მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, მთავარი გვედის ფოტო > ადგილების ნუსხა მოუნათლავი, თუ უდროოდ სიცოცხლეს გამოსალმებული ან აბორტული ჩარევით მოკლული ჩვილების საბოლოო ხვედრისათვის (ნაწილი 2)
ადგილების ნუსხა მოუნათლავი, თუ უდროოდ სიცოცხლეს გამოსალმებული ან აბორტული ჩარევით მოკლული ჩვილების საბოლოო ხვედრისათვის (ნაწილი 2)1-08-2016, 00:06 |
10. რას ნიშნავს ერთი სხეული - კითხვას სვამს წმიდა ოქროპირი და პასუხობს: „მსოფლიოს ყოველი მართლმადიდებელი მორწმუნე, რო-მელიც კი არის, იყო, ან კვალად იქნება და ვინც ქრისტეს მოსვლამდე გვევლინებოდა (მოეპოვებოდა) ერთ სხეულ არიან." (არქიმ. იუსტინე პოპოვიჩი. „მართლმადიდებელი ეკლესია და მსოფლიო". გვ. 31). 11. „ეკლესია ასწავლის, რომ წინაპართა ცოდვამ დაამძიმა ყოველი, ადამისგან მომდინარე და რომ ყოველი კაცი იბადება ცოდვილ მდგომარეობაში, ხოლო საქმით ცოდვილი იგი ხდება მაშინვე, რაც შეგნებას (სინდისს) შეიძენს და ითავებს განცხადებას თავისი ნების დაპირისპირებულობისა ღმრთიური ნების მიმართ. ამგვარ ვითა-რებაში წინაპართა ცოდვას დაერთვის პიროვნული დანაშაულიც და ადამიანს სასჯელისადმი ვალდებულს ხდის. (რომ. 5. 12). წინაპართა ცოდვა უღირს ქმნის კაცს ღმერთთან ურთიერთობისა (ზიარებისა), თუნდაც არ იყოს კაცი თავისი ცოდვებით პასუხისმგებელი: ამიტომ წმიდა ნათლისღების გარეშე მომკვდარი ჩვილები უღირსნი არიან ღმერთთან თანაზიარებისა, ოღონდ არ არიან განკითხვისა და სასჯელის ღირსნი - ასეთია ჩვენთა მამათა (გრიგოლ ღმრთის-მეტყველი, გრიგოლ ნოსელი) სწორი სწავლება (აზრი)" (წმიდა ნექ-ტარიოსი, კატექიზმო). 12. ხოლო ვისაც არა რგებია ნათლისღება ჩვილობისა ან ნაადრევი სიკვდილის გემო, ესენი არც განიდიდებიან, არც დაისჯებიან მართალი მსაჯულის მიერ, რაკი ბეჭდით არ არიან აღნიშნულნი, მაგრამ არც ბოროტნი არიან „უმალ დამთმენნი, ვიდრე ჩამდენნი". (წმიდა გრიგოლ ღმრთისმეტყველი. სიტყვა 40, 23). 13. „ჩვილთა უდროო აღსასრული არც დარდის ღირსად (ტანჯვის ღირსად, სატანჯველად) მიიჩნევა ამგვარად შეწყვეტილი ცხოვრების გამო და ვერც ყოველგვარი სათნოებით ცხოვრებით განწმენდის ტოლფასი ხდება". (წმიდა გრიგოლ ნოსელი. M. 46. 192). 14. ვინც ნათლისღებას არ ეწევა, არ ერგება ცხოვნება, თუ არა მხო-ლოდ მოწამეთ, ვისაც წყლის გარეშე ერგება სასუფეველი. (წმიდა კირილე იერუსალიმელი. კატექიზმო 3, 10). 15. ნუ გგონია,... უაღრესად მორწმუნეთა მოდგმისაგან შობილს, მო-უნათლავ მორწმუნეს, ოდეს თუ შეიძლება რაიმე იმედი ჰქონდეს; ამით (მოუნათლაობით) მას უმალ სასჯელი ეწევა რაკი კეთილად ვერ აღასრულა კეთილი საქმეები. (კლიმენტის სიტყვა (ჰომილია) 11. 25). 16. ნათლისღებამდე... უსრული (არასრულყოფილი) და უსუსური ჩანს აზრი და მოქალაქეობა (წმიდა ნილოსი. M. 79. 105 B). 17. მოუნათლავი არ განათლდება (ბასილი დიდი. M. 31, 424 C). 18. ისევე, როგორც ქრისტე მოკვდა... და აღდგა, ჩვენც, მკვდარნი, ნა-თლისღებით აღვდგებით. (ათანასე დიდი. M. 28. 753 B). 19. ზოგიერთების აზრით მადლიცა და ცოდვაც, ანუ სული ჭეშმარ-იტებისა და სული ცოდვისა ნათლისღებულთა გონებაშია დაფარული (დამალული). ამიტომაცაა, ამბობენ, რომ ერთი პიროვნება სიკეთისკენ მიმართავს (უბიძგებს) გონებას, მეორე კი სრულიად საპირისპიროსკენ მოუწოდებდა მას. მე კი საღმრთო წერილისაგან გამომდინარე მო-საზრებათა საფუძველზე ასე გავიგე, რომ წმიდა ნათლისღებამდე მადლი გარედან მოუწოდებს სიკეთისაკენ სულს, სატანა კი მისი [სულის] სიღრმეში ამკვიდრებს დახშობას გონების სიღრმეში არსებული ყოველი მართალი გამოსავლისა. ხოლო იმავჟამს, რაც ახლად ვიბადებით გარეთ მოხვდება ეშმაკი, შიგნით კი მადლი. შესაბამისად აღმოჩნდება, რომ ადრე ცოდვა მძლავრობდა სულზე, ნათლისღების შემდეგ კი მას ჭეშმარიტება მიეძალება. (წმიდა დია-დიქოს ფოტიკისა, თავი 76). 20. ჩვილთა ნათლისღებისათვის ყველაზე მეტი წმიდა გრიგოლ ღმრთისმეტყველს უთქვამს: „გვყავს ჩვილი? იჩქარე ბოროტებამ დრო არ მოიხელთოს; დაე სიყრმითგანვე განიღმრთოს იგი, ჩვილი ფრჩხი-ლთა ასაკიდანვე წმიდა იქმნას სულიწმიდით... მიანდე იგი სამებას, დიდსა და კეთილ მფარველს (დამცველს)... აკი უმჯობესია მისდა უმეცრად (უგრძნობლად) განიღმრთოს, ვიდრე ბეჭდის გარეშე, არას-რულყოფილმა დატოვოს სიცოცხლე." 21. წმიდა კირილე იერუსალიმელის ამ ნათქვამს ეთანხმება ეკლესი-ის მამათა დასი: „ვინც არ მიიღოს ბეჭედი წყლით, რაგინდ კეთილი საქმე არ აღასრულოს, ვერ შეაღწევს ზეციურ სასუფეველს." (კატე-ქიზმო III, 2). (გაგრძელება...)
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |