მთავარი > ქრისტიანული ოჯახი, მთავარი გვედის ფოტო > წმიდა მამათა რჩევები ბავშვთა აღზრდის შესახებ
წმიდა მამათა რჩევები ბავშვთა აღზრდის შესახებ16-07-2016, 00:07 |
სანამ სულს ჯერ კიდევ აქვს უნარი განათლებისა, სათუთია და ცვი-ლის მსგავსად, დამყოლია, თავისუფლად აღიბეჭდავს შეთავაზებულ ხატებებს, აუცილებელია დაუყყოვნებლივ და სულ თავიდანვე აღვძრათ იგი სიკეთეში ყოველგვარი ვარჯისაკენ, რათა, როდესაც გონება გამოიღვიძებს და ამოქმედდება, მოძრაობა დაიწყოს თავდა-პირველად დადებული საფუძვლების და ღვთისმოსაობის მიცემული მაგალითებიდან. ამავე დროს, გონება სასარგებლოს შთააგონებს, ხოლო ჩვევა გაუადვილებს წარმატების მიღწევას.
წმიდა ბასილი დიდი
● ● ●
მშობელნი, რომელნიც საკუთარ შვილებს ჯერ კიდევ ყრმობისას უნ-ერგავენ სამართლიან გაგებას ღმრთის სიდიადესა და განგებაზე, შემდეგ კი სათნოებათა შესახებ, არა მხოლოდ როგორც მშობლები, არამედ როგორც შესანიშნავი მოძღვრები ღირსნი გახდებიან ღვთის წყალობისა, ხოლო ისინი ვინც მრავალღმერთიანობასა და ბიწიერებას უნერგავენ, თავიანთი შვილების დემონებისათვის მსხვერპლად შემწირველთა მსგავსად, შესაფერის საზღაურს მიიღებენ. ბავშვებს ხშირად მიეც შეგონება და უკითხე წმიდა წერილი სათნო-ებისა და უბიწოების შესახებ, და უთხარი: „თქვენი საგულდაგულო წვრთნა და ვარჯიში, ბავშვებო, უნდა იყოს არა მხოლოდ შრომა ცოდნის შესაძენად, არამედ, საკუთარი თავის შემკობა კეთილი ზნე-ჩვეულებებით, რამეთუ სული, თავისუფალი მანკიერებისგან, იწყ-ნარებს ჭეშმარიტ განათლებას და ყველაზე მეტად სათნოებებში სწორედ ის არის ღირსშესანიშნავი, რითაც უბიწოება გამოირჩევა. და თუმცა ყოველი უცოდველი მდგომარეობა უბიწოებაა, მაგრამ ზოგნი, სავსებით სამართლიანად, ამ სახელწოდებას მიაკუთვნებენ უმან-კოებას, ვითარცა ჭეშმარიტ სამკაულს, რომელიც აღემატება ყველა სხვას. ასეთებთან ჰგიებს სიბრძნეც. და თუ ამ სათნოებას ყოველივეს წინამძღოლად ისურვებთ, შეიქნებით კაცნი კეთილნი და ნეტარნი, და მე, თქვენ მიერ მივიღებ არანაკლებს, ვიდრე თქვენი ხორციელი მშობელნი, და უფრო მეტ დიდებასაც კი".
ღირსი ისიდორე პელუსიელი
● ● ●
ვისაც საკუთარი შვილების გულმოდგინე აღზრდა სურს, მათ დიდი სიმკაცრით ეპყრობა და მძიმე მეცადინეობები წვრთნის, რათა მეც-ნიერებებშიც და ქცევაშიც გამორჩეულებმა დროთა განმავლობაში შეძლონ საკუთარი შრომის ნაყოფის მოწევა.
ღირსი ნილოს სინელი
● ● ●
წმიდა მამა ბავშვებს არ აძლევდა იმის ნებას, რომ მშობლების წინა-აღმდეგ ელაპარაკათ, მაშინაც კი, როცა მშობლებს აშკარა ნაკლო-ვანებები გააჩნდათ. ერთი ადამიანი მივიდა წმიდა ბერთან დედასთან ერთად, რომელიც მემთვრალეობის ცოდვით იყო ძლეული. ვაჟი ის იყო ლაპარაკის დაწყებას აპირებდა, რომ მამა სერაფიმემ მას პირზე ხელი ააფარა და არ მისცა სიტყვის თქმის საშუალება. შემდეგ დედას მიმართა: „განაღე ბაგენი შენნი" - და როცა მან პირი გააღო, სამჯერ შეჰბერა. დამშვიდობებისას მამა სერაფიმემ უთხრა: „აი, ჩემი დანა-ბარები: სახლში არათუ ღვინო არ იქონიო, არამედ ღვინის ჭურჭელიც კი, რადგან ამიერიდან შენ ღვინოს შეიძულებ". კითხვაზე, ვასწავლოთ თუ არა ბავშვებს ენები და სხვა მეცნიერებანი, ბერმა უპასუხა: „განა რა არის ცუდი რაიმეს ცოდნაში?"
ღირსი სერაფიმე საროველი
● ● ●
თანამედროვე აღზრდა რომ თვითნებობას უწყობს ხელს, ეს ნამდვი-ლად ასეა. არცთუ იშვიათად მიკვირს ხოლმე, როგორი მნიშვნე-ლოვნებითა და დამოუკიდებლობით იქცევიან მცირეწლოვანი ბავ-შვები მშობლების თანდასწრებით, ეს უკანასკნელნი კი თითქოსდა მათ შეხებასაც ვერ ბედავენო.
წმიდა ფილარეტი, მოსკოველი მიტროპოლიტი
● ● ●
ნუ მისცემ თავს უფლებას ქალიშვილი გატყეპო, თითიც არ დააკარო. ეს ძალზე მავნებელია როგორც ქალიშვილის, ასევე დედის ზნეობ-რიობისათვის. ძველი წეს-ჩვეულებანი ზოგი კარგია და ზოგი ცუდი; ცუდს არ უნდა მივბაძოთ. მოიპოვე წიგნი „ღირსი აბბა დოროთეს სწავლანი". აბბა დოროთე ახალგაზრდა ბერების აღზრდით იყო დაკავებული და დიდ წარმატებასაც აღწევდა ამ საქმეში. ეს წიგნი ღირსეულ მასწავლებლად იქცევა შენთვისაც და შენი ქალიშვილის აღსაზრდელადაც. იკითხე და შეისწავლე ის. იცოდე, რომ სიტყვით ყოველგვარ დარიგებაზე ძლიერი ქალიშვილისათვის შენი ცხოვრება იქნება. დაიცავი შენი ვაჟი გესლიანი მწვალებლებისაგან. ნუ შეგეშინდება, რომ საყვედურს გეტყვის მაღალ საზოგადოებაში გამოუსვლელობის გამო; გეშინოდეს ღმრთის მრისხანე სიტყვისა, რაც მშობლებს გან-კითხვის დღეს მოელით თავიანთი შვილების მარადიული დაღუპ-ვისათვის; გეშინოდეს იმ სასოწარკვეთილი და უსარგებლო ცრემ-ლებისა და მშობელთა წყევლისა, რომლებსაც წარმოთქვამენ ჯოჯო-ხეთისათვის აღზრდილი შვილები.
წმიდა ეგნატე (ბრიანჩანინოვი)
● ● ●
ბავშვები მივაჩვიოთ მარხვას ორნახევარი წლიდან, რათა სამი წლის ასაკში მათ უკვე იცოდნენ, რა არის ოთხშაბათი და პარასკევი.
ბერი ალექსი ზოსიმოვსკი (სოლოვიოვი)
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |