მთავარი > წმიდათა ცხოვრება, მთავარი გვედის ფოტო > შობა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა

შობა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა


21-09-2016, 00:01

 

   ნაზარეთი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ქალაქია. ნაზარეთში ცხო-ვრობდნენ მშობლები ქალწული მარიამისა - იოაკიმე და ანა. მართალი იოაკიმე დავითის სამეფო შტოს წარმომადგენელი, წმ. ანა კი სამღვდელო შტოს - აარონ მღვდელმთავრის შთამომავალი იყო. მეფეთა და მღვდელმთავართა კურთხევა იყო ამ ოჯახზე.

   დიდი ხნის განმავლობაში, სიბერემდე, იოაკიმესა და ანას არ ჰყავ-დათ შვილი. იმ დროს შვილის გაჩენას მსოფლიოს ყველა ერი მიიჩნევდა ღვთის კურთხევად. ბავშვის დაბადება იყო დიდი სიხარული არა მარტო მშობლებისათვის, არამედ ყველა ნათესავისა და მეგობრისათვის. ოჯახს რომელშიც არ იყო შვილები, ადარებდნენ ბნელსა და ცივ სახლს, სადაც ცეცხლის ნაცვლად მხოლოდ ფერფლია.

   იოაკიმე და ანა მუდამ ევედრებოდნენ ღმერთს, მისცემოდათ შვილი. მთელი მათი ცხოვრება იყო ხანგრძლივი ლოცვა. შეიძლება ითქვას, ქალწული მარიამი მშობელთა ლოცვის ნაყოფია.

   უშვილობის გამო მშობლებს უსამართლობის დათმენაც უხდებოდ-ათ. ერთხელ იერუსალიმში დიდი დღესასწაულის დროს მღვდელ-მთავარმა რუბინმა არ მიიღო იოაკიმეს მოტანილი შესაწირავი. მოხუცი ძალიან დაღონდა. თავისი თავი ყველაზე ცოდვილ ადა-მიანად მიიჩნია. მან გადაწყვიტა, არ დაბრუნებულიყო სახლში და უდაბურ ადგილზე დასახლდა. წმ. ანამ გაიგო რა მისი მეუღლის ამბავი, მარხვითა და ლოცვით ევედრებოდა ღმერთს შვილის შეძენას.

   მართალმა მშობლებმა დადეს აღთქმა - თუ გაუჩნდებოდათ შვილი, მას შესწირავდნენ ღმერთს. მათი ლოცვა შეისმინა უფალმა. მალე მათ შეეძინათ ქალიშვილი, რომელსაც ანგელოზის უწყებით დაარქვეს მარიამი.

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება