მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი"
"მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი"26-08-2016, 00:07 |
11. ამრიგად, მივადექით კრეტის კრების ყველაზე მტკივნეულ თემას. კერძოდ: დოკუმენტში „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკი-დებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი" კრების მიერ ერთხმად (გარდა რამდენიმე მღვდელმთავრისა) იქნა მიღებული შემდეგი ფორმულირება: „მართლმადიდებელი ეკლესია აღიარებს ისტორიულ სახელწოდებას სხვა, მასთან ურთიერთობაში არმყოფი არამართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიებისა და კონფესიე-ბისა". ტექსტის ავტორთა აზრით, მხოლოდ ამ ტერმინით - „ისტო-რიული სახელწოდება" - შემოიფარგლნენ. იბადება სამართლიანი კითხვა: „რანაირად შეიძლება სახელწოდებას ანიჭებდე რაიმეს და, ამავე დროს, უარყოფდე იმის არსებობას, რასაც გსურს მიანიჭო ეს სახელწოდება?" - ასე განაცხადეს პირიის მიტროპოლიის საღვთის-მეტყველო კათედრის სასულიერო პირებმა და ერისკაცებმა. წინააღმდეგობრივი და დოგმატური თვალსაზრისით მიუღებელი ტერმინია „არამართლმადიდებელი ქრისტიანული ეკლესიები და კონფესიები". როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არამართლმადიდებლებს სწორედ იმის გამო ვერა და ვერ ვუწოდებთ „ეკლესიებს", რომ ისინი ერეტიკულ სწავლებასა და დოგმებს აღიარებენ. რაკი არიან ერე-ტიკოსები - შეუძლებელია იყვნენ „ეკლესიები". „რას ნიშნავს „ისტორიული სახელწოდება"? - კითხულობს გარტანის მიტროპოლიტი იერემია, - სად გაგონილა, რომ წმინდა მამები ერესებსა და გახეთქილებებს „ეკლესიებს" უწოდებდნენ?" აღნიშნული დოკუმენტი, მკაფიოდ არ განსაზღვრავს ვინ არის და ვინ არ არის ეკლესიის წევრი, რას წარმოადგენენ ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისაგან განდგომილი საზო-გადოებები; არ ავლებს ზღვარს მართლმადიდებელ ეკლესიასა და ერესს შორის. კრების დამსწრე მღვდელმთავართა აზრით, რომლებმაც არ მოაწერეს ხელი აღნიშნულ დოკუმენტს, განაცხადეს, რომ „მისი ხელმოწერა პროვოცირებას მოახდენს და სხვადასხვა პრობლემას გააჩენს მომავალში". ნავჰაქტელი მიტროპოლიტი იეროთეოსისაგან (ვლახოსი) ასევე შევიტყვეთ, რომ დოკუმენტის „მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსა-დმი" განხილვის დროს წამოიჭრა შემდეგი საკითხი: რამდენად დასაშვებია სხვაგვარადმადიდებელი ქრისტიანები მივიჩნიოთ სქიზ-მებად ან ეკლესიასთან ურთიერთობაში არმყოფებად? იმისათვის რომ ამ საკითხს მოეფინოს ნათელი, კარგად უნდა გავი-აზროთ, რას წარმოადგენს „დანარჩენი ქრისტიანული სამყარო", რომელზეც საუბარია დოკუმენტის სათაურში. ჯერ ერთი, არსებობენ აღმოსავლეთის ქრისტიანები: ნესტორიანელ-ები, მონოფიზიტები, მონოთელიტები..., რომლებიც: ნესტორიანელები მესამე მსოფლიო კრებამ (431 წ.), მონოფიზიტები - ანტიქალკი-დონიტები, ქალკიდონელდელები მეოთხე (451 წ.) და მეხუთე (553 წ.) მსოფლიო კრებებმა, ხოლო მონოთელიტები მეექვსე (680 წ.) მსოფლიო კრებამ შეაჩვენა. შესაბამისად, აღნიშნული ქრისტიანული დაჯგუ-ფებები გამოეყვნენ ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას. მოგვიანებით მართლმადიდებელ ეკლესიას ფილიოქვეს ერესის - სულიწმიდის და ძისაგან გამომავლობისა და actus purus - ის სწავლების შემოღების გამო, თითქოს ღმერთში არსებობს ქმნილი ენერგიები, რომლის მეშვეობითაც უფალი ამყარებს კავშირს სამყაროსთან, ძველ რომად წოდებული ქრისტიანები განუდგა. ისინი 1351 წლისა და მომდევნო საუკუნეების ავტორიტეტულმა კრებებმა ბრალეულყო. ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიისაგან განდგო-მილ დასავლელ ქრისტიანებს მეთექვსმეტე საუკუნეში დიდი ნაწილი გამოეყო, რომლებსაც რეფორმატორები, პროტესტანტები ეწოდებათ. ამ კატეგორიას მიეკუთვნება ლუთერანები, კალვინისტები, ანგლი-კანები და ა.შ. ეს ქრისტიანებიც მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრავალი ერესის შემოღების გამო შეაჩვენა. ამრიგად, ისმის სამართლიანი შეკითხვა: რანაირად შეიძლება მათ სქიზმა - განხეთქილება ან ურთიერთობაში არმყოფი „ეკლესიები" ეწოდოს? ტერმინს „ურთიერთობაში არმყოფი" სპეციალური დატ-ვირთვა გააჩნია. მასში მართლმადიდებელი ეკლესია იმ ჯგუფებს მოიაზრებს, რომლებსაც დროებით არ გააჩნია კავშირი სხვა ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ამის მაგალითია ანტიოქიასა და იერუსალიმის საპატრიარქოებს შორის არსებული უთანხმოება კატარის საკითხის გამო. ამრიგად, იმ ქრისტიანებთან მიმართებაში, რომლებმაც თავიანთ სა-რწმუნოებაში დაამკვიდრა ერესი, ვერ გამოვიყენებთ ვერც ტერმინ სქიზმას, ვერც ურთიერთობაში არმყოფს. მათზე შეგვიძლია მხოლოდ ვთქვათ შემდეგი: ეს ქრისტიანები განუდგნენ, ან განეშორნენ ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას, რომელიც „დანარჩენი ქრისტიანული სამყაროს" მისგან განდგომის მიუხედავად, ინარჩუნებს სისავსესაც და ერთიანობასაც. (შეად. Немного времени спустя после „Святого и Великого Собора"). (გაგრძელება...)
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |