მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > "თანაბარმოციქულებრივი პრინციპი" - ს დარღვევა კრეტის კრებაზე
"თანაბარმოციქულებრივი პრინციპი" - ს დარღვევა კრეტის კრებაზე20-08-2016, 00:07 |
8. ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალურ განსა-ზღვრებაში ვკითხულობთ: „სხდომის დარბაზში ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლთა განლაგება წარმოდ-გენილი სახით (იგულისხმება მსოფლიო პატრიარქის მიერ ცენტ-რალური ადგილის დაკავება, ვით უპირატესი წინამძღოლისა), არღვევს ავტონომიური მართლმადიდებელი ეკლესიების თანაბარმო-ციქულებრივ პრინციპს". მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლების თანახმად, ცალკეული ადგილობრივი ეკლესია ჭეშმარიტ სწავლებას ეკლესიის სისავსის, დოგმატური თვითშგნების საფუძველზე გამოხატავს. კრეტის კრების „რეგლამენტში" ვკითხულობთ: „ამ დოკუმენტებს აქვთ პანორთო-დოქსული ავტორიტეტი" (მუხლი 13). მაგრამ, „საერთომართლ-მადიდებლური კრებისთვის მსოფლიო ავტორიტეტის დამდგენად, უცდომელ მსაჯულად მის წევრთა მიერ სისავსით გამოხატული დოგმატური თვითშეგნება გვევლინება და არა მსოფლიო პატრიარქი. ე.ი. მმართველობითი კუთხით ეკლესიის ერთიანობა მორწმუნეთა ქრისტეს მისტიკურ სხეულში, სულიწმინდის შთაგონებით ხორ-ციელდება" (პროფ. დ. ცელინგიდისი). ეკლესიის ერთიანობა მარტოოდენ კრების მექანიკური მუშაობითა და განცხადებით, რომ „პანორთოდოქსულ ავტორიტეტს" მყისიერად იძენს, არ მიიღწევა. მსგავსი რამ არ შეესაბამება მართლმადიდებლური კრებსითობის სულისკვეთებას. ეს მხოლოდ მაშინ ხორციელდება, როდესაც კრების ყველა წევრი ქრისტეს ჭეშმარიტი სწავლების აღმსარებელია. მხოლოდ მაშინ იმყოფებიან ისინი სულიწმინდაში და ფლობენ „ქრისტეს გონს" (პროფ. დ. ცელინგიდისი). ამრიგად, რომელიმე საეკლესიო კრების ავტორიტეტი არ დგინდება რომელიმე ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლის, გნებავთ მსოფ-ლიო პატრიარქის (პირველის პატივით და არა უფლებამოსილებით) სურვილით, ვინაიდან „პირველის პატივი", მსოფლიო კრებათა განსაზღვრებების თანახმად (მოციქულთა 34 კანონი; II მსოფლიო კრების 2, 3 კანონი; IV მსოფლიო კრების 28 კანონი), ადგილობრივ - ეპარქიული მმართველობის დონემდე მკაცრად იზღუდება. კრეტის კრებას ლაიტმოტივად გასდევს მსოფლიო პატრიარქის სურ-ვილი, იყოს „პირველი უფლებამოსილებით თანაბრებს შორის, „აღმოსავლეთის პაპი", რომელიც მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიას თავის პირად სამწყსოდ მოიაზრებს, როგორც ეს პაპიზმშია. მართლმადიდებელი კრებსითი ცნობიერება არასდროს მიიღებს ამ სიახლეს. (გაგრძელება...)
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |