მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ლიბერალი ამბობს: ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები უნდა ექვემდებარებოდნენ მსოფლიო პატრიარქს

ლიბერალი ამბობს: ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები უნდა ექვემდებარებოდნენ მსოფლიო პატრიარქს


21-07-2016, 00:07

 

 

 


მართლმადიდებლობა გვასწავლის:

 

პროფ. დიმიტრი ცელინგიდისი 

 

   ეკლესიის ერთიანობა მმართველობითი კუთხით, ხილულად, უმაღ-ლეს ადმინისტრაციულ დონეზე, უდავოდ მსოფლიო კრებებზე გამოიხატება. ეკლესიის თვითშეგნება დოგმატურად, მთელი სიზუს-ტით, კრებსითად და უცდომელად მათში ყალიბდება. კრებსითობის ზუსტი და მართებული ხასიათი მსოფლიო კრებათა განსაზღვრე-ბებშია შენარჩუნებული. მაგალითად, მოციქულთა კრებამ იერუსა-ლიმში განაცხადა: „ჯერ უჩნდა სულსა წმინდასა და ჩვენცა" (საქმე 15. 28), ან როგორც მსოფლიო კრებებზე ამბობდნენ: „ყველაფერში წმინდა მამათა კვალდაკვალ". ამრიგად, მღვდელმთავართა ნებისმიერ კრებას უნდა ამოძრავებდეს მამათა სწავლება: „წმინდა მამათა კვალდაკვალ". წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი მათი გადაწყვეტილება არა მხოლოდ არაკანონიკური, არამედ არსებულად მერყევი იქნება.

   ცალკეული თუ ყველა ადგილობრივი ეკლესია ჭეშმარიტ სწავლებას ეკლესიის სისავსის, დოგმატური თვითშეგნების საფუძველზე გამო-ხატავს. ამრიგად, მართლმადიდებელი ეკლესიის დოგმატური ცნობი-ერება ჭეშმარიტების გამოვლენის უზენაესი კრიტერიუმი გახლავთ. ე.ი. რომელიმე საერთომართლმადიდებლური კრების მსოფლიო მნიშვნელობის დასადგენად, საბოლოო, უცდომელ მსაჯულად ეკლე-სიის დოგმატური თვითშეგნებით, მისი წევრთა სისავსით გამოხა-ტული სწავლება გვევლინება.

   ზემოთ თქმულიდან ირკვევა, რომ მმართველობით სფეროში ეკლე-სიის ერთიანობა კანონიკური და არა მექანიკური ან დემოკრატიული ფორმით დგინდება. ჭეშმარიტი ერთიანობა, კრებსითობა სულიწმი-დის მეშვეობით ნარჩუნდება. ეს იმას ნიშნავს, რომ მმართველობითი კუთხით ეკლესიის ერთიანობა მორწმუნეთა ქრისტეს მისტიკურ სხეულში ონტოლოგიური და ღვთივსულიერი ერთობით სულიწმინ-დაში, ანუ ქრისტეს სხეულში გაერთიანებით ხორციელდება. ამდენად, საღვთისმეტყველო კუთხით დასაშვები და სულიერად სავალდებუ-ლოც გახლავთ ნებისმიერი მართლმორწმუნის მხრიდან ეკლესიის უმაღლეს ხელმძღვანელთა კრებსითი გადაწყვეტილებების გაპროტეს-ტება, თუკი ის „წმინდა მამათა კვალდაკვალ" სვლის პრინციპს არ შეესაბამება. ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ ამგვარი აღმსარებ-ლური პოზიციის დროს ის ქრისტეს მისტიკურ სხეულში, მთლიანად ეკლესიასთან სრულ ერთობაში იმყოფება.

   ეკლესიის ერთიანობის გარანტად ვერ გამოდგება მარტოოდენ ღვთი-ვდადგენილი კრებსითი ინსტიტუტის მექანიკური მუშაობა. ის კრების მსვლელობის დროს მღვდელმთავართა ღვთივშთაგონებულ აზროვნე-ბას გულისხმობს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჭეშმარიტი კრებსითობა სულისკვეთებითა და სიტყვით მაშინ ვლინდება, როდესაც კრების ყველა წევრი ქრისტეს ჭეშმარიტი სწავლების აღმსარებელია, მხოლოდ მაშინ იმყოფებიან სულიწმინდაში, და მაშინ ფლობენ „ქრისტეს გონს".

   ამრიგად, ეკლესიის ერთიანობა, მით უფრო მმართველობით სფერ-ოში, არ გვარდება პირველის (Прωτο), გნებავთ რომელიმე კრების წინამძღოლის მიერ.

   ხოლო თუ ჩვენ ყველა ეკლესიის წინამძღოლს ერთიანობის გამომ-ხატველად და გარანტად მივიჩნევთ (როგორადაც მოიაზრებდნენ კათოლიკები პაპს პირველ ათასწლეულში, ხოლო მართლმადიდებ-ლურ საზღვრებში მსოფლიო პატრიარქს მეორე ათასწლეულში), მაშინ უდავოდ მოგვიწევს ვაღიაროთ, რომ ზოგიერთი ერესში ბრალეული წინამძღოლი (Прωτο), აღმოსავლეთსა თუ დასავლეთში, ეკლესიის ერთიანობის საკუთარ ერესთან ერთად უზრუნველყოფს.

   მაგრამ ეს იმას ნიშნავს, რომ ერთიანობა წინამძღოლის მცდარი პი-რადი რწმენის საფუძველზე დაამყაროს. ასევე იმის მანიშნებელიც იქნება, რომ ეკლესიის ერთიანობას არ გააჩნია ონტოლოგიური და ღვთივსულიერი ხასიათი, ან იმას, რომ ეკლესიას შეუძლია არსებობა გაყოფილ და ერეტიკულ მდგომარეობაში. მსგავსი რამ სრულ წინა-აღმდეგობაშია მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკურ დადგე-ნილებებთან, რომლებმაც ერთიანი ეკლესიის ცნება მრწამსის განსა-ზღვრებისამებრ ჩამოაყალიბა.

   მსოფლიო კრებათა დოგმატური განსაზღვრების შესაბამისად ვაღი-არებთ, რომ თითქოს მსოფლიო პატრიარქის უფლებამოსილება თანა-ბარმნიშვნელობისაა ეკლესიის უფლებამოსილებასთან, არ შეესაბამება მართლმადიდებლურ სწავლებას. მსოფლიო პატრიარქობა „პატივით პირველის", და არა „მმართველობითა და უფლებამოსილებით პირ-ველის" მანიშნებელია.

   „პირველის პატივი" კომპეტენტური და ავტორიტეტული მსოფლიო კრებების თანახმად (მოციქულთა 34-ე კანონი;II მსოფლიო კრების 2, 3 კანონისა და IV მსოფლიო კრების 28-ე კანონის) მკაცრად იზღუდება ადგილობრივ - ეპარქიალურ მმართველობის დონემდე.

 

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება