მთავარი > კითხვა-პასუხი > კითხვა-პასუხი

კითხვა-პასუხი


11-10-2012, 12:33

გელასის შეკითხვა: მამაო კონსტანტინე, რა არის სასწაული და როგორ განვასხვაოთ ჭეშმარიტი სასწაული ცრუ სასწაულისაგან?
 
პასუხი: პროტოპრესვიტერ გრიგორ დიაცენკოს განმარტებით სასწაული არის ზებუნებრივი, საოცარი მოვლენა, რომელსაც თავისი ჭეშმარიტი მიზეზი და მიზანი გააჩნია, რომელიც არ ექვემდებარება ბუნებრივ ძალასა და კანონებს, არამედ მხოლოდ ღვთაებრივი ძალით აღესრულება. ზებუნებრივი მოქმედებით ის ადამიანის რელიგიურ - ზნეობრივი შთაგონების წყაროს წარმოადგენს.
რაც შეეხება განსხვავებას, ჭეშმარიტი ღვთის სასწაული ორი მიზნით ხორციელდება: პირველი - ქრისტიანული გავრცელებისა და სარწმუნოებაში განმტკიცებისათვის, მეორე - ადამიანთა ხორციელი განკურნებისათვის. ანუ ჭეშმარიტი სასწაული ხილული ნიშანია, რომლის მხილველი თუ მსმენელი სულიერ სარგებელს უნდა ჰპოულობდეს.
სასწაულის გარჩევისას ყურადღება თვით სასწაულის თვისებაზე უნდა გავამახვილოთ: ემსახურება ის ზემოთ მითითებულ მიზნებს, თუ მხოლოდ ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების, ცდუნების, პოპულიზმის მიზნით ხორციელდება.

 


უკან დაბრუნება