მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > მიუღებელი ბრალდებები კრეტის კრებაზე არდამსწრე ეკლესიების მიმართ
მიუღებელი ბრალდებები კრეტის კრებაზე არდამსწრე ეკლესიების მიმართ4-09-2016, 00:01 |
16. კიდევ ერთი, კრეტის კრებაზე მომხდარი სამწუხარო ფაქტი გახ-ლავთ ის, რომ კრების არდამსწრე ოთხივე ადგილობრივი ეკლესია საქვეყნოდ გაკიცხეს. მსოფლიო პატრიარქისა და სხვა მისდამი დაქვემდებარებული სასულიერო პირების მხრივ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების სინოდალური გადაწყვეტილებები შეფასებულ იქნა, ვით უსაფუძვლო. აღნიშნულ ეკლესიებს (ბულ-გარეთის, ანტიოქიის, საქართველოსა და რუსეთის) ბრალი დასდეს, არც მეტი, არც ნაკლები, ვით განხეთქილებისა და გაყოფის მომქმედთ. აქ კვლავ უნდა აღინიშნოს, რომ არდამსწრე ადგილობრივმა ეკ-ლესიებმა, დოკუმენტების მკაცრი ანალიზის შემდეგ, სინოდალურ დონეზე, შენიშნეს მრავალი სერიოზული პრობლემა. ამის შემდეგ, სავსებით ბუნებრივია, რომ მათ მოითხოვეს კრების გადადება, რათა უფრო სიღრმისეულად შეეფასებინათ დოკუმენტები. ამ პრინციპით უნდა შემუშავებულიყო ახალი დოკუმენტები, რომლებიც ერთხმად იქნებოდა მიღებული ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ. ვინაიდან ეს წინადადება არ იქნა გათვალისწი-ნებული, ამ ეკლესიებმა, როგორც მოსალოდნელი იყო, კრების დას-წრებაზე უარი განაცხადეს. (გაგრძელება...)
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |