მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ათონის წმინდა მთის კინოტის პასუხი საქართველოს ეკლესიის საპატრიარქოს კითხვაზე

ათონის წმინდა მთის კინოტის პასუხი საქართველოს ეკლესიის საპატრიარქოს კითხვაზე


28-07-2016, 00:06

 

დასკვნები

 

   ადამიანი, სხეულისა და სულისაგან შედგენილი, უკიდურესისგან აღებულ სრულგვამოვნებას წარმოადგენს (35, 36, 37, 50). სხეული მომდინარეობს მშობელთა ხორციელი კავშირისგან, სული კი ჩასა-ხვისთანავე ღმრთისგან არის მოცემული საიდუმლო წესით, რაც მხოლოდ მან უწყის (36). შესაბამისად, უშობელი ჩვილი, ბუნებრივად მომკვდარი თუ აბორტული ჩარევით მოკლული, წარმოადგენს სრულ ადამიანურ არსებას (გვამოვნებას, იპოსტასს) მარადიული ცხოვრე-ბისთვის მოწოდებულს.

   ადამიანური არსების ცხოვნებისათვის სიტყვას (სწავლებას) ვიგებთ საღმრთო წერილიდან და ღმრთისმოსავ მამათაგან - რომ ადამიანი ცხოვნდება ერთ წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის წიაღში, ანუ ჩვენი, მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღში. ნათლისღების, მირონცხების და ევქარისტიის წმიდა საიდუმლოებებით შეიყვანება იგი ქრისტესმიერ ცხოვრებად, იღებს მადლსა და წყალობას, სუ-ლიწმიდით განათლებას, ხდება ქრისტეს სხეულის წევრი და ეზიარება მარადიულ ცხოვრებასა და სასუფეველს (6-9, 14-21, 23, 25, 26).

   ყოველი ჩვილი, რომელიც იბადება, იქნება იგი შვილი ქრისტეანი თუ არაქრისტეანი მშობლებისა, ბუნებრივად ხდება ზიარი მამამ-თავარი ადამის ცოდვისა და მემკვიდრეობით ერგება ხრწნა და სიკვდილი, ნებსითაც რომ არ შესცოდოს (1-6, 11). ეს მომდინარეობს ადამიანის ბუნების ერთობიდან, მოციქულის ნათქვამისაებრ: „ერთი მის კაცისათვის ცოდვა სოფლად შემოხდა და ცოდვისა ძალით სიკვდილი; და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკვდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს" (რომ. 5, 12).

   ხოლო ისევე როგორც ბუნებრივად და არა ნებსით ვეზიარებით ცო-დვასა და სიკვდილს, კაცობრივი ბუნების ერთიანობის გამო, ასევე ქრისტეს ხორციელი შეწყალებით (6-10) გვენიჭება ძღვენი - ცოდვისა და სიკვდილისაგან ცხოვნება. აკი უთქვამს მოციქულს: „რამეთუ უკუეთუ ერთისა მის შეცოდებითა მრავალნი მოჰსწყდეს, რაოდენ უფროს მადლი იგი ღმრთისა და ნიჭი იგი მადლითა ერთისა მის კაცისა, იესო ქრისტესითა, მრავალთა მიმართცა აღემატა" (რომ. 7, 6).

   უდროოდ მკვდარი და ამის გამო მოუნათლავი ჩვილები ვერ განი-დიდებიან ზეციურ სასუფეველში, რადგან მათ არ მიუღიათ წმიდა ნათლისღება და შესაბამისად ვერ გათავისუფლდნენ მამამთავრის ცოდვისგან და არ ერგოთ სულიწმიდით განახლების კეთილი ხვედრი (11-13, 27, 30-32), რადგან არ უარყვიათ ნათლისღება, არამედ თავისდაუნებლიეთ დაკარგეს იგი (12) და რაკი არა ჰსჯის ღმერთი მარადიული წარწყმედით მამათა ცოდვებისათვის შვილებს (31, 32). კვალად ვერაც გვირგვინს მოიმკიან მსგავსად მათისა, ვინც მთელი ცხოვრებით ღმრთის ნებას აღასრულებდა (13).

   მთელ ამ საკითხებზე წმიდა მამები გამოთქვამენ აზრებს ღმრთის მართლმსაჯულებისაგან გამომდინარე (12), მაგრამ ვარაუდებს არ გამოთქვამენ იმაზე მეტად, რაც დადგენილია ნათლისღებისათვის დოგმატური სწავლებით და რა ხსნაც დაშვებულია ნათლისღების შედეგად. ამიტომაც წმიდა ნექტარიოს პენტაპოლელი დაადგება წმიდა გრიგოლ ღმრთისმეტყველისა და გრიგოლ ნოსელის (11) მოსაზრებათა გათვალისწინებით, არადა ცხადია წმიდა მამები მიიჩ-ნევენ ღრმად არ ჩაეძიონ ღმრთის ამგვარ განაჩენს (31, 33). (გაგრ-ძელება...)

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება