მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > ლიბერალების პროგრესი, ანუ ტრადიციის უგულებელყოფა
ლიბერალების პროგრესი, ანუ ტრადიციის უგულებელყოფა28-08-2016, 00:07 |
12. კრეტის კრების „საზოგადოებრივ" დოკუმენტში, მრგვლივმოც-ულ ეპისტოლეში არაერთ ორაზროვან აზრსა და შეხედულებას ვაწყდებით. მეათე პუნქტში, მაგალითად, ნათქვამია: „ეკლესიის გაიგივება კონსერვატიზმთან შეუთავსებელია პროგრესისა და ცივი-ლიზაციისთვის". ა) კონსერვატიზმი არაერთგვაროვანი ცნებაა. არც ერთი შეგნებული, მართლმორწმუნე ქრისტიანი, გნებავთ ტრადიციონალისტი, ტოლო-ბის ნიშანს არ სვამს კონსერვატიზმსა და ეკლესიის ერთგულებას შორის. კონსერვატიზმი, საუკეთესო შემთხვევაში, შეიძლება იყოს ერთ-ერთი საშუალება ეკლესიის წმინდა გარდამოცემის შენარჩუ-ნებისთვის. დიახ, კონსერვატიზმი ყოველთვის არ შეესაბამება მართლმადიდებლურ მსოფლმხედველობას. მაგრამ აქ ჩვენ არა „ძველი ტრადიციების", არამედ მარადიული ფასეულობების, დოგ-მატური განსაზღვრებების მტკიცე დაცვისთვის გვაკრიტიკებენ. ბ) პროგრესის იდეა მოდერნიზმის მამოძრავებელ ძალადაა მიჩნე-ული მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა მიერ. ის შეუთავსებელია მართლმადიდებლურ ესქატოლოგიასთან. ლიბერალების პროგრესი ნებისმიერი ტრადიციის უგულებელყოფას ნიშნავს. სულიერი თვა-ლსაზრისით ის გაიგივებულია მოდერნიზმთან, ლიბერალიზმთან, სეკულარიზმთან, განდგომილობასთან და ბოლოს - ანტიქრისტეს მოსვლასთან. (გაგრძელება...)
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |