მთავარი > სხვადასხვა, მთავარი გვედის ფოტო > ევროპის კონსტიტუციის შექმნის შემთხვევაში გამოწვეული აუცილებლობა

ევროპის კონსტიტუციის შექმნის შემთხვევაში გამოწვეული აუცილებლობა


8-09-2016, 00:05

ევროპის კონსტიტუციის შექმნის შემთხვევაში გამოწვეული აუცილებლობა

 

   დარწმუნებულნი ვართ, რომ ევროპის გაერთიანების იდეის ავტორები სპეციალურად ნელი ტემპით ახორციელებენ მას, თანდათან გვიჩვენებენ სახეს, რომელიც გაერთიანებულ ევროპას სურთ მისცენ. ჩანს, არ უნდათ ხალხს დასაწყისშივე ნათლად დაანახონ ჩანაფიქრი, რომელიც საბოლოოდ მოუმზადეს მათ. 

   ამ სტატიაში საშუალება არა გვაქვს დაწვრილებით აღვწეროთ რას შეიცავენ ეს მოლაპარაკებები და შეთანხმებები, მაგრამ გამოვთქვამთ ჩვენს პროტესტს და ჩვენს მოსაზრებას. მივმართავთ ამ წრეებს და ვეკითხებით:

   ა) „რადგან იცავთ მოსაზრებას, რომ გაერთიანებული ევროპა მხოლოდ ხალხთა კეთილდღეობისა და მშვიდობისთვის შექმენით, მაშინ რატომ არ შექმნით კანონიერ პლატფორმას - ერთიანი ევროპის კონსტიტუციას, რომელიც ადამიანთა ყველა უფლებასა და ნაციონალურ კონსტიტუციათა იმ ძირითად კანონებს განამტკიცებდნენ, რომლებიც ცალკეულ მოქალაქეთა თავისუფლების დაცვას შეეხება. რატომ არ შექმნით ერთიან პროგრამას განსაზღვრული სტანდარტებით, რომელიც ნათლად აღწერდა გაერთიანებული ევროპისაკენ ჩვენი სვლის პროექტს და იმასაც, თუ როგორი იქნება ამ გაერთიანების საბოლოო სახე. რატომ არ მისცემთ ამ პროექტს განსახილველად ნაციონალურ სახელმწიფოებს, რომლებიც მას თავის მხრივ საკუთარ ხალხს წარუდგენენ განსახილველად. განა საჭირო არაა მისი მიღება საჯაროდ, დებატების გზით, რისი უფლებაც ჩვენს ქვეყანაში კონსტიტუციის 44-ე სტატიიდან გამომდინარეობს. ეს სტატია სწორედ კენჭისყრაზე დაყენებული კანონპროექტის საჯაროობას ითვალისწინებს, სერიოზული საზოგადოებრივი განხილვით, მისაღებია თუ არა ცვლილებები, რომლებიც როგორც თქვენ ამბობთ, გაერთიანებას უნდა მოჰყვეს.

   ბ) მაგრამ თქვენ არათუ არაფერი გვითხარით, რას ითვალისწინებთ ჩვენთვის, არამედ სისტემატურად გვიმალავთ ამ შეთანხმების ფასს. ჩვენთვის არავის უცნობებია რა მსხვერპლი უნდა გავიღოთ იმისათვის, რომ თავისუფალი ადამიანებიდან მონებად ვიქცეთ. თქვენ კი ასე, უბრალოდ, არავის არ ჰკითხეთ, ნორმალურად ჩათვალეთ ზღვაში გადაგესროლეთ და მიგეტოვებინეთ. დაე, ვინც დასახრჩობია დაიხრჩოს, ხოლო ვისაც ცურვა შეუძლია - გამოცუროს, თუკი შეძლებს. იღბლიანები კი ზვიგენებსაც დააღწევენ თავს!

   შეგიძლიათ ბოლომდე გვითხრათ სიმართლე შეთანხმების მიღებისა და ხელის მოწერის ზოგადი სახით დახატული გაერთიანებული ევროპის შესახებ, სადაც არ არსებობს კონსტიტუცია და კანონი, რომელსაც თავიდანვე გაგვაცნობდნენ? როგორ მიიღეს გადაწყვეტილება შესულიყვნენ ევროპის გაერთიანებაში, სადაც ყველა განხილვა სრულ წყვდიადში მიმდინარეობს? როგორ დათანხმდნენ ხელი მოეწერათ გაერთიანებაზე, რომელიც გაურკვეველია და განუსაზღვრელი? სადაც ერთადერთი გზა არსებობს, არჩევანის გარეშე და რომელშიც „პარტიული" ხაზის შესაბამისად იღებენ შეთანხმებებსა და კანონებს, რომლებიც მათ ბნელ მიზანს ფარავენ და ევროპის სულ სხვაგვარ სახეს გვიხატავენ, იმისგან განსხვავებით, რაც დასაწყისში შევნიშნეთ. ნათქვამის დასამტკიცებლად მართლმსაჯულების მინისტრის, ბ-ონ ევანგელიო იანოპოლოს სიტყვებს მოვიყვან, რომელიც მან საბჭოს მე-7 სხდომაზე 31.07.92 წ-ს წარმოთქვა, სადაც „მაასტრიხტის ხელშეკრულების" რატიფიკაცია ხდებოდა და სხვა დანარჩენთან ერთად „მაასტრიხტისა", „შენგენისა" და სხვა ამ ტიპის ხელშეკრულებების შესახებ გამოთქვა აზრი, ხაზი გაუსვა მათ გაურკვეველ კურსსა და უცნობ შედეგს:

   „არავინ იცის საიდან მოდის ეს შეთანხმებები და მათი თანამდევი საერთაშორისო მოლაპარაკებები, არ იციან არც მათი კურსი და არც საბოლოო მიზანი" (სხდომის ოქმი). ყველაზე დიდი დანაშაული, რომელიც ამ მომენტისათვისაა ჩადენილი, საბერძნეთის კონსტიტუციის 1 სტატიის §2,3-ის შეცვლაა, რომელიც ამბობს: „ცივილიზაციის საფუძველს ხალხის ძალაუფლება წარმოადგენს, ყველა ხელისუფლება ხალხისგან გამოდის და მისთვის ნაციისათვის არსებობს". უფრო ნათელი რომ იყოს, რამდენიმე სიტყვით ავხსნით: აქამდე ჩვენი კონსტიტუცია ერთადერთ ბატონ-პატრონად და ხელისუფლად ხალხს აღიარებდა. ხალხი თავისი წიაღიდან 300 წარმომადგენელს ირჩევდა და პარლამენტში თავის მსახურთა რანგში აგზავნიდა საკუთარი ნების გამოსახატავად და იმ საქმეთა აღსასრულებლად, რომელთაც ხალხი აკისრებდა მათ. აქედან მოდის სიტყვა მინისტრი (ბერძნულად მორჩილი, ხელქვეითი). ჩვენს კონსტიტუციაში ნათლადაა ნათქვამი, რომ ხელისუფლება ხალხის წარმომადგენელია და მისთვის არსებობს. ამიტომაც, თუ ხელისუფლება არ გამოხატავს ხალხის ნებას, ხალხი რეაგირებს, ხოლო ხელისუფლება ყურადღებით ეპყრობა ამ რეაქციას. თუმცა, დღეს მმართველთაგან ზოგიერთი, ის, ვინც ჩვენ გვხელმძღვანელობს, არ ითვალისწინებს ხალხის ნებას, იმას აკეთებს, რაც მოესურვება და როლებისა და მცნებათა შეცვლით ხალხი ბატონიდან მტრულად განწყობილი და ხალხისათვის სრულიად უცხო ხელისუფლების მორჩილ მონად აქციეს. მათ ივალდებულეს კიდეც ყური კი არ უგდონ ბერძენი ხალხის მოთხოვნებს, არამედ აღასრულონ მხოლოდ ის, რასაც ბრძანებს ხელისუფლება ბრიუსელში, რომელიც განსაზღვრავს ხალხის ცხოვრებას, მის რიტმს, როგორც საერთო სახალხო, ისე პიროვნულ ასპექტში. ამიტომაც თქვენ წინააღმდეგობის, რეაგირებისა თუ რაღაცის მოთხოვნის შემთხვევაში მხოლოდ ჩვენს პოლიტიკოსთა თავის მართლებას მოისმენთ: „ისინი ჩვენს საერთო ხელმძღვანელობას წარმოადგენენ და ჩვენც ვალდებულნი ვართ მათ დავემორჩილოთ, ამიტომაც არ შეგვიძლია ვიმოქმედოთ სხვაგვარად". განა შეძლებთ, ძმანო, ამ ცვლილებათა ყველა დამღუპველი შედეგი წარმოიდგინოთ? თქვენ „გზებზე დაიხოცებით", ეს კი გერმანელებს სულაც არ ააღელვებს, მხოლოდ მათი განკარგულებისა და ხელმძღვანელობის აღსრულებას მოგთხოვენ დაჟინებით. ნათქვამის დასამტკიცებლად ჩვენი ახლანდელი მინისტრის ბ-ონ გერასიმ არსენის გამონათქვამის ციტირებას მოვახდენთ, რომელიც მან 27.07.1992 წ. პარლამენტის მეორე სხდომაზე წარმოთქვა. აქვე შევნიშნავთ, რომ მეტად მრავლისმთქმელი სიტყვებია: „მაასტრიხტის ხელშეკრულება მეტად მნიშვნელოვანი საკითხია, ის მიიღებს, ან უფრო ზუსტად ჩამოართმევს ძალაუფლებას კონსტიტუციით უფლებამოსილ ორგანოებს და ევროპის ცენტრალურ ორგანოებს მიანიჭებს მას. ამგვარი მნიშვნელოვანი საკითხი აუცილებლად უნდა განხილულიყო პარლამენტში, საკმაო დრო უნდა დათმობოდა მას და მის შესახებ დაწვრილებით უნდა ეცნობებინათ ბერძენი ხალხისათვის. ეს შეთანხმება უდიდეს ძალთა ისტორიული სიმბიოზია, რომელიც თანდათან, მომცრო ნაბიჯებით გაგვთელავს. მაასტრიხტის ხელშეკრულებაში ვერ ნახავთ ევროპელთა ოცნებებს, ვერც გოეთესეულ ლამაზსა და ღრმა აზრებს, ვერც ბეთჰოვენის ჰარმონიას, აქ მხოლოდ გერმანელი ბანკირის ძლიერ და მძიმე ხელს იგრძნობთ" (სხდომის ოქმი). მინისტრის სიტყვა მქუხარე აპლოდისმენტებით აღინიშნა. დასასრულს, პარლამენტის წევრმა ბ-მა დიმიტრიოს კოსტოპულოსმა დაამატა: „აქ საუბარი მაასტრიხტის ხელშეკრულებაში გოეთესა და ბეთჰოვენის სულის არარსებობას შეეხებოდა, სამაგიეროდ გერმანელი ბანკირის მძიმე ხელის არსებობა აღინიშნა, ჩვენ კი ვაზუსტებთ, რომ საკითხი გერმანიის ფულადი ერთეულის მძიმე ფეხს, უფრო სწორად ჩექმას ეხება. "

   ვეკითხებით ყველა ხელისუფალსა და მმართველს: ჩვენ რატომ არ გვაცნობეთ, არცერთ წინასაარჩევნო დისპუტში აბსოლუტურად არაფერი თქვით იმისათვის, რომ ხალხის მიერ უფლებამოსილნი ყოფილიყავით და ამ საკითხთან დაკავშირებით მისი სახელით გემოქმედათ. განა არ იცით, ბატონებო, რომ ხელისუფლების გადაბარების საკითხი პარლამენტის უფლებათა ჩარჩოებს სცილდება? განა შესაძლებელია, რომ მშვიდობისა და საბერძნეთში დემოკრატიის განმტკიცების მოწოდებასთან ერთად ჩვენი სახელმწიფოს მართვის ძირითადი უფლებები ბრიუსელში ან სხვა რომელიმე ადგილას გადავიტანოთ? კვლავ გეკითხებით: დემოკრატია გვაქვს თუ რკინის დიქტატურა? დღეს უცნაური მოვლენები ხდება. თითს ვიშვერთ მათკენ, ვინც 5 წლის წინ კონსტიტუცია დაარღვია, რეჟიმის შეცვლას ვზეიმობთ, დემოკრატიისა და კონსტიტუციის აღდგენას, ამავდროულად, გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც მეთოდურად ცდილობენ კონსტიტუციის დასუსტებასა და მასზე გადაბიჯებას, და კიდევ უარესი, - ხელისუფლების საბერძნეთიდან საზღვარგარეთ გადატანას. (იმას, რაც მაშინდელ რეჟიმსაც კი არ ჩაუდენია). ეს ყველაფერი კი ჩვენი „თევზისებური მდუმარების" თანხლებით მიმდინარეობს.

   თუკი დღეს ჩვენი პოლიტიკური თუ სულიერი ხელმძღვანელები, კლირიკოსები და ხალხი სწორად ვერ გამიგებს რას ვგულისხმობ, მაშინ მალე ვიგრძნობთ გერმანული ჩექმის სიმძიმეს, თუკი უკვე არ გვაგრძნობინეს, როგორც ჩვენი ხალხის პარლამენტის ერთ-ერთმა წევრმა წარმოთქვა: „ახლა უკვე მაასტრიხტის ხელშეკრულებას ვუერთდებით, თუ გსურთ იცოდეთ, მე ვუერთდები დამძიმებული გულით, არა იმიტომ, რომ თქვენზე დიდი პატრიოტი ვარ, არამედ იმიტომ, რომ ვიცი, ფეხშიშველი შევდივართ ეკლიანში, არც იმიტომ, რომ გერმანული ევროპა, ან ევროპული გერმანია გავხდებით, არამედ იმიტომ, რომ უკვე გავხდით". (ევანგელიოს იანოპოლისი; VIII სხდომა 31.07.1992). მათ უკვე იზრუნეს იმაზეც, რომ არ არსებობდეს წინააღმდეგობის ფრონტი ხალხის მხრიდან მათი მოქმედების საპასუხოდ. როცა ხალხი მიხვდება, რომ ვიღაცამ მას წაართვა გლობალური ადამიანთა უფლებები, თავისუფლება, აზრის გამოთქმის საშუალება, რომ უკვე იძულებულია, ამ ძალდატანებით საზოგადოებრივ განკარგულებებს დაემორჩილოს, იგი სახალხო აჯანყებასა და წინააღმდეგობას წამოიწყებს, ევროკავშირის წრეებმა გაითვალისწინეს ისიც, რომ როდესაც ყველა ამ ანტიდემოკრატიული ზომების განხორციელების გადამწყვეტი მომენტი დადგება, მაშინ მათი ამომრჩევლები შეიცნობენ ჭეშმარიტებას, და იძულებულნი იქნებიან ძალისმიერი წინააღმდეგობა გაუწიონ მათ. ამის ასაცილებლად გამოიგონეს ეს ყბადაღებული შენგენის ხელშეკრულება, რათა ხალხთა უსაფრთხოებისა და ევროპის დემოკრატიულ ღირებულებათა დაცვის სახელით დაადანაშაულონ საკუთარი დემოკრატიული უფლებებისათვის მებრძოლნი. ბუნებრივია, დოკუმენტებით (შესაბამისი სტატიები) წინასწარი განმტკიცების გარეშე, ამგვარი მოთხოვნები და ძიება დანაშაულად ჩაითვლება. ეს ადამიანები განისჯებიან და მათ მეთვალყურეობას დაუწესებენ. ამის შესახებ სპეციალურად ვსაუბრობ ახლა, რადგან მოგვიანებით ეს აიკრძალება, რათა მათი პროექტების განხორციელებას არ შეუშალოს ხელი, ახლა, როცა ამაზე ვსაუბრობთ, ევროპაში უკვე დაიწყეს სპეციალური ნაგებობების აღჭურვა ჯოჯოხეთური ელექტრონული ქსელით ადამიანთათვის თვალყურის სადევნებლად, რასაც ცხადია, იმით ხსნიან, რომ ეს დანაშაულთან საბრძოლველადაა საჭირო. ჰკითხეთ მათ, თუნდაც ცნობისმოყვარეობის გამო, რისთვის მარაგდებიან დაზვერვის თანამგზავრული სისტემებით (GPS – Global Positioning Systems).

   რადგან წინასწარ იციან, რომ როდესღაც მაინც მიხვდებით, რომ მოგატყუეს და წინააღმდეგობის გაწევას მოისურვებთ, ამიტომაც სუპერმზვერავის ანუ მსოფლიო ელექტრონული კონტროლის დაწესებით სურთ დაგვასწრონ. ზოგი იკითხავს, როგორ მოვიქცეთ? გამოვიდეთ თუ დავრჩეთ გაერთიანებულ ევროპაში, სადაც ყველაფერს ისე დავტოვებთ, როგორც არის? ერთი რამ მახსენდება: აქლემს ჰკითხეს: „საით გსურს წასვლა, წევით თუ ქვევით?" აქლემმა მიუგო: „რა, განა სწორი გზა არ არსებობს?" ჩვენც ჩვენის მხრივ ვიკითხავთ: „ნუთუ დაიკარგა შუალედური, სამეუფო ანუ დემოკრატიული გზა? რა არჩევანია: საერთოდ არ შევიდეთ ევროპის გაერთიანებაში ან ფეხშიშველი შევიდეთ ეკლიანში? განა ძნელია თან ფეხსაცმელი გავიყოლოთ? მაგრამ მათი მიზანია არ ჩამოგვეხსნან, რადგან ჩვენთან დაკავშირებით საკუთარი გეგმები აქვთ. რატომ სურთ მოძრაობა მხოლოდ ძირითად ტრასაზე დააწესონ? რატომ გვაყენებენ დილემის წინაშე: „მოვკვდეთ შინაგანად ან დავიღუპოთ ფიზიკურად?" რატომ არ უნდათ, რომ შინაგანიც შევინარჩუნოთ და ასე ვიცოცხლოთ? აი, რაში მდგომარეობს ჩვენი უთანხმოება მათთან.

 

მღვდელმონაზონი ქრისტოდულოს მთაწმინდელი 

 Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება