მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა კრეტის კრებაზე
ხმის მიცემის უფლების შეზღუდვა კრეტის კრებაზე15-08-2016, 00:07 |
5. კრეტის კრებაზე ათი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლე-სიის მხოლოდ ოცდაოთხი მღვდელმთავრის დასწრება მართლ-მადიდებელი ეკლესიის კრებსითი ცნობიერებისათვის გაუგონარი სიახლეა. უნდა აღინიშნოს, რომ სულიერად მათ კრებაზე არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნდათ. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავარმა ირინეოსმა (ბაჩის მიტროპოლია), რომელიც კრებას ესწრებოდა, განაცხადა: „კრების წევრ ეპისკოპოსებს ჰქონდათ აზრის გამოთქმის შესაძლებლობა, მაგრამ არა ხმის უფლება. წმინდა მამების აღიარებული პრინციპის თანახმად „ერთი მამა - ერთი ხმაა". კრებაზე კი სულ სხვა პრინციპი მოქმედებდა: „ერთი ავტოკეფალური ეკლესია - ერთი ხმა". სხვაგვარად რომ ვთქვათ, ხმის უფლება მხოლოდ ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წინამძღოლებს ჰქონდათ. სწორედ ამგვარად რომ წარიმართებოდა ვითარება კრებაზე, ამას წი-ნასწარ იუწყებოდა მრავალი თანამედროვე ღვთისმეტყველი. მაგალითად, მიტროპოლიტი იეროთეოსი (ვლახოსი) კრების დაწყე-ბამდე წერდა: „მოახლოებულ კრებას მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა და დიდ" კრებად სახელდებენ, სინამდვილეში ის ადგი-ლობრივი ეკლესიების წინამძღოლთა კრება იქნება. ამ მოსაზრებას იმით ვადასტურებ, რომ ყველა საჭირბოროტო საკითხი მართლ-მადიდებელი ეკლესიების წინამძღოლების მიერ იქნა მიღებული. 2014 წ. 6-9 მარტს კონსტანტინოპოლში მათ (წინამძღოლებმა) წმინდა და დიდი კრების მოწვევის გადაწყვეტილება მიიღეს. 2016 წ. ივნისში მისი თემატიკა განისაზღვრა. 2016 წ. 27-28 იანვარს ეკლესიების წინამძღოლებმა შამბეზში რეგლამენტის მუშაობას უყარეს კენჭი (ანტიოქიის საპატრიარქოს გარდა). იმავე შეხვედრაზე ხელი მოეწერა კომისიების მიერ შემუშავებულ ტექსტებს, გარდა შერეული ქორწინებისა (საქართველოსა და ანტიოქიის ეკლესიები). წმინდა და დიდი კრების დაწყებამდე ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლები ხელს მოაწერენ კრების მიმართვას... და ბოლოს, წმინდა და დიდი კრების საბოლოო სახით დამტკიცებული დოკუმენტები ეკლესიათა წინამძღოლების მიერ იქნება ხელმოწერილი". ყოველივე ამის გათვალისწინებით ბაჩის ეპისკოპოსმა ირინეოსმა დაასკვნა შემდეგი: ა) კრება არ არის წარმოდგენილი როგორც ქრისტეს ეკლესიის ერთ-იანი სხეული, არამედ მოგვევლინა პარლამენტის მსგავს ინსტი-ტუტად. ბ) ადგილობრივი ეკლესიების წინამძღოლთა აღნიშნული კრება არს-ობრივად პაპების შეკრების მსგავსი მოვლენაა. გ) „წმინდა და დიდი კრების" პრეტენზიის მიუხედავად, მისი სტა-ტუსი კნინდება ზოგიერთი ადგილობრივი ეკლესიის წინამძღოლთა შეკრების დონემდე, რომლებიც უბრალოდ კრებაზე გაფართოებული დელეგაციებით წარდგნენ. შესაბამისად, განსხვავება მართლმადიდებელ მღვდელმთავარსა და არამართლმადიდებელ დამკვირვებელს შორის მხოლოდ იმით გამოიხატა, რომ პირველს საუბრის უფლება ჰქონდა, ხოლო მეორე ჩუმად იჯდა: ვერც ერთი და ვერც მეორე ვერანაირ გადაწყვეტილებას ვერ იღებდა". (გაგრძელება...)
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |