მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, წმ. მამათა საგანძურიდან, მთავარი გვედის ფოტო > წმიდა მართალი იოანე კრონშტანდტელი ბავშვთა აღზრდის შესახებ

წმიდა მართალი იოანე კრონშტანდტელი ბავშვთა აღზრდის შესახებ


27-07-2016, 00:07

წმიდა მართალი იოანე კრონშტანდტელი ბავშვთა აღზრდის შესახებ

 

   რას უნდა ვეცადოთ ყველაზე მეტად ახალგაზრდების განათლები-სას? იმისათვის, რათა „განანათლნეს თუალნი გულისა თქუენისანი" (ეფეს. 1, 18), არ შეგინიშნავთ, რომ გული ჩვენი - პირველი მოღვაწეა ჩვენს ცხოვრებაში და თითქმის ყოველგვარი შემეცნებისას ცნობილ ჭეშმარიტებათა გილისმიერი ჭვრეტა წინ უსწრებს გონებით წვდომას? შემეცნებისას ასე ხდება: გული ერთბაშად ხედავს, დაუნაწევრებლად, მყისიერად; შემდეგ გულისმიერი ხედვის ეს ერთიანი აქტი გადაეცემა გონებას და გონებაში ნაწილებად იშლება, წარმოიქმნება მონაკვეთები: უწინდელი, მომდევნო, გულისმიერი ხედვა გონებაში თავის ანალიზს იღებს. იდეა გულს განეკუთვნება და არა გონებას - შინაგან ადამიანს და არა გარეგანს. ამიტომ ძალზე მნიშვნელოვანი საქმეა ყოველგვარი შემეცნებისას „განათლდეს თუალნი გულისანი", მაგრამ უწინარესად სარწმუნოებრივი ჭეშმარიტებებისა და ზნეობრივი კანონების შემეც-ნებისას.

   მშობლებო და აღმზრდელნო! თქვენი ბავშვები მთელი მზრუნველ-ობით დაიცავით ჭირვეულობისაგან, სხვაგვარად ბავშვები მალე დაივიწყებენ თქვენი სიყვარულის ფასს, თავს გულისწყრომით დაია-ვადებენ, ადრე დაკარგავენ წმინდა, გულწრფელ, მხურვალე გულის-მიერ სიყვარულს, ხოლო სრულწლოვანებას მიღწეულნი მწარედ გისაყვედურებენ, რომ სიყმაწვილეში ზედმეტად ანებივრებდით და თავზე ხელს უსვამდით ჭირვეულობისას. ჭირვეულობა - გულის-მიერი გაფუჭების ჩანასახია, გულის ჟანგია, სიყვარულის ჩრჩილი, გულღვარძლიანობის თესლი, „სიცოფე" უფლის წინაშე.

   არ დატოვოთ ბავშვები უყურადღებოდ და მათი გულებიდან ამოძ-ირკვეთ ცოდვის ღვარძლი, ბილწი, ცბიერი და მგმობი ფიქრები, ცოდვისმიერი ჩვევები, მიდრეკილებანი და ვნებები; მაცდური და ცოდვით დაცემული სხეული ბავშვებსაც არ ინდობს, ცოდვის თესლი ბავშვებშიც არსებობს, ბავშვებს ცოდვის ყველა საშიშროება წარ-მოუდგინეთ ცხოვრების გზაზე, არ დაუმალოთ ცოდვები, რათა ბავშვებს უმეცრებითა და შეუგონებლობით არ გაუმყარდეს ცოდ-ვისმიერი ჩვევები და მისწრაფებები, რომლებიც იზრდებიან და შესაბმისი ნაყოფი გამოაქვთ მოწიფულ ასაკში.

   აღზრდა-განათლებისას ძალზე მნიშვნელოვანია მხოლოდ გონების და აზროვნების განვითარება, გულის უყურადღებოდ დატოვება, - ყველაზე მეტი ყურადღება სწორედ გულს უნდა მივაქციოთ; გული - ეს ცხოვრება, ოღონდ ცხოვრება, რომელიც ცოდვითაა დაზიანებული; უნდა განვწმინდოთ ცხოვრების ეს წყარო, უნდა აღვანთოთ მასში ცხოვრების წმინდა ცეცხლი, რათა იწვოდეს ჩაუქრობლად და მიმარ-თულებას აძლევდეს ადამიანის ყველა ზრს, სურვილსა და მისწრა-ფებას, მთელ მის ცხოვრებას, საზოგადოება გახრწნილია სწორედ ქრისტიანული აღზრდის ნაკლებობის გამო. დროა ქრისტიანებმა გაიგონ უფლისა. თუ რას ითხოვს ჩვენგან - სახელდობრ, ის ითხოვს გულის სიწმინდეს: „ნეტარ იყვნენ წმინდანი გულითა" (მათე. 5,8). ყური მიუგდეთ მის უტკბეს ხმას სახარებაში. ჭეშმარიტი ცხო-ვრება ჩვენი გულისა - ქრისტეა:„ცხოველ არს ჩემ თანა ქრისტე" (გალ. 2,20). ვისწავლოთ მოციქულის მთელი სიბრძნე, ეს ჩვენი საერთო ამოცანაა - რწმენით დავამკვიდროთ ქრისტე ჩვენს გულში.

   ადამიანი, ამბობენ, თავისუფალიაო, არ შეიძლება და მან თვითონაც არ უნდა დაატანოს ძალა თავის თავს არც სარწმუნოებასა და არც სწავლაშიო; უფალო, შეგვიწყალე! როგორი სატანისეული აზრია! თუ ძალას არ დავატანთ, რა გამოვა მაშინ ადამიანისგან? რა გამოვა, მაგალითად შენგან, ახალგამომცხვარი წესების მაუწყებელო, თუ შენ არ აიძულებ შენს თავს არაფერ კეთილს, არამედ იცხოვრე ისე, როგორც გიბიძგებს შენი მანკიერი გული, შენი ამპარტავნული, ბეცი და ბრმა გონება, შენი ცოდვილი ხორცი? მითხარი, რა გამოვა შენგან? განა შენ არ აიძულებ შენს თავს აკეთო, არ ვამბობ, უშუალოდ კეთილი, არამედ, თუნდაც მართებული და სასარგებლო საქმენი? განა შესა-ძლებელია საკუთარი თავის იძულების გარეშე გავძლოთ? განა შესაძლებელია ქრისტიანებს არ ვუბიძგოთ და არ დავატანოთ ძალა, რათა რწმენისა და კეთილზნეობის მოთხოვნები დაიცვან? განა წმინდა წერილში არაა ნათქვამი, რომ „სასუფეველი ცათაჲ იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი" (მათე 11,12). და როგორ არ ვაიძულოთ, განსაკუთრებით, ბიჭები ისწავლონ, ილოცონ? რა გამოვა მათგან? განა უქნარები არ გამოვლენ? განა ფუქსავატები არ გამოვლენ? განა ყველანაირ ბოროტებას არ ისწავლიან?

 

 

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება