მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > 2016 წ. კრეტის კრების შემაჯამებელი შეფასება (ნაწილი 3)

2016 წ. კრეტის კრების შემაჯამებელი შეფასება (ნაწილი 3)


11-08-2016, 07:58

 

   3. მართლმადიდებელი ეკლესიის კრებსითი ცნობიერებისთვის დღე-მდე არნახული სიახლეა ე.წ. „წმინდა და დიდ" კრებაზე ოფიციალური სტუმრის სტატუსით პაპისტური, პროტესტანტული და მონო-ფიზიტური ერეტიკული დენომინაციების წარმომადგენელთა მოწ-ვევა. ეს გახლავთ უპრეცენდენტო სიახლე. ამასთან, მსოფლიო პატრიარქმა ისინი „ძმური ეკლესიების წარმომადგენლებად" მოი-ხსენია, რითაც მართლმადიდებლურ სამყაროს ამცნო, ერთგვარად „დაუმესიჯა", რომ სულაც არ აპირებს სხვაგვარადმადიდებელ ქრისტიანებს უწოდოს ერეტიკოსები. პირიის საღვთისმეტყველო კათედრამ შენიშნა, რომ „ბიზანტიის ისტორიაში, მსოფლიო და ადგილობრივ კრებებზე არასდროს დაფიქსირებულა მსგავსი ფაქტი - „დამკვირვებლის (საპატიო სტუმრის) სტატუსით მსოფლიო კრებას ესწრებიან ერეტიკოსები, რომლებიც უნდა შეაჩვენონ ამ კრებებმა... დიახ, ერეტიკოსებს კი იწვევდნენ კრებებზე, მაგრამ არა ვით სტუმარს, არამედ ვით ბრალდებულს, რათა მათ პასუხი ეგოთ თავიანთი ცრუსწავლების გავრცელების გამო. „დამკვირვებლის" სტატუსის ცნება პაპისტურ სამყაროში ვატიკანის I და II კრებებზე გაჩნდა. ცხადია, „წმინდა და დიდმა" კრებამ პაპისტური მოდელის კოპირება მოახდინა". (გაგრძელება...)

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება