მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > „სიტყვა ბავშვთა აღზრდის შესახებ“ (ნაწილი 3) - წმიდა იოანე ოქროპირი
„სიტყვა ბავშვთა აღზრდის შესახებ“ (ნაწილი 3) - წმიდა იოანე ოქროპირი17-08-2016, 08:32 |
არსებობს, აგრეთვე, სხვა კარიბჭეც, კიდევ უფრო მშვენიერი, მაგრამ ძნელად დასაცავი, - კარიბჭე თვალთა, რამეთუ მათი წყალობით სული იხსნება ზეცის წინაშე და სილამაზეს მოიხელთებს. აქ აღმზრდელმაც და მსახურმაც განსაკუთრებით დიდი ძალისხმევა უნდა გამოიჩინონ. აჩვენე მას სხვა სილამაზე და იმისკენ მიმართე მისი მზერა: მაგალითად, ცა, მზე, ვარსკვლავები, ველ-მინდვრები, სილა-მაზე წიგნთა, დაე, ტკბებოდეს იგი ამ ყოველივეს ხილვით. კიდევ ბევრი რამაა სხვაც, რასაც არ მოაქვს ვნება. დაე, მუდმივად ისმენდეს იგი ყველაფერს იოსების შესახებ, დაე, სა-ერთოდ შეისწავლოს ის, რაც ზეციურ სასუფეველს ეხება, თუ როგორი ჯილდო ელით დამთმენთ. თუკი ის განსაკუთრებულად იქნება იმას მიჩვეული, რომ არ ილა-პარაკოს უხამსობანი, მაშინ თავიდანვე ექნება საკმარისი თავმ-დაბლობა. ესაუბრე მას სულის სილამაზეზე. ... არსებობს სხვა კარიბჭენიც, რომლებიც არ ჰგავს ამათ, მაგრამ რომლებიც მთელს სხეულს მსჭვალავენ, რომელთაც შეგრძნებებს ვუწოდებთ და დაფარულად მივიჩნევთ, ხოლო როცა ისინი ღიაა, მაშინ ყველაფერს ატარებენ შიგნით... ეს კარიბჭენი განვამტკიცოთ. ჩვენ ხომ ქრისტესთვის მებრძოლს ვზრდით... გადავიდეთ მბრძანებლურ ნაწილზე - ნებისყოფაზე. არ ეგების მისი სრულად დათრგუნვა, არც ნების მიცემა, რომ ის ყველა შემთხვევაში თავს იჩენდეს, მაგრამ, დაე, აღვზარდოთ ბავშვები ადრეული ასა-კიდან, რათა, როდესაც თვითონ იგემებენ უსამართლობას, დაით-მინონ, ხოლო თუ დაინახავენ, რომ ვიღაცას ჩაგრავენ, გაბედულად დაეხმარონ მას და სათანადოდ დაიცვან განსაცდელში მყოფი. როდესაც გაბრაზდება, შეახსენე თავისი ნაკლი, დაე, ნუ იქნება იგი განებივრებული, ნურც გაველურებული - არამედ ვაჟკაცური და თვინიერი. რამეთუ ხშირად დასჭირდება მას მრისხანების დახმარება, მაგალითად, თუკი თვითონ ეყოლება შვილები, ანდა იქნება ბატონი მონებისა. მრისხანება ყველგანაა სასარგებლო და მხოლოდ მაშინაა მავნე, როდესაც ჩვენს თავს ვიცავთ. მიტომაც, პავლე არასოდეს თავისთავად არ იყენებდა მას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა და-ჩაგრულთ იცავდა. მოსემაც დაჩაგრული თანამოძმის შემხედვარემ მიმართა მრისხანებას, დიდი კეთილშობილებით, ამასთან ყველა ადამიანზე მეტად შეინარჩუნა თვინიერება, ხოლო როცა თავად გაანაწყენეს, თავი კი არ დაუცავს, არამედ გაიქცა. ამის შესახებაც მოისმინოს ამბავი, რადგან მაშინ, როცა ჩვენ კარიბჭეს ვამკობდით, ვსაჭიროებდით უფრო მარტივი ამბების თხრობას, ახლა კი როცა შიგნით შევედით და მოქალაქეებს ვზრდით, დგება ჟამი ასეთი, უფრო ამაღლებული მონათხრობებისა. დაე, მას ერთი წესი ჰქონდეს - როცა გაანაწყენებენ ან რაიმე ბოროტება შეემთხვევა, ნურასოდეს დაიცავს თავს და ნურასოდეს დატოვებს დახმარების გარეშე სხვა იმავე მდგომარეობაში ჩავარდნილ ადამიანს. თავად მამაც ბევრწილად უკეთესი გახდება, როცა ამის სწავლებას შეუდგება, საკუთარი თავის აღზრდასაც მიჰყოფს ხელს და ამის მიზეზი სხვა არა იქნება, გარდა იმისა, რომ აღსაზრდელი საკუთარი მაგალითით არ დააბრკოლოს; ამგვარად ის საკუთარ თავზე აღ-მატებული გახდება. დაე, ბავშვმა ისწავლოს საკუთარი თავის არად ჩაგდება. არაფერი მოითხოვოს მონებისაგან, როგორც ეს თავისუფალ ადამიანებს ახასიათებთ, არამედ უმრავლეს შემთხვევაში საკუთარ თავს თავად მოემსახუროს. უთხარი: „თუ შენიშნე, რომ მსახურმა სტილო (საწერი ჯოხი) ან ლე-რწმის კალამი დაგიკარგა, ნუ განურისხდები და ნუ გალანძღავ, არამედ თანაუგრძნე და შეიბრალე". პატარით დაწყებული, შემდგომში ის უფრო სერიოზულ დანაკარგებსაც გადაიტანს, როცა საწერი ფირფიტების ტყავის ჩანთას დაკარგავს, ან ბრინჯაოს ძეწკვს. რადგან ბავშვები ძნელად ეგუებიან ასეთ დანაკარგებს და უმალ სულს გაიღებენ, ვიდრე დანაკარგს დაუსჯელად დატოვებენ. მაშ ასე, ამ დროს მათი მრისხანება დამცხრალ იქნეს. შენთვის ხომ კარგადაა ცნობილი, ვინც ასეთ ვითარებაში მშვიდია და თვინიერი, მოზ-რდილობაში მსუბუქად აღიქვამს ყოველგვარ დანაკარგს. და ნუ უყიდი იმწამსვე დაკარგულ ნივთს, რათა ვნება ჩაუცხრო, არამედ როცა დაინახავ, რომ აღარ გთხოვს და აღარ ღელავს, მაშინღა გაათავისუფლე ამ სირთულისგან. ეს წვრილმანები როდია. ჩვენი საუბარი სამყაროს მოწყობას შეეხება. ისე აღზარდე, რომ უპირატესობა თავის უმცროს ძმას მიანიჭოს, თუ ის არსებობს, თუ არა და მაშინ მოსამსახურეს, რადგან ესეც უდიდესი კეთილგონიერებაა. ამით მოთოკე მისი მრისხანება, რათა კეთილი გულისხმისყოფანი აღორძინდნენ, რადგან ის არაფერზე დარდობს, დანაკარგს ეგუება, მომსახურებას არ საჭიროებს, არ მრისხანებს, როცა ხედავს, რომ პატივი სხვას ენიჭება - რა მიზეზიღა დარჩება მრისხანებისათვის. სხვა რამაც მნიშვნელოვანია: დაე, ისწავლოს ლოცვა მთელი მონდ-ომებითა და სინანულით, და არ მითხრა, რომ ბავშვს არ შეუძლია ამის ათვისება. რამეთუ ბევრი მაგალითი არსებობს ძველთაგან, ასე მაგალითად, დანიელი, იოსები. ნუ მეტყვი, რომ იოსები ჩვიდმეტი წლისა იყო. არამედ დაფიქრდი, რითი მიიზიდა მამის გული, უფროს ძმებზე მეტად. განა იაკობი უმცროსი არ იყო? ან იერემია? განა დანიელი თორმეტი წლისა არ იყო? სოლომონი თორმეტი წლისა არ იყო, როდესაც ის საოცარი ლოცვა წარმოთქვა; თავად ყმაწვილი სამოელი განა თავის მასწავლებელს არ წვრთნიდა? ასე რომ, ნუ წარვიკვეთთ სასოს, რადგან ამას ვერ იღებს ის, ვინც სულითაა მოუმწიფებელი და არა ასაკით. დაე, აღიზარდოს იმგვარად, რამდენადაც ეს შესაძლებელია მისთვის, რომ ღამითაც ილოცოს დიდი სინანულით, იფხიზლოს ლოცვისას, და საერთოდ ბავშვში, დაე, წმინდა მამის სახე აღიბეჭდოს. რადგან ის, ვინც არ ცდილობს დაიფიცოს, უსამართლობას უსამართლობითვე არ პასუხობს, არ ილანძღება, არ სძულს, მარხულობს და ლოცულობს, არცთუ მცირე შემწეობას მიიღებს დათმენაში. ახლა სხვა რამ: ჩვენ გადავდივართ იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნე-ლოვანია, რაზეც ყველაფერია დაფუძნებული. რა არის ეს? მხედველობაში მაქვს გონება. ბევრი შრომაა საჭირო იმისათვის, რომ ის გამგები გავხადოთ და მისგან ყოველგვარი უგუნურება განვაგდოთ, რამეთუ ესაა ყველაზე უმეტესი და საოცარი ნაწილი კეთილგო-ნიერებისა: იმის ცოდნა, რაც ეხება ღმერთს, ყველაფრისა, რაც ამქვეყნად არსებობს - გეენია, სასუფეველი: „დასაბამი სიბრძნისაჲ არს შიში უფლისაჲ" (იგავ. 1,7). ამრიგად, დავნერგოთ და განვავითაროთ მასში ისეთი განსჯა, რომ ერკვეოდეს ადამიანურ საქმეებში: რას ნიშნავს სიმდიდრე, დიდება, ძალაუფლება, და რომ შეეძლოს ამ ყველაფრის უგულებელყოფა და უმაღლესისკენ სწრაფვა. და აღვბეჭდოთ მის გონებაში შემდეგი რჩევა: „შვილო, გეშინოდეს ღმერთისა და, ღმერთის გარდა, ნუ გეშინია ნურაფრისა". ეს მას გონიერ და სასიამოვნო ადამიანად აქცევს: რამეთუ ისე არა-ფერი არ უშლის ხელს გონებას, როგორც ეს ვნებები. შიში ღმრთისა საკმარისია სიბრძნისათვის და იმისათვის, რომ გვქონდეს სწორი და მართებული წარმოდგენა ადამიანთა საქმეებზე. რამეთუ სიბრძნის მწვერვალი ისაა, რომ არ გაგიტაცოს ფუქსავატობამ. დაე, მიეჩვიოს ფულის, სახელ-დიდების, ძალაუფლების, სიკვდილის და ამ (დროებითი) ცხოვრების არაფრად ჩაგდებას - და, მოიქცევა რა ასე, იქნება გონიერი. და თუ ასე განსწავლულს დავაქორწინებთ, წარ-მოიდგინე, როგორი განძი იქნება ის ახალგაზრდა ცოლისთვის. დაე, დედამაც ისწავლოს ქალიშვილის აღზრდა ამ წესისამებრ, გა-ნაშოროს ფუფუნებას და სამკაულებს და ყველაფერს, რაც მეძ-ავთათვისაა დამახასიათებელი, დაე, ყველაფერი ამ კანონით გაკეთ-დეს: განაშორონ ფუფუნებისა და ლოთობისაგან ვაჟიც და ქალი-შვილიც. და ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს დამთმენისთვის; რამეთუ ვაჟებს აწუხებთ ვნება, ქალიშვილებს კი ლამაზი ჩასაცმელის სიყვარული და პატივმოყვარეობა. დავაცხროთ ეს ყოველი და ამით ღმერთისთვის სათნო საქმეს ვიქმთ, აღვზრდით ისეთ მებრძოლებს, რომ ჩვენც და ჩვენი შვილებიც მიიღებენ სიკეთეებს, რომლებსაც დაჰპირდა უფალი ჩვენი იესო ქრისტე თავისი მადლითა და კაცთმოყვარებით იმათ, ვისაც უყვარს იგი. მას და მამასა და წმიდა სულს ძალი, პატივი და დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. ყველაფერი საკუთარი, თუნდაც რომ კეთილგანწყობილი და მოწეს-რიგებული გვქონდეს, მაინც უკიდურეს სასჯელს დავიმსახურებთ, ბავშვების ცხონებაზე თუ არ ვიზრუნეთ. ბავშვების გარყვნა სხვა არაფრით ხდება, თუ არა მშობლების უგუნ-ური მიჯაჭვულობით ამქვეყნიურზე. მხოლოდ ამ ერთზე ყურადღების გამახვილებით და სურვილით, არაფერი დასახონ ამაზე უმაღლესად, ისინი უკვე უცილობლად დაუდევრობას ავლენენ ბავშვებისა და მათ სულების მიმართ. ასეთ მშობლებზე ვიტყოდი, რომ ისინი შვილთა მკვლელებზეც კი უარესნი არიან: ისინი სხეულს სულისაგან განყოფენ, ესენი კი სულსაც და სხეულსაც გეენის ციცხლისთვის იმეტებენ. არ გვეპატიება, თუკი ჩვენი შვილები უწესონი არიან. მშობლები არა მხოლოდ საკუთარი ცოდვების გამო დაისჯებიან, არ-ამედ შვილებზე დამღუპველი ზეგავლენის მოხდენის გამო, სულ-ერთია მოასწრებენ მათ მიყვანას ცოდვით დაცემამდე თუ არა. თავი ვანებოთ საკუთარი თავის მართლებას და ვეცადოთ ვიყოთ ქველი შვილების მამები, ქრისტეს ტაძართა მაშენებლები, ზეციურ მეომრებზე მზრუნველნი, მათში მოშურნეობის აღმძვრელნი და ყოველნაირად მათი სარგებლობისათვის ხელი შემწყობნი, რათა ჩვენც მათი გვირგვინების თანაზიარნი გავხდეთ. სწორედ ეს არღვევს მთელ სამყაროს, რომ ჩვენ დაუდევარნი ვართ საკუთარი შვილების აღზრდაში: ვზრუნავთ, რომ ბევრი რაღაც შევუძინოთ, ხოლო მათ სულებს უგულებელვყოფთ, და ამით უკი-დურესად უგუნურ საქმეს ჩავდივართ. არ არის საკმარისი მხოლოდ შეგონებანი, საჭიროა მრავალი შიშით შემოზღუდვა, რათა ახალგაზრდული ქარაფშუტობისგან დავიცვათ. სიცოცხლეში და სიკვდილის პირას მყოფნი საკუთარ შვილებს უნდა ვეუბნებოდეთ და ვარწმუნებდეთ, რომ უდიდესი სიმდიდრე და უცოდველი მემკვიდრეობა, და შეუჭირვებელი საუნჯე არის ღმრთის შიში და უნდა ვეცადოთ დავუტოვოთ არა განქარვებადი ფული, არამედ მარადიული და წარუვალი ღვთისმოსაობა. მამები გულისხმიერებით (ქრისტიანულად) რომ ზრდიდნენ შვილ-ებს, აღარ იქნებოდა საჭირო არც სასამართლოები, არც დაპატიმრებანი და სასჯელნი, არც საჯარო სიკვდილით დასჯა. ნუ ვიზრუნებთ სიმდიდრის დაგროვებასა და მისი შვილებისთვის დატოვებაზე, არამედ ვასწავლოთ სათნოებანი და ღვთისაგან კურ-თხევა გამოვითხოვოთ; აი ეს, სწორედ ეს არის უდიდესი საუნჯე, გამოუთქმელი და განუქარვებელი, დღითი დღე ახალახალი ნაყოფის გამომღები. მხოლოდ შვილის დაბადება როდი გვაქცევს მამად; არამედ კარგი განათლება; მხოლოდ მუცლით ტარება როდი გვაქცევს დედად, არამედ კეთილად აღზრდა. თუკი შენ მიერ გაჩენილი შვილები სათანადო აღზრდას მიიღებენ და შენი მზრუნველობით სათნოებებისკენ იქნებიან მიმართულნი, ეს იქნება საწყისი და საფუძველი შენი ცხონებისა, და შენი კეთილი საქმეების წილ ჯილდოს გარდა, შენ დიდ ჯილდოს მიიღებ მათი აღზრდისათვის. ბავშვური ასაკი ფაქიზია, ბავშვი სწრაფად ითვისებს იმას, რასაც ეუ-ბნებიან. და როგორც ბეჭედი ცვილზე, ბავშვთა სულებში ისე აღიბეჭდება მოსმენილი. დროთა განმავლობაში მათი ცხოვრება მიდრეკილი ხდება ან ბოროტებისაკენ ან სათნოებისაკენ. ამიტომ თუ სულ დასაწყისში, ასე ვთქვათ, ცხოვრების კარიბჭესთან განვარიდებთ ბოროტსა და მივმართავთ უკეთესი გზისაკენ, მომავალში ეს ჩვევად გარდაისახება და იქცევა მათ ბუნებად, და ისინი თავიანთი ნებით, იოლად ვეღარ მიიდრიკებიან უარესისაკენ, რადგან ჩვევა მათ კეთილი საქმეებისაკენ წარმართავს. გინდა შენი ვაჟი დამჯერე იყოს? ბავშვობიდანვე აღზარდე დასჯითა და უფლის სწავლებით. არ გეგონოს, რომ წმინდა წერილის სმენა მისთვის ზედმეტი საქმე იქნება. ეცადე, რომ შენს ვაჟს ამქვეყნიური დიდებისადმი სიძულვილი ჩაუ-ნერგო; ამისაგან ის უფრო უკეთესი და ცნობილი გახდება. თუ თქვენ საკუთარ ვაჟიშვილებს აღზრდით, ისინი, თავის მხრივ - საკუთარ შვილებს, ეს უკანასკნელნი ისევ თავიანთ შვილებს ასწავ-ლიან; ამგვარად გაგრძელდება ქრისტეს მოსვლამდე და ამ საქმისაგან მთელი ჯილდო მას ერგება, ვინც თავდაუზოგავად იღვაწა.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |