მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, მთავარი გვედის ფოტო > ადგილების ნუსხა მოუნათლავი, თუ უდროოდ სიცოცხლეს გამოსალმებული ან აბორტული ჩარევით მოკლული ჩვილების საბოლოო ხვედრისათვის (ნაწილი 4)
ადგილების ნუსხა მოუნათლავი, თუ უდროოდ სიცოცხლეს გამოსალმებული ან აბორტული ჩარევით მოკლული ჩვილების საბოლოო ხვედრისათვის (ნაწილი 4)5-08-2016, 00:07 |
30. კითხვა 31-ე: რა ადგილი განეკუთვნება მოუნათლავ ჩვილებს სი-კვდილის შემდეგ? პასუხი: არც ფუფუნებაში არც სატანჯველში, არამედ ერთ რაღაც ად-გილას, [სადაც არიან] როგორც რომ ბრმები. ვერ იხილავენ ისინი გონიერ მზეს, სინათლეს, როგორც ღმრთიურ ნათლისღებას წილუხ-ვედრელნი. (მოციქულებრივი ბადე). 31. სად მიდიან, როგორც ვიტყვით, უბოროტო, ოთხი ან ხუთი წლის იუდაელთა თუ მოუნათლავთა შვილები - სასჯელად თუ სამოთხეში? პასუხი: ღმრთისმიერ თავისი დადგენილების დაშვებისამებრ მამებ-ის ცოდვები არ გადადის შვილებზე. აკი თქვა მან წინასწარმეტყველის მეშვეობით „არ წარიწყმიდებიან შვილნი მამათა ცოდვებისათვის. ასე რომ, მეც მგონია, რომ ისინი გეენიად არ მიდიან. ამაზე მეტად არ ვარგა ღმრთის განსჯის კვლევა თუ ჩხრეკა" (წმიდა ანასტასიოს სინ-ელი. M. 89, 709 C). 32. სად მოხვდებიან აღსრულებულნი, მორწმუნეთა ჩვილები - სას-ჯელს თუ სასუფეველს ეწევიან? და სად განაწესებენ მოუნათლავად მომკვდარ მორწმუნეთა ჩვილებს - მორწმუნეებთან თუ ურწმუნოებ-თან? პასუხი: „აკი ამბობს უფალი - აცადეთ ყრმებს მოსვლად ჩემდა. რად-გან მათია სასუფეველი ცათა და კვალად მოციქული ამბობს - ახლა კი წმიდა არიან ჩვენი შვილები. მაშასადამე, ცხადია უბიწო და მორწმუნე, მშობელთა მონათლული ჩვილები სასუფეველს იმკვიდრებენ, ხოლო მოუნათლავნი და წარმართთა შვილები არც სასუფეველს ეწევიან მაგრამ კვალად არც სასჯელს. რაკი მათ არ ჩაუდენიათ ცოდვა". (ათანასე დიდი. M. 28. 672. A). 33. მწვალებლობაცაა და მწვალებლობაც, დანაშაულიცაა და დანაშ-აულიც... ერთია - მცირედ ურწმუნო და სხვა დიდად ურწმუნო. და არა მარტო ეს, არამედ სხვადასხვა მწვალებლობაში მრავალი სხვადასხვა დანაშაული განირჩევა... ყოველივე ამას (?) 34. მოგვითხრობენ ვინმე ანბა აპოლოს სკიტელის ამბავს; რომ იყო სოფლის მწყემსი და მინდორში ერთხელ დაინახა მუცლადღებული ქალი; შეუჩნდა ანბას ეშმაკი და ათქმევინა: მინდა ვნახო, როგორ წევს ჩვილი ქალის მუცელში და გაფატრა იგი და შეხედა ყრმას. და მაშინვე ზარი ეცა გულში და დამდაბლებულმა გასწია სკიტისკენ და აუწყა მამებს რაც ჩაიდინა. და ესმის, ისინი გალობენ ფსალმუნს: დღენი წელიწადთა ჩვენთანი მათთანა წელ, და უმრავლესი მათი შრომა და სალმობაი - და მიუგო მათ ანბამ: 40 წელი განუწყვეტლივ ვილოცებ უფლის მიმართ, რომ შემინდოს შეცოდებები. და მას არც ხელსაქმე უკეთებია, სულ ლოცულობდა, ამბობდა: შევცოდე, როგორც კაცმა, შემიწყალე როგორც ღმერთმა. და ეს ლოცვა იყო მისი საზრუნავი დღე და ღამე. ძმა ცხოვრობდა ერთი მასთან და ესმა ნათქვამი: შეგაწუხე უფალო. და ეუწყა ცნობად, რომ მიუტევა ღმერთმა ყველა მისი ცოდვა, ხოლო ქალისა და ყრმის თაობაზე არაფერი ეუწყა. ხოლო ერთერთმა მოძღვარმა მას უთხრა ყრმის ცოდვაცო მოგიტევაო ღმერთმა, მაგრამ ჯაფა (სალმობა) შეგარჩინა, რადგან ეს შენი სულისათვისო არის მარგებელი. (გერონდიკონი). 35. ადამიანის სული არის გონიერი არსი, უსხეულო, უვნებელი, უკ-ვდავი; ანგელოზი კი არასოდეს ყოფილა სული - რა ზღაპარსაც თხზავენ ორიგენეს მიმდევრები და არც არსებით წინ არ უძღოდა სულები სხეულთ - რასაც ადგენდნენ მანიქეველები. არამედ მსგავსად იმისა, რომ ქვა და რკინა ურთიერთშხლით ორივე აჩენს ცეცხლს, ასევე - ღმრთის ბრძანებით კაცისა და ქალის ურთიერთობის შედეგად შედგება სული. (წმიდა ათანასე დიდი). 36. შემადგენელი (ქვემდებარე) მატერიისაგან წარმოებს დაბადება სულისა, ასევე სხეულებისაც, მაგრამ ღმრთის ნებით, ცხოველი (ცოცხალი) შთაგონებით უხილავად და უეცრად - რაც მხოლოდ შემოქმედმა უწყის ჩასახვით სული სხეულთან ერთადაა აღებული და ერთი ადამიანის სრულყოფადაა მიმართული. (წმიდა იოანე დამას-კელი). 37. სხეულთა ერთად შეიქმნა სული და არა - ჯერ ერთი, მერე მეორე. (წმიდა იოანე დამასკელი. M. 94. 921). 38. ადამიანი მეტად მნიშვნელოვანი ღმრთის ცხოველია... ამიტომაც განკაცდა მხოლოდშობილი ძე ღმრთისა. (ღმრთიური ოქროპირი. M. 48. 1029). 39. ორმაგი რამ ცხოველია ადამიანი, ორი არსისაგან შედგენილი - გრძნობადისაგან და გონიერისაგან, ვგულისხმობ სულსა და სხეულს და ჰყავს ნათესავები ზეცაზეც და მიწაზეც. (ღმრთიური ოქროპირი). 40. სახე(ებ)სა და ხატებისაგან განყენებულისათვის დაწვრილებით ჩაძიება არაა ჩვენთვის განწესებული. (ბასილი დიდის II კანონი).
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |