მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, მთავარი გვედის ფოტო > ადგილების ნუსხა მოუნათლავი, თუ უდროოდ სიცოცხლეს გამოსალმებული ან აბორტული ჩარევით მოკლული ჩვილების საბოლოო ხვედრისათვის (ნაწილი 3)

ადგილების ნუსხა მოუნათლავი, თუ უდროოდ სიცოცხლეს გამოსალმებული ან აბორტული ჩარევით მოკლული ჩვილების საბოლოო ხვედრისათვის (ნაწილი 3)


3-08-2016, 00:06

 

   22. კონსტანტინოპოლის პატრიარქი იერემია I სიტყვიერად ამას აღ-ნიშნავს: „ჩვილი უნდა მოინათლოს, არ ხამს ხელსაყრელი დროის დაცდა. ჩვენც ასე ვაკეთებთ რაიმე რომ არ მოხდეს დაყოვნებით..." ანუ ცხოვნებას საფრთხე არ დაემუქროს. ხოლო დოსითეოს იერუსალი-მელი კატეგორიულად დასძენს, რომ ნათლისღება: „აუცილებელია ჩვილობიდანვე, რაკი ჩვილებიც ექვემდებარებიან წინაპართა ცოდვას და ნათლობის გარეშე შეუძლებელია ისინი მიტევებას ეწიონ... ჩვილიც რომ იყოს ადამიანი, ამისთვისაც [ესეც კი] საჭიროებს ცხონებას, ანუ საჭიროებს ნათლისღებას. ახლადშობილნიც ანუ წინაპართა ცოდვების მიუტევებლად შობილნი მარადის ექვემდებარებიან აღნიშნული ცოდვის გამო სასჯელს და შესაბამისად, ნათლისღების გარეშე არ ცხონდებიან. მაშასადამე, აუცილებელია მოინათლონ ჩვილებიც... ოქმებიც ( ) გვაუწყებს: „ინათლება ყოველი ოჯახი - ჩვილებიც" (მე-6 დადგენილება). კრისტოპულოსიც ჩვილთა ნათლისღებასთან დაკავ-შირებით ითვალისწინებს მე-7 თავს: „... საჭიროა მირქმისათვის ერთი ადამიანი (მიმრქმელი). არაა განსაზღვრული დღე, თუ როდის უნდა მოინათლონ ჩვილები. ზოგს ნათლავენ ორმოცი დღის შემდეგ, ზოგს ათი დღის შემდეგ, ზოგი მეტი დღის, ზოგიც ნაკლები დღის შემდეგ. ხოლო აუცილებელი თუ გახდა, დაბადებისთანავე იმთავითვე ინათ-ლება ჩვილი."

   23. ლაოდიკეას ქალაქში კაცი ვინმე მორწმუნე ცხოვრობდა უბიწოდ და უკიცხველად. ერთ ღამეს მივარდა მასთან მთავარი. ითხოვდა სასწრაფოდ ამდგარიყო და მოენათლა მისი შვილი, ძუძუთა ჩვილი, რომელიც სიცოცხლეს ეცლებოდა. ეს კაციც მაშინვე წამოვარდა, გაიქცა ეკლესიაში. ვიდრე ამზადებდა იგი წყალსა და ზეთს, ამასობაში მოკვდა ყრმა, მოუნათლავი. და ხუცესმაც (მღვდელმაც) აიყვანა იგი და დაასვენა იგი ემბაზის წინ და მიმართა ანგელოზს: „შენ, ღმრთის ანგელოზო, თანამოღვაწეს ჩემსას მოგმართავ - აკი მოგანიჭა შენ ქრისტემ შეკვრის და გახსნის უფლება ცათა შინა და ქვეყანასა ზედა, დაუბრუნე, მიანიჭე ბავშვის სული სხეულს რათა იგი არ წავიდეს გაუნათლებლად საუკუნოდ. აკი უწყით მეუფემ ჩემმან და შენაც, რომ მე არ გავყოვნებულვარ, როგორც კი დამიძახეს, მაშინვე გამოვიქეცი." ეს უთხრა მღვდელმა ანგელოზს და გაცოცხლდა ბავშვი. და ეამბორა მას ნათლისღების მომნიჭებელი, და ასე მიმართა: „წადი, შვილო, ზეციური სასუფეველისაკენ." და მაშინვე მიიძინა უფლის მიერ ბავშვმა ქრისტეს უხრწნელ საიდუმლოებას ზიარებულმა. (გერონ-დიკონი).

   24. მაშასადამე, ნათლისღება ყოველი ადამიანისათვის და ჩვილები-სათვისაც, არის აუცილებელი მაცხოვნებელი საშუალება. იგი, ერთ-ხელ მონიჭებული აღარ მეორდება, თუ არა როგორც გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსავალი.

   25. ვინმე ქალმა შვა ტყუპები. მეათე დღეს დედამ დაინახა, რომ ერთ-ერთ ბავშვს [სასიკვდილო] საფრთხე ემუქრება და წავიდა იგი წმიდა ეკლესიაში და მონათლა იგი. ორი წლის შემდეგ, როცა ბავშვები წამოიზარდნენ, დედამ მოისურვა მოენათლა მოუნათლავიც, მაგრამ ვერ შესძლო გაერკვია რომელს ერგო წმიდა ნათლისღება. და მივიდა დედა მღვდელთან და მიმართა მას: „ერთი ჩემი შვილი ათი დღისა მოვნათლე და რომ წამოიზარდნენ, მინდა მეორეც მოვნათლო და ვერ ვარკვევ, რომელს ეწია წმიდა ნათლისღება. რას მიბრძანებ მოვი-მოქმედო? მღვდელმა ეს რომ მოისმინა მიუყვანა [ქალი შვილებით] წმიდა კირილეს ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსს და მან უბრძანა ორთავე მოენათლა და მღვდელს, რომელიც ნათლავდა ორივეს უბრძანა ეთქვა: „რომელი არაა მონათლული ინათლება სახელითა, მამისათა და ძისათა და სულისა წმიდისათა". (გერონტიკონი).

   26. გაუნათლებელ სულს, რომელიც არაა ხელახლად შობილების მადლით შემკობილი, არა მგონია ანგელოზებმა მიიღონ სხეულისაგან გაყრის შემდეგ. ან რანაირად მიიღებენ, ბეჭდის გარეშე, მეუფების ნიშნის უტარებლად? (M. 46. 424. BC.).

  27. კონსტანტინოპოლის პატრიარქი კირილე მეშვიდე მისდამი რწმუნებულ წმიდა სინოდთან ერთად დიდი იკონომისის თაოსნობით თავის კატექიზმში (15) წერს, რომ ჩვილები არ ისჯებიან. 1815 წელს ჩვილთა ხვედრის საკითხზე იგი აღნიშნავს შემდეგს: „თუკი მო-უნათლავ ჩვილს ეწია სიკვდილი, იგი არ ისჯება; რაკი (თავისი) ნებით ჩადენილ ცოდვებში არ ურევია წვლილი, მაგრამ იგი არც ზეციურ სასუფეველს ეღირსება; რაკი ღმრთიური განბანვით არ განწმენდილა და არ რგებია სულიერი აღორძინება".

   28. კითხვა 48-ე: როგორია ურწმუნოს ან მოუნათლავის სული?

   პასუხი: როგორც რომ ბოლომდე ჩამწვარი და ჩაშავებული ნახშირი, რომელსაც ვერ აანთებ, რაც არ უნდა უბერო სული; ასევე - ღმრთიური ნათლისღების ცეცხლშიც ვერ ჩააგდებ.

   29. კითხვა 88-ე: რა ადგილი განეკუთვნება მონათლულ ჩვილებს სი-კვდილის შემდეგ?

  პასუხი: რომ მოესურვებინათ ღირსეული და წმიდა ცხოვრება და სიკვდილს არ გამოეტაცებინა მათი თავი, პირდაპირ წმიდა დასში განუკუთვნებდნენ ადგილს, არადა წმიდა ნათლისღების მადლით სამოთხის ფუფუნებაში. (გაგრძელება...)

  

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება