მთავარი > კითხვა-პასუხი, მთავარი გვედის ფოტო > კითხვებზე პასუხები - გაცემული წმიდა იოანე კრონშტანდტელის მიერ

კითხვებზე პასუხები - გაცემული წმიდა იოანე კრონშტანდტელის მიერ


15-09-2016, 00:06

კითხვებზე პასუხები - გაცემული წმიდა იოანე კრონშტანდტელის მიერ

 

    კითხვა: საჭიროა თუ არა სიმართლის თქმა თვალებში?

   პასუხი: გონიერება მოითხოვს, არა ყველასთან და არც ყოველთვის გამოვთქვათ სიმართლე პირდაპირ; არ უნდა ვთქვათ მართალი სიტყვა, თუ ეს ჩვენ არ გვეხება და თუკი არიან ადამიანები, რომელთაც ევალებათ სიმართლის თქმა. როდესაც ვგრძნობთ, რომ სარგებლის ნაცვლად ჩვენს სიტყვას აშკარა ხიფათი მოაქვს, მაშინ სჯობს ვევედროთ ღმერთს, რათა ჭეშმარიტ გზაზე ატაროს ცდომილი, ან მოუვლინოს ადამიანი, რომელსაც ძალუძს მხილება.

   

   კითხვა: რატომ არიან ეკლესიაში მცირე რაოდენობით მდიდარნი, ნასწავლნი და დიდგვაროვანნი?

   პასუხი: იმიტომ რომ მრავალი მათგანი თავისთვის ამბობს: „ჩვენ მდიდრები ვართ და არაფერს ვითხოვთ! ჩვენ ნასწავლები ვართ, ვისგან უნდა ვისწავლოთ? რა ვთხოვოთ ღმერთს, ჩვენ ხომ ყველაფერს ჩვენს თავს უნდა ვუმადლოდეთ, ჩვენს გონებას, ჩვენს შრომას, ჩვენს დიდებულებას, ჩვენს მდგომარეობას საზოგადოებაში? ცოდვილნი ვართ? - ამბობენ ისინი - მართალია, მაგრამ ვინაა უცოდველი? ასეა ადამიანი შექმნილი, რა მისი ბრალია?"

   

    კითხვა: იქნება კი მარადიული ცხოვრება?

  პასუხი: ძმანო, ეჭვგარეშეა, რომ სიკვდილის შემდეგ მარადიული ცხოვრება გველის. მაგრამ ასევე უეჭველია, რომ ის ცხოვრება ორგვარი იქნება: მართალთათვის ნეტარი, უნანელ ცოდვილთათვის კი - ტანჯული. ჩვენ არ ვიცით, შორს არის თუ ახლოს აღსასრულის დღე. მოდით მუდამ ვიყოთ მზად იმ ქვეყნად წარსადგენად.

   

   კითხვა: რატომ ცხოვრობს ზოგიერთი ისე, თითქოს არ მოკვდება?

   პასუხი: წმიდა გენადი, კონსტანტინოპოლის პატრიარქი, ამბობს: მა-რადიული ნეტარების მსურველი ძნელად ეკარება მიწიერ სიამეებს. ჩვენთვის კი მიწიერი სიამეები არ მთავრდება. მრავალი მართლაც ისე ცხოვრობს, თითქოს არ მოუწევს გავლილი ცხოვრებისათვის პასუხისგება. ეს იმიტომ ხომ არ ხდება, რომ მრავალს ჰგონია, სწორედ სიკვდილის წინ შევინანებ და მივიღებ პატიებასო? რა თქმა უნდა, ღმერთი მიიღებს მეათერთმეტისა ჟამისა მოსრულთ (მათ. 20, 9), მაგრამ არაერთგზის მინახავს მომაკვდავი, რომელსაც ძალიან უჭირს აღსარების თქმა სიკვდილის წინ, რადგანაც არ ემზადებოდა ამისათვის. არა, ძმანო! ქრისტიანული აღსასრული ჭეშმარიტი ქრისტიანების ჯილდოა. გვქონდეს სინანული მთელი ცხოვრების განმავლობაში და თქვენ მიიღებთ ცოდვათა პატიებასა და მშვიდობიან აღსასრულს!



Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება