მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > ეკუმენიზმის ლეგალიზება
ეკუმენიზმის ლეგალიზება30-08-2016, 00:07 |
13. კრეტის კრებამ ერთ-ერთ ამოცანად ეკუმენიზმის ლეგალიზება დაისახა. მოგეხსენებათ, ეკუმენისტური ღვთისმეტყველება სათნო სიტყვა - „დიალოგით" იწყება. სამწუხაროდ, კრეტის კრება ვერაფერს საპრობლემოს ვერ ხედავს ისეთ ფორმულირებებში, როგორიცაა „მოწმობა დიალოგის მეშვეობით", „მართლმადიდებელი ეკლესია ოდთგანვე უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებდა დიალოგს, განსა-კუთრებით არამართლმადიდებელ ქრისტიანებთან (20 პუნქტი). სიტყვით - „ოდითგანვე" სურთ ვითარება ისეთნაირად წარმოაჩინონ, თითქოს სადღაც, ძველ დროში ატროფირებულ მოვლენასთან გვქონდეს საქმე. ამგვარი პათოსი, ცხადია, აძლიერებს ინტერესს ტექსტის მიმართ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ არ ვართ დიალოგის მოწინააღმდეგენი, მაგრამ მეოცე საუკუნეში გამართულმა დიალოგებმა დაგვანახა, რომ ღრმა კრიზისსა და ჩიხშია მომწყვდეული ეს დიალოგი - არ მიმდინარეობს იგი ღვთის შიშითა და ღმერთში ყოფნით. ეს იმას ნიშნავს, რომ თანამედროვე „დიალოგში" ჭეშმარიტების ძიება მოიაზრება, რომ აბსოლუტური და ერთიანი ჭეშმარიტება არ არსებობს და ყველა რელიგიაშია ნაწილობრივი ჭეშმარიტება. შესაბამისად, ეს დანაწევრებული „სხეული" უნდა გავაერთიანოთ. ამდენად, ისინი არ ფიქრობენ ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამო-ციქულო ეკლესიაში დაბრუნებას. შედეგად „დიალოგი" არამიზნო-ბრივი გახდა. ამგვარ „დიალოგს", ცხადია, ვერ მოიწონებს ვერც ერთი ჭეშმარიტი მართლმადიდებელი ქრისტიანი. კრეტის კრება სერიოზულ ხოტბას ასხამს „ეკლესიათა მსოფლიო სა-ბჭოს" (ე.მ.ს.-ს) მუშაობას. მაგრამ ე.მ.ს.-ს კონსტიტუცია დოგმატური მინიმუმის პრინციპზეა აგებული, რაც ამ ბაზისზე მათი გაერთიანების საშუალებას იძლევა. ეს კი მოციქულთა, წმიდა მამათა, წმიდა კრებათა უგულებელყოფის, ღალატის ტოლფასია. მართლმორწმუნე ქრისტიანი არ შეიძლება იყოს მინიმალისტი დოგ-მატურ სწავლებაში. დოგმატი - ღვთივგანცხადებული ჭეშმარიტებაა, მისი, თუგინდ ერთი ნაწილის, უღიარებლობა ადამიანს ეკლესიის საზღვრებს მიღმა აწესებს. (გაგრძელება...)
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |