მთავარი > მნიშვნელოვანი თემები, კალენდარი, მთავარი გვედის ფოტო > 2000 (14 დეკემბერი) წლის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის ოქმი

2000 (14 დეკემბერი) წლის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის ოქმი


19-07-2016, 10:28

2000 (14 დეკემბერი) წლის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომის ოქმი

 

14 დეკემბერი, 2000 წელი, თბილისი


   2000 წლის 14 დეკემბერს, საქართველოს საპატრიარქოში შედგა წმი-და სინოდის სხდომა, რომელზეც რამდენიმე აქტუალური საკითხი იქნა განხილული.

   უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II ისაუბრა საქართველოს ეკლესიის საქმიანობაზე, მის სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასა და რიგ სულიერ საკით-ხებზე.

   მან დადებითად შეაფასა სასულიერო სასწავლებლების მუშაობა და საქართველოში სულიერი განათლების სფეროში იმ ურთიერთობის შესახებ, რაც დამყარდა სასულიერო და საერო სასწავლებლებს შორის, აღინიშნა ისიც, რომ ბოლო დროს რეგულარულად ხდება სკოლების დალოცვა და იქ რელიგიური შინაარსის კონფერენციების ჩატარება. ასევე დადებითი შეფასება მიეცა საპატრიარქოს საგამომცემლო განყოფილების მუშაობას და მის მიერ დაარსებული ჟურნალ-გაზეთების როლს ინტელიგენციისა და საერთოდ, საზოგადოების ფართო მასების ეკლესიასთან დაახლოების საქმეში.

   კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II აღნიშნა, რომ მიუხედავად საერთო მძიმე ეკონომიკური მდგომარეობისა, ქვეყანაში მრავალი ეკლესია-მონასტერი იგება და მათი რიცხვი იმდენად დიდია, რომ ჩვენს ისტორიას არ ახსოვს ერთდროულად ამდენი ტაძარი აშენებულიყოს. ეს კი დასტურია ჩვენი ხალხის სულიერებისა და სიმტკიცისა, ღვთისადმი ჩვენი სიყვარულისა და საქართველოს სულიერი გაბრწ-ყინების დასაწყისისა. აღინიშნა ისიც, რომ ეკლესიის მხრიდან ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რათა ხალხის მდგომარეობა გაუმჯო-ბესდეს. ამ მიზნით, სინოდის წევრებს დაევალათ, მეტი ყურადღება დაუთმონ სოფლის მეურნეობის განვითარებას თავიანთ ეპარქიებში.

   II. ტაძრების მშენებლობებში დაშვებულ სერიოზულ არქიტექტუ-რულ დარღვევებთან დაკავშირებით ისაუბრა ხუროთმოძღვრების ცენტრის თავმჯდომარემ, ალავერდელმა მიტროპოლიტმა დავითმა (მახარაძემ) და მღვდელმთავრებს მოუწოდა, თავიანთ ეპარქიებში გამოყონ პიროვნება, რომელიც აღნიშნული ცენტრის მიერ მიიღებს მითითებებს – ეპარქიაში ტაძრების მშენებლობასთან, მათ მოწყობასა და მოხატვასთან დაკავშირებით, რათა სერიოზულ დარღვევებს ადგილი აღარ ჰქონდეს.

  III. წმიდა სინოდის გაეცნო ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის კონსტიტუციური შეთანხმების კანონპროექტს – „კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამეტებების შეტანის შესახებ".

  კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II აღნიშნა ამ შეთანხმების დიდი მნიშვნელობა ერისა და ეკლესიის სულიერი განმტკიცებისა და ეკლესიის ავტორიტეტის ამაღლების საქმეში. რადგან კონსტიტუციის დონეზე სამართლებრივად მოწესრიგდება სახელწმიფოსა და ეკლე-სიას შორის ურთიერთობა და განისაზღვრება მისი სტატუსი, ამდენად მისი დამტკიცება მნიშვნელოვანი მოვლენა იქნება საქართველოს ისტორიაში.

  IV. წმიდა სინოდმა იმსჯელა სოფლებში სამღვდელოების მეტად მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ (მღვდელმთავრებმა თავიანთი ეპარქიების მაგალითზე ისაუბრეს, თუ რა სახის დახმა-რებები შეიძლება გაეწიოს) და განაჩინა:

   ეპარქიებში, სოფლის სამღვდელოებისათვის დაარსდეს დახმარების ფონდი. შემოწირულობის სახით მასში მონაწილეობა უნდა მიიღო ეპარქიის ყველა ეკლესიამ, სამღვდელოებამ და მრევლმა;

   დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს სოფლის მეურნეობის განვი-თარებას;

   ეპარქიებში უნდა შეიქმნას მცირე საწარმოები და მოგების ნაწილი უნდა მიეცეს სამღვდელოების დახმარების ფონდს.

   V. წმიდა სინოდმა განიხილა მოუნათლავად გარდაცვლილ ჩვილთა და მუცელში მოწყვეტილთა ცხოვნების საკითხი.

   წმიდა სინოდმა განაჩინა: პიროვნების სულის ცხოვნების შესახებ ეკლესიური მოძღვრება გვასწავლის, რომ ცხოვნებისათვის აუცილე-ბელია ცოდვების მიტევება. წმ. იოანეს სახარებაში წერია: „უკეთუ ვინმე არა იშვეს მეორედ, ვერ ხელეწიფების ხილვად სასუფეველი ღმრთისა" (იოანე 3.3).

   მეორედ შობა ნიშნავს ახალი ადამიანის სულიერ დაბადებას. სარ-წმუნოების სიმბოლოს IX მუხლის მიხედვით, ცოდვათა მიტევება შესაძლებელია ნათლისღებით: „აღვიარებ ერთსა ნათლისღებასა მოსატევებელად ცოდვათა" – კართაგენის საეკლესიო კრების 110-ე მუხლის თანახმად ჩვილებიც ნათელს იღებენ ცოდვათა მისატევებ-ლად". ამ კანონით კართაგენის საეკლესიო კრება გვახსენებს, რომ ყოველ პიროვნებას, გარდა პირადი ცოდვებისა, გააჩნია აგრეთვე ადამისმიერი ანუ პირველქმნილი ცოდვაც. აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ჩვილებიც, რომელთაც არ გააჩნიათ პირადი ცოდვები, საჭიროებენ ნათლისღებას, რათა განიწმიდონ პირველ-ქმნილი ცოდვისაგან.

   სახარების მიხედვით ნათლისღებაში იგულისხმება ასევე ჯვარცმა და სიკვდილი. უფალი ბრძანებს: „სასუმელი სამე ჩემი შესუათ, და ნათლისღება, რომელი მე ნათელ ვიღო, ნათელ-იღოთ…" (მათე 20,23). ამიტომ, ქრისტესათვის წამებულნი, რომელთაც არ ჰქონდათ მიღე-ბული წყლით ნათლობა, ღვთის მადლით განიწმინდებიან ცოდვათა-გან, ანუ იშვებიან მეორედ და ისევე, როგორც ნათელღებულნი, დაიმკვიდრებენ ცათა სასუფეველს ანუ ცხონდებიან.

   ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეორედ შობის ანუ ცოდ-ვათაგან განწმენდის გარეშე სასუფევლის დამკვიდრება ანუ სულის ცხონება შეუძლებელია.

   VI. წმიდა სინოდმა განიხილა მღვდელმოქმედება აკრძალული ეპი-სკოპოს ქრისტეფორეს (წამალაიძის) წერილი კათოლიკოს-პატრიარ-ქისა და წმ. სინოდისადმი და მისი პასუხები სინოდის მიერ დანიშ-ნული კომისიის თავმჯდომარის, აწ გარდაცვლილ მიტროპოლიტ კონსტანტინესგან (მელიქიძე) მისთვის დასმულ კითხვებზე.

   ვაინაიდან პასუხები სრულიად შეუსაბამოდ და არადამაკმაყოფილ-ებლად იქნა მიჩნეული, წმ. სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, ეპისკოპოსი ქრისტეფორე (წამალაიძე) დარჩეს მღვდელმოქმედების აკრძალვაში და, თანახმად დიდი სჯულის კანონისა, მიეცეს საბოლოო გაფრთხილება, რომ თუ იგი არ შეწყვეტს მღვდელმოქმედებას, სრუ-ლიად განიკვეთება სამღვდელო ხარისხიდან.

   VII. წმიდა სინოდმა იმსჯელა მე-2 ათასწლეულის დასასრულსა და მე-3 ათასწლეულის დასაწყისის აღნიშვნის შესახებ. ამ საკითხთან დაკავშირებით მოხსენება გააკეთა ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა ნიკოლოზმა.

   წმინდა სინოდმა განაჩინა: 2000 წლის დასასრული და მე-3 ათასწ-ლეულის დასაწყისი აღინიშნოს ერის საყოველთაო განწმენდით, ღვთისადმი მადლიერებით და მოყვასისადმი მოწყალებით.

   2001 წ. შობის საზეიმო დღესასწაული ღამისთევით ჩატარდეს წმ. სა-მების საკათედრო მშენებარე ტაძრის პირველ სართულზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II და წმიდა სინოდის წევრები.

   იესო ქრისტეს შობის 2000 წლისთავთან დაკავშირებით, წმიდა სინ-ოდი მიმართავს სრულიად საქართველოს: წმიდა მამები გვასწავლიან, რომ ღმერთი აერთიანებს, ხოლო ეშმაკი ჰყოფს, – ყველამ უნდა იცოდეს, ვინც ატარებს გათიშვისა და გაყოფის პოლიტიკას სახელ-მწიფოსა და ეკლესიაში, იგი ღალატობს ღმერთსა და სამშობლოს.

   ღმერთმა დალოცოს სრულიად საქართველო, ერთობა და ურთი-ერთსიყვარული განამტკიცოს ჩვენს შორის, ამინ.

 
 
Xareba.net - ის რედაქცია 

უკან დაბრუნება