მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > "ერთიანი ბაგითა და გულით" მოწმობის უგულებელყოფა

"ერთიანი ბაგითა და გულით" მოწმობის უგულებელყოფა


5-09-2016, 00:01

"ერთიანი ბაგითა და გულით" მოწმობის უგულებელყოფა

 

   17. და ბოლოს: კრეტის კრების გადაწყვეტილების თანახმად, საერ-თომართლმადიდებლური კრება „მუდმივმოქმედი ორგანო უნდა გახდეს. იქ გარდა ამისა, მსოფლიო პატრიარქმა კრების გახსნისას განაცხადა:

   „ჩვენი შეფასება ნაკარნახევია აუცილებლობით - დარეგულირდეს მართლმადიდებელი ეკლესიის შიდა საკითხები. ისინი ძირითადად ეკლესიის კანონიკური წყობის გამო გაჩნდა. ყველა ავტოკეფალური ეკლესია მიიჩნევს, რომ საკუთარ საზღვრებში უფლებამოსილია დაარეგულიროს საკუთარი, შიდა საკითხები, მიიღოს გადაწყვე-ტილებები, რაც ხანდახან ართულებს ეკლესიის „ერთიანი ბაგითა და გულით" მოწმობას თანამედროვე სამყაროში. ეს ქმნის გაუგებრობას, რითაც ირღვევა ერთობა. თუმც ასეთი წყობა არის კანონიკური და ეკლესიოლოგიურად გამართლებული, ჩნდება საშიშროება ეკლესიის ერთგვარად „ეკლესიების ფედერაციად" გადაქცევისა, როდესაც ყოველი მათგანი წინ წამოწევს საკუთარ ინტერესებსა და მისწრა-ფებებს. ეს გარემოება არსით ყოველთვის არ გახლავთ წმინდა ეკლესიური, ამიტომ ჩნდება კრებსითობის გამოყენების აუცილებ-ლობა". როგორც ვხედავთ, საერთომართლმადიდებლური კრება, მსოფლიო პატრიარქის იდეოლოგიის თანახმად, მოიაზრება ერთგვარ იარაღად, რომელმაც უნდა დაანგრიოს „გამართლებული კანონიკური და ეკლესიოლოგიური" პრინციპები მართლმადიდებელი ეკლესიის წეს-განგებისა და ჩამოყალიბდეს ეკლესიის ახალი მმართველობითი სისტემა გაურკვეველი „კრებსითობის" საფუძველზე.

   კონსტანტინოპოლის საპატრიარქო დიდი ხანია გეგმავს კრებას, რო-მელიც „უმაღლეს საეკლესიო მმართველობით ორგანოდ" მოგვევლი-ნება, რომელიც დაამტკიცებს მსოფლიო პატრიარქის უალტერნატივო პირველობას და რომელიც განახორციელებს კონტროლს მთელ მართლმადიდებელ ეკლესიაზე. პერგამის მიტროპოლიტმა ი. ზიზიუ-ლასმა პირდაპირ განაცხადა: „სადაც კრებაა, იქ პირველობაა, ხოლო სადაც პირველობაა, იქ კრება".

   მსოფლიო პატრიარქის სურვილი - იყოს საერთომართლმადიდებ-ლური კრება „უმაღლესი და საბოლოო" ინსტანციის სახით, რომელიც მოწოდებული იქნება მართოს ეკლესია „მუდმივმოქმედ საფუძვ-ლებზე". ის უნდა გახდეს „ადგილობრივი ეკლესიების დამაკავ-შირებელი რგოლი". თითქოს ასეთი კრების გარეშე ვერ განხორ-ციელდება ჭეშმარიტი ერთობა.

   ეკლესიის სისავსე არასდროს დაუშვებს ეკლესიის მსგავს უზურპა-ციას მმართველობით საკითხებში. ადგილობრივ ეკლესიათა ერთი-ანობას ყოველთვის მსოფლიო კრებები უზრუნველყოფდა.

   აქედან დასკვნა: კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს კრეტის კრება საკუთარი პირველობისა და მთლიანად ეკლესიის მართვის ლე-გალიზებისთვის საჭიროებდა. ეს არის პირდაპირი გამოწვევა და-ნარჩენი მართლმადიდებელი ავტოკეფალური ეკლესიებისათვის.(გაგრძელება...)

  

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება