მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > კრეტის კრების არასავალდებულო ხასიათი სხვა ადგილობრივი ეკლესიებისათვის

კრეტის კრების არასავალდებულო ხასიათი სხვა ადგილობრივი ეკლესიებისათვის


22-08-2016, 00:07

 

 

 

   9. კრეტის კრების მსვლელობისას კონსტანტინოპოლის საპატრია-რქოს წარმომადგენლებისაგან არაერთგზის მოვისმინეთ, რომ კრებაზე მიღებული გადაწყვეტილებები სავალდებულო იქნება მათთვისაც კი, ვინც კრებას არ ესწრებოდა. ეს წინა პუნქტის პათოსის გაგრძელებაა უთუოდ.

   საქმე ისაა, რომ მართლმადიდებელი ეკლესია არც ერთ კრებას წი-ნასწარ არ ანიჭებდა მსოფლიო მნიშვნელობას. მით უფრო ვერ გახდებოდა ის სავალდებულო არდამსწრე ადგილობრივი ეკლესიე-ბისთვის მანამ, სანამ ეკლესიის სისავსე არ მიანიჭებდა კრებას მსოფლიო მნიშვნელობას. ახალმოწამე მ. ნოვოსელოვი წერს: „მსოფ-ლიო კრებას წინასწარ არასოდეს უთქვამს, რომ ესა თუ ის სწავლება ჭეშმარიტია, რაკი მსოფლიო კრებამ ასე დაადგინა. ხდებოდა პირიქით - როდესაც კრება ჭეშმარიტ სწავლებას აღიარებდა, ეკლესია მას მსოფლიო ტიტულს ანიჭებდა" (Письма к Друзьям). ეკლესიაში არც ერთი ეპისკოპოსი, მსოფლიო პატრიარქი, გნებავთ კრება, მსოფლიო კრებების უცდომელობაზე მაღლა არ და ვერ დააყენებს თავის თავს.

   აღმოსავლეთის პატრიარქთა ცნობილ ეპისტოლეში (1848 წ.) გამო-თქმულია აზრი, რომ ეკლესია არ იცავს სარწმუნოებრივ საკითხებში სავალდებულო იერარქიულ ავტორიტეტს. აი, რა განაცხადეს აღმო-სავლეთის უმაღლესმა იერარქებმა მთელი მსოფლიოს გასაგონად: „ჩვენთან არც პატრიარქებს და არც კრებებს არასოდეს შეეძლოთ რაიმე სიახლის შემოტანა, რადგან ჩვენთან სარწმუნოების მცველი თავად ქრისტეს სხეულია, ეკლესიის სისავსეა".

   ამრიგად, იერარქთა, გნებავთ ათი ადგილობრივი ეკლესიის წინამ-ძღოლთა (თანმხლები ეპისკოპოსებითურთ) შეკრება, მით უფრო მაშინ, როდესაც კრების განსაზღვრებებში მრავალი ორაზროვნება და ბუნდოვანებაა, ვერაფრით გახდება სავალდებულო არდამსწრე ეკლესიებისათვის. (გაგრძელება...)

  

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება