მთავარი > წმიდათა ცხოვრება, წმ. მაქსიმე აღმსარებელი > წმიდა მაქსიმე აღმსარებელი

წმიდა მაქსიმე აღმსარებელი


17-07-2012, 11:37
 წმიდა მაქსიმე აღმსარებელი
 ამ სა­ო­ცა­რი წმინ­და­ნის ცხოვ­რე­ბა­ზე რომ ვწერ, მსურს უფ­რო მხატ­ვრუ­ლად გა­მოვ­ხა­ტო სა­ხე­ლო­ვა­ნი აღ­მსა­რებ­ლი­სა და ეკ­ლე­სი­ის ერთ-ერ­თი უდი­დე­სი მა­მის სუ­ლი­ე­რი სი­ლა­მა­ზე. ღირ­სი მაქ­სი­მე აღ­მსა­რებ­ლის ცხოვ­რე­ბა­სა და საქ­მი­ა­ნო­ბას ძა­ლუძს გაქ­ვა­ვე­ბუ­ლი გუ­ლე­ბიც კი მო­ალ­ბოს და აღაფ­რთო­ვა­ნოს.
  პი­როვ­ნუ­ლი თვი­სე­ბე­ბი­თა და მოღ­ვა­წე­ო­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლი ეს უდი­დე­სი მა­მა ბრწყინ­ვა­ლედ ადას­ტუ­რებს იმ ჭეშ­მა­რი­ტე­ბას, რომ­ლის გან­მარ­ტე­ბა­საც მი­ვუძ­ღვე­ნით წი­ნა თა­ვე­ბი, სა­ხელ­დობრ: ეკ­ლე­სი­ის წი­აღ­ში სარ­წმუ­ნო­ებ­რი­ვი სა­კით­ხე­ბის ახ­სნი­სა და დამ­ტკი­ცე­ბი­სათ­ვის არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს პი­როვ­ნე­ბა­თა არც რა­ო­დე­ნო­ბას და არც იე­რარ­ქი­ულ მდგო­მა­რე­ო­ბას. ჭეშ­მა­რი­ტე­ბის მცვე­ლე­ბად სუ­ლიწ­მი­დის შთა­გო­ნე­ბით არც ისე იშ­ვი­ა­თად გვევ­ლი­ნე­ბი­ან სწო­რედ იე­რარ­ქი­უ­ლი ხა­რის­ხის უქო­ნე­ლი პი­რე­ბი. ნა­თე­ლი მა­გა­ლი­თი ასე­თი ღვთივ­რჩე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბი­სა გახ­ლავთ წმი­და მაქ­სი­მე აღ­მსა­რე­ბე­ლი.
  რა­კი არა მაქვს უნა­რი მხატ­ვრუ­ლად გა­მოვ­ძერ­წო ამ მარ­თლაც სა­ო­ცა­რი ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი სა­ხე, გთა­ვა­ზობთ მი­სი ცხოვ­რე­ბის საკ­მა­ოდ მშრალ სქე­მას.
  წმი­და მაქ­სი­მე VI სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს და­ი­ბა­და. იგი ბი­ზან­ტი­უ­რი საგ­ვა­რე­უ­ლოს წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გახ­ლდათ. ღვთის­მო­სა­ვი ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ოჯა­ხის  შვილ­მა კარ­გი საღ­ვთის­მეტ­ყვე­ლო და ფი­ლო­სო­ფი­უ­რი გა­ნათ­ლე­ბა მი­ი­ღო. სი­ჭა­ბუ­კე­ში შე­სუ­ლი მაქ­სი­მე ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტორ­მა ჰე­რაკ­ლემ თა­ვის­თან მი­იწ­ვია და სა­მე­ფო კარ­ზე პირ­ვე­ლი მდივ­ნის წო­დე­ბა უბო­ძა.
  641 წელს, იმ­პე­რა­ტო­რის სიკ­ვდი­ლის შემ­დეგ, წმი­და მაქ­სი­მემ და­ტო­ვა მდივ­ნის თა­ნამ­დე­ბო­ბა და 57 წლის ასაკ­ში ქრი­ზო­პო­ლი­სის მო­ნას­ტერს მი­ა­შუ­რა. აქ იგი ბე­რად აღიკ­ვე­ცა და მა­ლე წი­ნამ­ძღვრო­ბაც მი­ი­ღო. ამ სა­ვა­ნის ძმო­ბი­სათ­ვის და­წე­რა წმი­და მაქ­სი­მემ თა­ვი­სი ღვთივ­სუ­ლი­ე­რი წიგ­ნი `სიტ­ყვა მოღ­ვა­წე­ო­ბი­სათ­ვის~. აქ­ვე აპი­რებ­და იგი მთე­ლი ცხოვ­რე­ბა დარ­ჩე­ნას, მაგ­რამ აშ­კა­რად და­ი­ნა­ხა სა­შიშ­რო­ე­ბა _ არ ცხრე­ბო­და შფო­თი ბი­ზან­ტი­ა­ში, სულ უფ­რო მე­ტად იკი­დებ­და ფეხს მო­ნო­თე­ლი­ტუ­რი მწვა­ლებ­ლო­ბა. ამი­ტომ წმი­და მა­მა გა­და­ვი­და კარ­თა­გენს, ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კა­ში. აქ მან და­წე­რა უამ­რა­ვი წე­რი­ლი და თით­ქმის ყვე­ლა ქვე­ყა­ნა­ში და­აგ­ზავ­ნა. ამ ეპის­ტო­ლე­ე­ბის მე­ო­ხე­ბით და პი­რა­და­დაც მას ჰქონ­და ზე­გავ­ლე­ნა იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არქ სოფ­რო­ნი­ზე, აფ­რი­კელ ეპის­კო­პო­სებ­ზე, მე­ტად­რე რო­მის პაპ მარ­ტი­ნე­ზე. წმი­და მაქ­სი­მე ყვე­ლას­თან შე­ურ­ყევ­ლად იცავ­და მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას. სწო­რედ ეს არის ეკ­ლე­სი­ის ის­ტო­რი­ა­ში მი­სი მთა­ვა­რი ღირ­სე­ბა. სა­გუ­ლის­ხმოა ის ფაქ­ტი, რომ იმ­ხა­ნად მო­ნო­თე­ლი­ტებს მხარს უჭერ­დნენ ბი­ზან­ტი­ის იმ­პე­რა­ტო­რე­ბი: ჰე­რაკ­ლე, კონ­სტან­ტი­ნე, კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის პატ­რი­არ­ქე­ბი: სერ­გი, პი­რო­სი, პეტ­რე, ალექ­სან­დრი­ის პატ­რი­არ­ქი კი­რო­სი. ასეთ მძი­მე ფონ­ზე გა­მო­ჩე­ნი­ლი პრინ­ცი­პუ­ლო­ბა, ბუ­ნებ­რი­ვია, ზრდის წმი­და მაქ­სი­მეს ღვაწლს და უფ­რო მნიშ­ვნე­ლო­ვანს ხდის მის დამ­სა­ხუ­რე­ბას.
   645 წლის ივ­ლის­ში წმი­და მაქ­სი­მე ჩა­ვი­და ჩრდი­ლო­ეთ აფ­რი­კა­ში, კარ­თა­გენს და იქ კა­მათ­ში და­ა­მარ­ცხა კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის ექ­სპატ­რი­არ­ქი პი­რო­სი, რო­მელ­მაც წე­რი­ლო­ბით უარ­ყო (მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­ირ­კვა, რომ პირ­ფე­რუ­ლად) მო­ნო­თე­ლი­ტო­ბა.
  იმ­პე­რა­ტო­რი კონ­სტან­ტი­ნე, რო­გორც აღ­ვნიშ­ნეთ, მო­ნო­თე­ლი­ტი იყო. მან გა­მოს­ცა ახა­ლი აღ­მსა­რებ­ლო­ბა სა­ხელ­წო­დე­ბით `ტი­პი­კო­ნი~ და სიკ­ვდი­ლით დას­ჯის მუ­ქა­რით ყვე­ლა მარ­თლმორ­წმუ­ნეს უბ­რძა­ნა მი­სი მი­ღე­ბა. რო­მის პაპ­მა წმი­და მარ­ტი­ნემ უარ­ყო მე­ფის მკაც­რი შე­მო­თა­ვა­ზე­ბა და სა­ეკ­ლე­სიო კრე­ბა მო­იწ­ვია. აქ წმი­და მაქ­სი­მემ 105 ეპის­კო­პო­სი­სა­გან შემ­დგარ სამ­ღვდელ­მთავ­რო დასს გა­ნუ­მარ­ტა მო­ნო­თე­ლი­ტო­ბის სიმ­ცდა­რე. პა­სუ­ხად იმ­პე­რა­ტორ­მა ორი­ვე წმინ­დანს იმ­პე­რი­ის ღა­ლა­ტი დას­წა­მა, შე­იპ­ყრო, ბორ­კი­ლე­ბი და­ა­დო და კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში მე­ფის სამ­სჯავ­რო­ზე წა­რად­გი­ნა.
  წმი­და მარ­ტი­ნე ჯერ კაკ­ლა­დე­მის კუნ­ძულ­ზე გა­და­ა­სახ­ლეს, მე­რე ყი­რიმს-ტავ­რი­დის ხერ­სო­ნეს­ში, სა­დაც 665 წელს აღეს­რუ­ლა კი­დეც.
  რაც შე­ე­ხე­ბა წმი­და მაქ­სი­მეს: იმ­პე­რა­ტორ­მა გა­დაწ­ყვი­ტა იგი რო­გორ­მე გად­მო­ე­ბი­რე­ბი­ნა. მე­ფის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ცდი­ლობ­დნენ მის დარ­წმუ­ნე­ბას, და­ყო­ლი­ე­ბას, რომ `ტი­პი­კო­ნი­სათ­ვის~ მო­ე­წე­რა ხე­ლი. თუ იგი ამას არას­დი­დე­ბით არ და­თან­ხმდე­ბო­და, სა­წი­ნა­აღ­მდე­გო აზ­რის გა­მოთ­ქმა­ზე მა­ინც ეთ­ქვა უა­რი. მცდე­ლო­ბა იმით დამ­თავ­რდა, რომ წმი­და მა­მა ჯერ მე­ფის სა­სახ­ლე­ში გა­მო­კე­ტეს, მე­რე კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის საპ­ყრო­ბი­ლე­ში ჩა­აგ­დეს, იქი­დან თრა­კი­ის ქა­ლაქ ბე­სა­ში გა­და­ა­სახ­ლეს, ბო­ლოს კი დე­და­ქა­ლაქ­ში და­აბ­რუ­ნეს და წმი­და თე­ო­დო­რეს მო­ნას­ტერ­ში მო­ა­თავ­სეს.
  ბევ­რნი ედა­ვე­ბოდ­ნენ წმი­და მაქ­სი­მეს. მათ შო­რის იყ­ვნენ სე­ნა­ტო­რე­ბი, ეპის­კო­პო­სე­ბი. ზო­გი­ერ­თი ცდი­ლობ­და აშ­კა­რად ეკარ­ნა­ხა მის­თვის, რო­გო­რი ფორ­მუ­ლი­რე­ბით შე­ეძ­ლო და­ეც­ხრო მე­ფის მრის­ხა­ნე­ბა და არც რა­ი­მე ვალ­დე­ბუ­ლე­ბა ეკის­რა.  მაგ­რამ წმი­და მაქ­სი­მე შე­უ­ვა­ლი აღ­მოჩ­ნდა და მრუ­დე გზა­ზე შედ­გო­მას არა და არ და­თან­ხმდა. მა­შინ იგი მარ­მა­რი­ლოს ზღვის ნა­პი­რას პერ­ვე­რა­ში გა­და­ა­სახ­ლეს, სა­დაც ორი წე­ლი დაჰ­ყო. აქ წმი­და მა­მას ათას­გვა­რად ავიწ­რო­ებ­დნენ, დევ­ნიდ­ნენ, მაგ­რამ იგი მტკი­ცედ იცავ­და და წე­რი­ლო­ბით სხვებ­საც უზი­ა­რებ­და ჭეშ­მა­რი­ტე­ბას. თუ ვინ­მე გა­ბე­დავ­და და გა­და­სახ­ლე­ბულს ფა­რუ­ლად მო­ი­ნა­ხუ­ლებ­და, მას წმი­და მა­მა თა­ვი­სი სიტ­ყვე­ბით ამ­ხნე­ვებ­და.
  მა­ინც ვერ იყ­ვნენ მშვი­დად მო­ნო­თე­ლი­ტო­ბის მე­თა­უ­რე­ბი. და­უ­მორ­ჩი­ლე­ბე­ლი და მარ­თმა­დი­დებ­ლო­ბის უტე­ხი მცვე­ლის სა­ხე მათ მოს­ვე­ნე­ბას არ აძ­ლევ­და, სინ­დის­სა და შეგ­ნე­ბას უშ­ფო­თებ­და, გა­რეგ­ნუ­ლად მიღ­წე­ულ წარ­მა­ტე­ბა­თა მოჩ­ვე­ნე­ბი­თო­ბას შე­ახ­სე­ნებ­და. წმი­და მაქ­სი­მე კვლავ სა­მე­ფო ქა­ლაქ­ში იხ­მეს, სა­დაც მე­ფის დი­დე­ბუ­ლებ­მა _ სერ­გიმ და ტრო­ი­ლემ და­კით­ხეს.
  რო­ცა დარ­წმუნ­დნენ, რომ წმი­და მაქ­სი­მე ურ­ყე­ვად იცავ­და ჭეშ­მა­რი­ტე­ბას, მა­შინ იგი იმ­პე­რა­ტო­რის ბრძა­ნე­ბით სას­ტი­კად აწა­მეს, ენა ამოგ­ლი­ჯეს, მარ­ჯვე­ნა ხე­ლის მტე­ვა­ნი ჯერ ჩა­ქუ­ჩით და­უმ­ტვრი­ეს, მე­რე კი ხე­ლი იდაყ­ვამ­დე მო­აჭ­რეს. ცოც­ხალ­მკვდა­რი წა­მე­ბუ­ლი ორი მო­წა­ფის, ორი ანას­ტა­სის თან­ხლე­ბით გა­და­ა­სახ­ლეს და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. აქ, სქი­მა­რის საპ­ყრო­ბი­ლე­ში წმი­და მაქ­სი­მემ სა­მი წე­ლი დაჰ­ყო. ბო­ლოს იგი ღირ­სი შე­იქ­ნა მაც­ხოვ­რის სას­წა­უ­ლებ­რი­ვი გა­მოც­ხა­დე­ბი­სა და ეუწ­ყა მო­ახ­ლო­ე­ბუ­ლი აღ­სას­რუ­ლი. ღვთის ხილ­ვით ნუ­გეშ­ცე­მუ­ლი წმი­და მაქ­სი­მე 662 წლის 13 აგ­ვის­ტოს 78 წლი­სა მი­იც­ვა­ლა.
  ასე­თია სქე­მა­ტუ­რი სა­ხე ღირ­სი მა­მის ცხოვ­რე­ბი­სა. ახ­ლა კი მსურს თქვე­ნი ყუ­რად­ღე­ბა წმინ­და­ნის ცხოვ­რე­ბის ზო­გი­ერთ ეპი­ზოდს მი­ვაპ­ყრო.
   პირ­ველ­ყოვ­ლი­სა, ყუ­რად­ღე­ბა მი­აქ­ცი­ეთ იმას, რომ წმი­და მაქ­სი­მეს არ ჰქონ­და იე­რარ­ქი­უ­ლი ხა­რის­ხი. ის უბ­რა­ლო ბე­რი იყო, თუმ­ცა მან შეძ­ლო ღირ­სე­უ­ლად და­ეც­ვა მაც­ხოვ­რის ბუ­ნე­ბის შე­სა­ხებ მარ­თლმა­დი­დებ­ლურ-ეკ­ლე­სი­უ­რი სწავ­ლე­ბა. მრა­ვა­ლი წე­რი­ლით, ყვე­ლა მარ­თლმა­დი­დებ­ლურ ქვე­ყა­ნა­ში რომ დაგ­ზავ­ნა, აგ­რეთ­ვე, პი­რა­დი ზე­გავ­ლე­ნი­თაც იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არქ სოფ­რო­ნი­ზე, აფ­რი­კის ეპის­კო­პოს­ზე და გან­სა­კუთ­რე­ბით რო­მის პაპ­ზე _ მარ­ტი­ნე­ზე, დი­დი ღვაწ­ლი გას­წია წმი­და ბერ­მა. უშუ­ა­ლოდ მი­სი გავ­ლე­ნით აფ­რი­კის ეპის­კო­პო­სებ­მა ერ­თხმად დაგ­მეს აღ­ნიშ­ნუ­ლი მწვა­ლებ­ლო­ბა. წმი­და მაქ­სი­მეს შთა­გო­ნე­ბით მო­იწ­ვია კრე­ბა პაპ­მა მარ­ტი­ნემ და ანა­თე­მას გა­დას­ცა იმ­პე­რა­ტო­რის ედიქ­ტი, მთე­ლი მო­ნო­თე­ლი­ტუ­რი სწავ­ლე­ბა.
   ამ­რი­გად, უბ­რა­ლო ბე­რი მარ­თლმა­დი­დე­ბელ­თა და მო­ნო­თე­ლიტ­თა ორ­თაბ­რძო­ლის შუ­ა­გულ­ში აღ­მოჩ­ნდა. ის, ვინც არა­ნა­ი­რი იე­რარ­ქი­უ­ლი ხა­რისხს არ ფლობ­და, თვით პატ­რი­არ­ქებ­სა და ეპის­კო­პო­სებს აძ­ლი­ე­რებ­და ამ ბრძო­ლა­ში.
   ყო­ვე­ლი­ვე ზე­მოთ­ქმუ­ლი მა­ინც მე­ცო­ტა­ვე­ბა. მსურს უფ­რო მკა­ფი­ოდ წარ­მო­გი­ჩი­ნოთ მდგო­მა­რე­ო­ბა, რო­მელ­შიც იმ­ყო­ფე­ბო­და წმი­და მაქ­სი­მე. მო­ვიყ­ვან მი­სი ცხოვ­რე­ბის ცალ­კე­ულ ფაქ­ტებს, და­კით­ხვას­თან  და­კავ­ში­რე­ბულს.
   უც­ნო­ბე­ბი წმი­და მაქ­სი­მე აღ­მსა­რე­ბელ­თან საპ­ყრო­ბი­ლე­ში მი­ვიდ­ნენ, ვით იმ­პე­რა­ტო­რის წარ­გზავ­ნი­ლე­ბი და ჰკით­ხეს:
   _ `რო­მე­ლი ეკ­ლე­სი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ხარ, ბი­ზან­ტი­ის, რო­მის, ან­ტი­ო­ქი­ის, ალექ­სან­დრი­ის თუ იე­რუ­სა­ლი­მის? ვი­ნა­ი­დან ყვე­ლა ეს ეკ­ლე­სია ერ­თო­ბა­შია, შენც, თუ­კი კა­თო­ლი­კე ეკ­ლე­სი­ას მი­ე­კუთ­ვნე­ბი, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ წა­მო­დი ჩვენ­თან, ჩვენს გვერ­დით იყა­ვი, თუ არ გსურს გა­და­გა­სახ­ლონ და გა­ნი­ცა­დო ის, რა­საც არც ელი~.
  წმი­და მა­მამ უპა­სუ­ხა:
  _ `ქრის­ტე ღმერ­თმა კა­თო­ლი­კე ეკ­ლე­სია უწო­და ჭეშ­მა­რი­ტი და მაც­ხოვ­ნე­ბე­ლი აღ­მსა­რებ­ლო­ბის შემ­ცველს, დამ­ტევს. ასე­თი აღ­მსა­რებ­ლო­ბი­სათ­ვის მან პეტ­რე­საც უწო­და ნე­ტა­რი და ამ ჭეშ­მა­რი­ტე­ბა­ზე აღ­გვით­ქვა მსოფ­ლიო ეკ­ლე­სი­ის და­ფუძ­ნე­ბა (მათ. 16, 17-18). მაგ­რამ მე მსურს მო­ვის­მი­ნო თქვე­ნი აღ­მსა­რებ­ლო­ბის ში­ნა­არ­სი, რომ­ლის სა­ფუძ­ველ­ზეც, რო­გორც თქვენ ამ­ბობთ, ურ­თი­ერ­თკავ­შირ­შია ყვე­ლა ეკ­ლე­სია.თუ ეს ში­ნა­არ­სი არ ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბა ჭეშ­მა­რი­ტე­ბას, მა­შინ მეც არ უარ­ვყოფ მას~.
   წმი­და მა­მამ მცდა­რი სწავ­ლე­ბა მო­ის­მი­ნა უფალ იე­სო ქრის­ტეს ნე­ბის შე­სა­ხებ. მან წარ­მოგ­ზავ­ნილთ, რა თქმა უნ­და, მი­უ­თი­თა ცდო­მი­ლე­ბა­ზე და მი­უ­გო:
  _ `მე არ შე­მიძ­ლია ამის აღი­ა­რე­ბა, წმი­და მა­მე­ბის­გან მსგავ­სი არა­ფე­რი მის­წავ­ლია. თქვენ კი, ვით ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე­ნი, მო­ი­ქე­ცით ისე, რო­გორც გე­ნე­ბოთ~.
   სხვა დროს, და­კით­ხვი­სას, ეპის­კო­პოს­მა თე­ო­დო­სიმ წმი­და მაქ­სი­მეს უთ­ხრა:
  _ `იმ­პე­რა­ტორ­სა და პატ­რი­არქს შენ­გან პირ­ველ­ყოვ­ლი­სა სურთ გა­ი­გონ, თუ რა­ტომ გა­ურ­ბი­ხარ კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის ეკ­ლე­სი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას?~
  წმი­და მა­მამ უპა­სუ­ხა:
  _ `სა­ნამ იქ არის ერე­ტი­კუ­ლი საც­დუ­რე­ბი, არი­ან ერე­ტი­კო­სი არ­ქი­ე­პის­კო­პო­სე­ბი, ვე­რა­ნა­ი­რი სიტ­ყვა და საქ­მე ვერ და­მარ­წმუ­ნებს, რომ ოდეს­მე მა­ინც შევ­ძლებ ასეთ ეკ­ლე­სი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბას~.
   ამ სა­უბ­რი­სას ახ­სე­ნეს რომ­ში წმი­და მაქ­სი­მეს ინი­ცი­ა­ტი­ვით შემ­დგა­რი კრე­ბა, რო­მელ­ზეც ნე­ტარ­მა პაპ­მა მარ­ტი­ნემ ანა­თე­მას გა­დას­ცა მო­ნო­თე­ლი­ტო­ბა. შემ­დგომ ამი­სა ეპის­კო­პოს­მა თე­ო­დო­სიმ  თქვა:
   _ `ამ კრე­ბას არა­ნა­ი­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არა აქვს, რად­გან ის მე­ფის ბრძა­ნე­ბით არ იყო მოწ­ვე­უ­ლი~.
   წმინ­დან­მა უპა­სუ­ხა:
  _ `აღი­ა­რე­ბუ­ლი მხო­ლოდ მე­ფის მი­ერ მოწ­ვე­უ­ლი კრე­ბე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბე­ბი რომ იყოს, მა­შინ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბა არ იარ­სე­ბებ­და. გა­იხ­სე­ნეთ მე­ფის ბრძა­ნე­ბით მოწ­ვე­უ­ლი კრე­ბე­ბი, სა­დაც მკრე­ხე­ლუ­რი სწავ­ლე­ბე­ბი დად­გინ­და, რომ ძე ღვთი­სა არ არის ერ­თარ­სი მა­მა ღმერ­თი­სა და ა.შ. ასე­თი კრე­ბე­ბი იყო: პირ­ვე­ლი – ტირ­ში, მე­ო­რე – ან­ტი­ო­ქი­ა­ში, მე­სა­მე – სე­ლევ­კი­ა­ში, მე­ოთ­ხე – კონ­სტან­ტი­ნო­პოლ­ში, ევ­დოქ­სი არი­ა­ნე­ლის დროს, მე­ხუ­თე – ნი­კე­ა­ში, მე­ექ­ვსე – სი­რი­ა­ში, ხო­ლო გარ­კვე­უ­ლი ხნის მე­რე მეშ­ვი­დე _ ეფე­სო­ში დი­ოს­კო­რეს ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. მარ­თა­ლია, ეს კრე­ბე­ბი მე­ფის ბრძა­ნე­ბით მო­იწ­ვი­ეს, მაგ­რამ  დღეს ყვე­ლა მათ­გა­ნი უარ­ყო­ფი­ლია და დაგ­მო­ბი­ლი, ანა­თე­მას გა­და­ცე­მუ­ლი. ასე იმი­ტომ მოხ­და, რომ ამ კრე­ბებ­ზე მი­ი­ღეს ჭეშ­მა­რი­ტი სარ­წმუ­ნო­ე­ბის სა­პი­რის­პი­რო, ღვთის­მბრძო­ლი დად­გე­ნი­ლე­ბე­ბი. ისიც სა­კით­ხა­ვია: რა­ტომ არ უარ­ყოფთ იმ კრე­ბას, რო­მელ­მაც პავ­ლე სა­მა­ო­სა­ტე­ლი ანა­თე­მას გა­დას­ცა? ის ხომ მე­ფეს არ მო­უწ­ვე­ვია და მე­თა­უ­რობ­დნენ: დი­ო­ნი­სე, რო­მის პა­პი, დი­ო­ნი­სე ალექ­სან­დრი­ე­ლი და გრი­გოლ საკ­ვირ­ველ­თმოქ­მე­დი?! მაგ­რამ ამ კრე­ბის დად­გე­ნი­ლე­ბე­ბი მყა­რია და უცი­ლო­ბე­ლი, შე­უ­და­ვე­ბე­ლი. მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ჭეშ­მა­რი­ტად და წმი­დად აღი­ა­რებს მხო­ლოდ იმ კრე­ბებს, რო­მელ­ზეც ჭეშ­მა­რი­ტი დოგ­მა­ტე­ბია დად­გე­ნი­ლი.
   თქვენ­თვის ისიც ცნო­ბი­ლია, რომ ყვე­ლა ქრის­ტი­ა­ნულ ქვე­ყა­ნა­ში ად­გი­ლობ­რი­ვი კრე­ბა წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ უნ­და გა­ი­მარ­თოს. ასეა სა­ჭი­რო მაც­ხოვ­ნე­ბე­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბის და­სა­ცა­ვად, აგ­რეთ­ვე, იმის გა­მო­სას­წო­რებ­ლად, რაც უთუ­ოდ გა­მო­სას­წო­რე­ბე­ლია. მაგ­რამ ეკ­ლე­სი­ის კა­ნო­ნებ­ში არა­ფე­რია ნათ­ქვა­მი მე­ფის ბრძა­ნე­ბის შე­სა­ხებ~.
   რო­დე­საც წმი­და მაქ­სი­მეს მოს­თხო­ვეს წი­ნას­წარ და­თან­ხმე­ბო­და შეს­რუ­ლე­ბას მე­ფის ბრძა­ნე­ბი­სა, რომ­ლის ში­ნა­არსს მე­რე­ღა შე­ატ­ყო­ბი­ნებ­დნენ, ბერ­მა თქვა:
  _ `ვი­ნა­ი­დან თქვენ არ გსურთ მით­ხრათ, რა სურს მე­ფეს, მა­შინ მე ღვთი­სა და ან­გე­ლო­ზე­ბის წი­ნა­შე გან­ვაც­ხა­დებ შემ­დეგს: თუ მე­ფე რა­ი­მე ისეთს მიბ­რძა­ნებს, რა­საც დრო­ე­ბი­თი და წარ­მა­ვა­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბა გა­აჩ­ნია, თან ღვთის­თვი­საც სათ­ნოა და სუ­ლის მა­რა­დი­უ­ლი ცხო­ნე­ბი­სათ­ვის უვ­ნე­ბე­ლი, მა­შინ შე­ვას­რუ­ლებ~.
   დად­გა მო­რი­გი და­კით­ხვის დრო. მე­ფის დი­დე­ბუ­ლე­ბი სერ­გი და ტრო­ი­ლე ყვე­ლა­ზე მე­ტად იმის გა­გე­ბას ცდი­ლობ­დნენ, თუ ად­რე რა სა­ბუ­თე­ბით და­არ­წმუ­ნა მაქ­სი­მემ პატ­რი­არ­ქი პი­რო­სი მო­ნო­ფი­ზი­ტო­ბას გან­დგო­მო­და და მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა მი­ე­ღო. წმინ­დან­მა მი­უ­გო:
  _ `აქ რომ ის წიგ­ნე­ბი მქონ­დეს, სა­დაც ჩე­მი და პი­რო­სის სა­უბ­რე­ბი ჩა­ვი­წე­რე, სი­ა­მოვ­ნე­ბით გი­პა­სუ­ხებ­დით. მაგ­რამ წიგ­ნე­ბი წა­მარ­თვეს, ში­ნა­არსს კი მხო­ლოდ ნა­წი­ლობ­რივ თუ აღ­ვად­გენ. თუმ­ცა სა­უბ­რებ­ში ჩე­მი მო­გო­ნი­ლი არც არა­ფე­რი იყო. ყვე­ლა­ფერს საღ­მრთო წე­რი­ლი­სა და წმი­და მა­მა­თა ნა­წე­რებ­ში ნა­ხავთ~.
   მა­შინ წმი­და მაქ­სი­მეს ამ­პარ­ტავ­ნე­ბა­ში დას­დეს ბრა­ლი:
  _ `შენ გგო­ნია, რომ ერ­თა­დერ­თი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი ხარ, რო­მე­ლიც ცხონ­დე­ბა, სხვე­ბი კი ყვე­ლა­ნი წარ­წყმე­დის­თვის გან­წი­რუ­ლი მწვა­ლებ­ლე­ბი გგო­ნი­ვართ~.
  _ `არა,  _ მი­უ­გო წმი­და მა­მამ, _ რო­დე­საც ბა­ბი­ლონ­ში ოქ­როს კერპს ყვე­ლა თაყ­ვანს სცემ­და, წმი­და სა­მი ყრმა არა­ვის გა­ნი­კით­ხავ­და. ისი­ნი მხო­ლოდ იმას ფიქ­რობ­დნენ, თვი­თონ არ გან­დგო­მოდ­ნენ ჭეშ­მა­რიტ სარ­წმუ­ნო­ე­ბას. ასე­ვე და­ნი­ე­ლი, ლომ­თა ორ­მო­ში ჩაგ­დე­ბუ­ლი, არ გა­ნი­კით­ხავ­და მათ, ვინც მე­ფის ბრძა­ნე­ბა შე­ას­რუ­ლა და ჭეშ­მა­რი­ტი ღმერ­თის თაყ­ვა­ნის­ცე­მა და­უ­ტე­ვა. იგი მხო­ლოდ სა­კუ­თა­რი სინ­დი­სის წმი­დად დაც­ვას ცდი­ლობ­და და ჭეშ­მა­რი­ტი ღმერ­თის წი­ნა­შე შე­ცო­დე­ბას სიკ­ვდი­ლი უჯობ­და. მეც ღმერ­თმა და­მი­ფა­როს გან­კით­ხვის ან იმის ფიქ­რის­გან, რომ მხო­ლოდ მე ერ­თი ვცხონ­დე­ბი, მაგ­რამ სიკ­ვდი­ლი მირ­ჩევ­ნია მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი სარ­წმუ­ნო­ე­ბი­სა­გან გა­დახ­ვე­ვას~.
   მა­შინ სერ­გიმ და ტრო­ი­ლემ წმინ­დანს შე­ახ­სე­ნეს, რომ Mმთელ­მა ქრის­ტი­ა­ნულ­მა სამ­ყა­რომ აღი­ა­რა კონ­სტან­ტი­ნო­პო­ლის მო­ნო­თე­ლი­ტი პატ­რი­არ­ქი, აღ­მო­სავ­ლე­თის ყვე­ლა პატ­რი­არ­ქმა და­ამ­ყა­რა მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ხო­ლო რო­მის პა­პის სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მი­სი თა­ნამ­წირ­ვე­ლე­ბი გახ­დნენ და ეზი­არ­ნენ კი­დეც მას­თან ერ­თად. ამ­გვა­რად, მთელ მსოფ­ლი­ო­ში მარ­ტოა ბე­რი მაქ­სი­მე, ერ­თა­დერ­თი ის არ ცნობს პატ­რი­არქს.
   Aა­მა­ზე წმი­და მაქ­სი­მეს პა­სუ­ხი ასე­თი იყო;
  _ `მთე­ლი მსოფ­ლი­ოც რომ ეზი­ა­როს მო­ნო­თე­ლიტ პატ­რი­არ­ქთან ერ­თად, მე მა­ინც არ ვე­ზი­ა­რე­ბი, რად­გან ვი­ცი, რაც სუ­ლიწ­მი­დი­სა­გან პავ­ლე მო­ცი­ქუ­ლის პი­რით გვემ­ცნო: ან­გე­ლო­ზე­ბიც კი შეჩ­ვე­ნე­ბულ იყ­ვნენ, თუ­კი რა­ი­მე სხვა, არას­წორ ხა­რე­ბას გვა­ხა­რე­ბენ~.
   მა­შინ სერ­გიმ უთ­ხრა:
  _ `მარ­ტო შენ აბ­რკო­ლებ სხვებს, მრა­ვალთ შენს გა­მო არ სურთ აქა­ურ ეკ­ლე­სი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა~.
   წმი­და მაქ­სი­მემ მი­უ­გო:
  _ `მაგ­რამ ვინ და­ა­მოწ­მებს, რომ ვინ­მეს ვუბ­რძა­ნე გა­ეწ­ყვი­ტა კავ­ში­რი ბი­ზან­ტი­ის ეკ­ლე­სი­ას­თან?~
   პა­სუ­ხად სერ­გიმ უთ­ხრა:
  _ `ის ფაქ­ტი, რომ შენ არა გაქვს ამ ეკ­ლე­სი­ას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა, ყვე­ლა­ზე ძლი­ერ მოქ­მე­დებს ხალ­ხზე~.
   ამის შემ­დეგ ბერს კი­დევ ერ­თხელ ჰკით­ხეს:
  _ `შე­მოხ­ვალ ბო­ლოს და ბო­ლოს ჩვენს ერ­თო­ბა­ში თუ არა?~
  _ `არ შე­მო­ვალ~, _ უპა­სუ­ხა წმი­და მა­მამ.
   ამ­ჯე­რად ღირ­სი მაქ­სი­მე აღ­მსა­რებ­ლის ცხოვ­რე­ბის ზე­მო­აღ­წე­რი­ლი ეპი­ზო­დე­ბით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბით. მსურს, აგ­რეთ­ვე, აღ­ვნიშ­ნო რამ­დე­ნი­მე გა­რე­მო­ე­ბა, რო­მე­ლიც არ­სე­ბი­თად და­კავ­ში­რე­ბუ­ლია ჩემს ბო­ლო წე­რი­ლებ­თან.
   პირ­ველ­ყოვ­ლი­სა, თქვენ და­ი­ნა­ხეთ, რომ წმი­და მაქ­სი­მე იყო უბ­რა­ლო ბე­რი, მაგ­რამ რე­ლი­გი­ურ სა­კით­ხზე კა­მა­თი­სას იგი არა­ვი­თარ ან­გა­რიშს არ უწევ­და არც სა­ე­რო ხე­ლი­სუფ­ლე­ბის დიდ­ჩი­ნოს­ნებს, არც სა­სუ­ლი­ე­რო წო­დე­ბის მა­ღალ იე­რარ­ქებს. მი­სი ცხოვ­რე­ბი­დან ისიც გა­მოჩ­ნდა, რომ არც რო­მის პა­პი მარ­ტი­ნე გახ­ლდათ მის თვალ­ში გა­დამ­წყვე­ტი ავ­ტო­რი­ტე­ტი. პი­რი­ქით, პა­პი თით­ქოს თვი­თონ­ვე ეყ­რდნო­ბო­და ბერს. აკი სწო­რედ ამ ბერ­მა აფიქ­რე­ბი­ნა ეკ­ლე­სი­ის მეს­ვე­ურს კრე­ბის მოწ­ვე­ვა. კრე­ბა­ზე კი, რო­გორც ვი­ცით, პაპ­მა ანა­თე­მას გა­დას­ცა მო­ნო­თე­ლი­ტუ­რი მწვა­ლებ­ლო­ბა.
   ყო­ვე­ლი­ვეს მი­უ­ხედ­ვად, მაქ­სი­მე აღ­მსა­რე­ბე­ლი გახ­და მთა­ვა­რი ფი­გუ­რა, ვის გარ­შე­მოც გა­ჩაღ­და და­უნ­დო­ბე­ლი ბრძო­ლა ერეს­სა და მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბას შო­რის. მი­სი პი­როვ­ნე­ბა, ვით ცენ­ტრი ერ­თგვა­რი, ირეკ­ლავ­და იმ დრო­ის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნეს სუ­ლი­ერ ორ­თაბ­რძო­ლა­თა შუქ­ჩრდი­ლებს და წყვეტ­და კი­დეც ნათ­ლის ბედს. ერე­ტი­კო­სი პატ­რი­არ­ქე­ბი და ეპის­კო­პო­სე­ბი, ბი­ზან­ტი­ის სა­მე­ფო კა­რი და თა­ვად იმ­პე­რა­ტო­რი დი­დად არც იე­რუ­სა­ლი­მის პატ­რი­არქ სოფ­რო­ნის უწევ­დნენ ან­გა­რიშს და არც რო­მის პაპს მარ­ტი­ნეს. მათ სუ­ლაც არ გაძ­ნე­ლე­ბი­ათ ამ ორი მა­ღა­ლი იე­რარ­ქის გა­და­სახ­ლე­ბა და არც იმის გა­მო შე­წუ­ხე­ბუ­ლან, რომ თვით პატ­რი­არ­ქებ­თან ჰქონ­დათ უთან­ხმო­ე­ბა.
   მხო­ლოდ ერ­თი _ ბე­რი მაქ­სი­მე იპ­ყრობ­და მათ ყუ­რად­ღე­ბას და იწ­ვევ­და სი­ძულ­ვილ­საც კი. ერე­ტი­კო­სე­ბი არა მარ­ტო იმას აც­ნო­ბი­ე­რებ­დნენ, რომ ყვე­ლა­ფე­რი მაქ­სი­მე­ზე იყო და­მო­კი­დე­ბუ­ლი; ისი­ნი იმის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­საც გრძნობ­დნენ, ყვე­ლას­თვის ეთ­ქვათ, გა­ემ­ხი­ლათ ეს გა­რე­მო­ე­ბა და მარ­თლაც ხმა­მაღ­ლა აც­ხა­დებ­დნენ ამის შე­სა­ხებ. თუU მაქ­სი­მე მათ შე­უ­ერ­თდე­ბო­და, მა­შინ დას­რულ­დე­ბო­და, დაგ­ვირ­გვინ­დე­ბო­და საქ­მე, დაწ­ყნარ­დე­ბო­და მსოფ­ლიო, ვი­ნა­ი­დან მრევ­ლი დაკ­ვირ­ვე­ბით ადევ­ნებ­და თვალს, რა გზით ვი­დო­და ღვთის რჩე­უ­ლი ბე­რი. მრევ­ლი სწო­რედ მას ენ­დო­ბო­და, მას­ში ხე­დავ­და ღვთის მო­უს­ყი­დავ მსა­ხურ­სა და ჭეშ­მა­რი­ტე­ბის ერ­თგულ აღ­მსა­რე­ბელს. არ შემ­ცდა­რან მიმ­ნდო­ბელ­ნი _ წმი­და მაქ­სი­მე არც თხოვ­ნას და­ნე­ბე­ბია, არც საც­დურს და არც მუ­ქა­რას. და­კით­ხვე­ბით და­ტან­ჯუ­ლი და გა­და­სახ­ლე­ბე­ბით გვე­მუ­ლი, 80 წელს მი­ტა­ნე­ბუ­ლი მოძ­ღვა­რი ურ­ყე­ვად დად­გა და სულ­გრძე­ლად და­ით­მი­ნა მრა­ვალ­რიც­ხო­ვა­ნი მტრის სი­სას­ტი­კე. ღვთივ­კურ­თხე­უ­ლი მა­მის გა­უბ­ზა­რა­ვი, და­უმ­სხვრე­ვე­ლი სუ­ლის სი­მაგ­რეს შე­ემ­სხვრა თით­ქოს იმ დროს აზ­ვირ­თე­ბუ­ლი მწვა­ლებ­ლო­ბის მღვრიე ტალ­ღე­ბი.
   რო­გო­რი მო­უდ­რე­კე­ლი რწმე­ნა, სა­ო­ცა­რი სიმ­ტკი­ცე და ნა­თე­ლი ხედ­ვა ჭეშ­მა­რი­ტე­ბი­სა ცხად­ყო წმი­და მა­მის ცხოვ­რე­ბამ.
   ამით და­ვას­რუ­ლებ, თუმ­ცა მსურ­და მეთ­ქვა გა­ცი­ლე­ბით მე­ტი ამ ნე­ტა­რი მა­მის სიტ­ყვე­ბი­სა და საქ­მე­ე­ბის შე­სა­ხებ. ვი­მე­დოვ­ნებ, რომ ჯე­როვ­ნად და სა­თა­ნა­დოდ თა­ვა­დაც და­ას­კვნით.
 
 მომ­ზა­დე­ბუ­ლია ახალ­მო­წა­მე მი­ხე­ილ ნო­ვო­სე­ლო­ვის წიგ­ნის  `პის­მა კ დრუ­ზი­ამ~ მი­ხედ­ვით.
 


უკან დაბრუნება