირთა „მონოპოლია", საკუთრება ამა თუ იმ იერარქისა ან მღვდლისა, როგორც მიიჩნევს მავანი. ეკლესია - ყველა მართლმორწმუნე ქრისტიანის უმჭიდროესი კავშირია. მათი, რომ-ლებიც ღვთისსათნო ცხოვრებასა და ქრისტეს მცნებების დაცვას ცდილობს ერთადერთი მიზნით - გახდნენ მარადიული ნეტარი ცხოვრების მკვიდრნი, რომელიც ქრისტე-ღმერთმა განუმზადა გულ-წრფელად მონანულ ადამიანებს: „და ყავთ უკუე აწ ნაყოფი ღირსი სინანულისა..." (ლუკ. 3, 8). ხოლო ისინი, რომლებიც პირველყოვლისა თავისი საეკლესიო ორგა-ნიზაციის მოწყობითაა დაკავებული, ამგვარი განსაზღვრება შესაძ-ლოა თავიანთი გეგმების ჩაშლის საფრთხედ მიიჩნიონ. მაგრამ მეუფე ამბერკი ეკლესიის მიწიერი მხარის მნიშვნელობაზეც საუბრობს: „ხანდახან გაიგონებთ, ეკლესიას მისტიკური ბუნება გააჩნია, მაგრამ თქვენ გაითვალისწინეთ მისი ამქვეყნიური მხარეც, რაგვარი პოე-ზიურიც არ უნდა იყოს ის". მეუფე ამბერკი შენიშნავს, რომ ეკლესიას, ვით ამქვეყნიურ დაწესებულებას უდიდესი მნიშვნელობა გააჩნია, მაგრამ თავის ქადაგებებში არ ტოვებდა ადგილს რაიმე სახით მისი გაამსოფლიურობისათვის: „ეკლესია, ცხადია, სრულებით ვერ განეშო-რება ამქვეყნიურ საზრუნავებს, ვინაიდან მისი წევრებია ადამიანები, რომლებიც განაგრძობენ ცხოვრებას დედამიწაზე. ამდენად „მიწიერი" გარეგნული მხარეც ეკლესიის, ვით ორგანიზაციისა გასათვა-ლისწინებელია. მაგრამ რაც ნაკლები „მიწიერი" იქნება მასში, მით უკეთესია მარადიული მიზნის მიღწევისათვის. საერთოდაც დაუ-შვებელია, რომ „მიწიერმა" დაჩრდილოს ან შეზღუდოს წმიდა სულიერი. სულის ცხონება და მარადიული ნეტარი ცხოვრების დამკვიდრება - ძირითადი ამოცანაა, რომლისთვისაც დაფუძნდა და არსებობს ეკლესია". მთ. ეპ. ამბერკი ნათლად იაზრებდა, რომ ეკლესიის წიაღში მიწიერის გაბატონებას მოჰყვებოდა გარჩევის უნარის დაკარგვა, თუ რა არის მიღებული და რა მართებული. როდესაც ადამიანი მხოლოდ გარეგნულით აფასებს, იმის „აღიარებას" იწყებს, რაც სხვა ადამიანების თვალთახედვითაა სათნო და მისაღები, და არა შინაგანი, სულიერი და მართებული ხედვით ღმერთთან ან და საკუთარ თავთან მიმართებით. იდეალიზება იმისა, რაც მავანთა მიერაა „მართებულად" მიჩნეული და მოერგო ამ სულისკვეთების ქვეშ, ნიშნავს დაეთანხმო იმ სიყალბეს, რომელიც ამასოფლის მიერაა შემოთავაზებული. მეუფე შენიშნავდა: „აუცილებელია გავიაზროთ და ყოველთვის გვახსოვდეს, რომ მართლ-მადიდებლობა ყოველთვის არ გახლავთ ის, რასაც „მართლმადი-დებლობა" ოფიციალურად ეწოდება. იმიტომ რომ ბოროტ და ყალბ დროში ვცხოვრობთ და ყველგან ვხედავთ ყალბ „მართლმადი-დებლობას", რომელმაც თავი იჩინა და დამკვიდრდა სამყაროში. ეს ერთობ სამწუხარო, მაგრამ უდაო ფაქტია. ცრუმართლმადიდებლობა ენერგიულად ცდილობს თავი მოაჩვენოს ჭეშმარიტებად, როგორც ამას თავის დროზე განახორციელებს ანტიქრისტე, როდესაც ქრისტეს ადგილის დაკავებას, მის ჩანაცვლებას შეეცდება".
Церковь перед лицом отступления Xareba.net – ის რედაქცია უკან დაბრუნება |