მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია და დანარჩენი ქრისტიანული საზოგადოებები

ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია და დანარჩენი ქრისტიანული საზოგადოებები


24-08-2016, 00:07

 

  10. ვფიქრობთ, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ კრეტის კრება ძირითადად ეკლესიოლოგიურ საკითხებს დასტრიალებდა. ანუ ძირითადი თემა - ეკლესია და თანამედროვე სამყაროში მისი არსებობის, ურთიერთობის საკითხები დაისახა განსახილველ მიზნად. კრების დოკუმენტებში მრავალგზისაა საუბარი „ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის" არსებობის შესახებ, რომ ის არის „ჭეშმარიტი მემკვიდრე, გამგრძელებელი" და ა.შ. მაგრამ ცხადად არსად თქმულა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არის ერთადერთი ქრისტეს ჭეშმარიტი ეკლესია, რომ დანარჩენი ქრისტიანული საზოგადოებები, რომლებიც თავს ეკლესიებად მიიჩნევენ, არსებითად არ გახლავთ ეკლესია.

   ამდენად, ვიდრე კრეტის კრების დოკუმენტების განხილვას შევუდ-გებოდეთ, უპრიანია ეკლესიის ტერმინის ჭეშმარიტ მნიშვნელობაზე გავამახვილოთ ყურადღება.

   ტერმინ „ეკლესიას" წმინდა მამათა საგანძურში ერთობ საპასუხის-მგებლო მნიშვნელობა ენიჭება. თუ ნაშრომს საღვთისმეტყველო, დოგმატური შინაარსი ჰქონდა, მეტადრე, თუკი საკითხი კრების დონეზე განიხილებოდა, წმინდა მამები აკრიბიას მიმართავდნენ.

   მიტროპოლიტი იეროთეოს ვლახოსის კომპეტენტური განმარტების მიხედვით „ეკლესია აკრიბიის თანახმად ქრისტეს სხეულია. ქრისტე - თავია ეკლესიისა. ნათელღებულნი და მართლმორწმუნენი ეკლესიის ამავე დროს ქრისტეს სხეულის წევრებია. წმ. გრიგოლ პალამამ ეკლესიას „განღმრთობილთა ერთობა" უწოდა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველი, ვინც ქრისტეს სხეულის თანაზიარია და ეკლესიის წევრია, ის სხვადასხვა დოზით განღმრთობის თანაზიარია.

   ამ რეტროსპექტივით კართაგენის კრება, რომელსაც მღვდ. მონ. კვი-პრიანე თავმჯდომარეობდა, წერს: „რაც შეეხება ერეტიკოსებს: იქ არ არის ეკლესია". იმავე სულისკვეთებითაა შედგენილი მეორე მსოფლიო კრების მეშვიდე კანონი, მეხუთე - მეექვსე მსოფლიო კრების ოთხმოცდამეხუთე კანონი, სადაც საუბარია არიანელებზე, მაკედონი-ანელებზე, ნავაციანელებზე, ნესტორიანელებზე, ევტიქიანელებსა და სევერიანელებზე, რომლებსაც კანონი არ უწოდებს ეკლესიას. წმ. გრიგოლ პალამა ამბობს: „ვისაც გააჩნია ჭეშმარიტება, ისინი ქრისტეს ეკლესიას ეკუთვნიან, ხოლო ზოგიერთი არ ფლობს ჭეშმარიტებას, შესაბამისად, არ ეკუთვნის ქრისტეს ეკლესიას".

   „ყველაზე სამწუხარო და სავალალო, - გარტინელი (ელადის ეკლ-ესია) მიტროპოლიტის იერემიას აზრით, გახლავთ ის, რომ არა-მართლმადიდებელთა „ეკლესიებად" სახელდება კრების დონეზე განხორციელდა"... „მათ განაცხადეს, დაწერეს და ხელი მოაწერეს ტერმინს „არამართლმადიდებელი ეკლესიები", შედეგად ერეტიკო-სებიც „ეკლესიებად" აღიარეს. (გაგრძელება...)

  

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება