მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, თანამედროვე მამები, მთავარი გვედის ფოტო > ლიბერალი ამბობს: არ არსებობს ერთიანი ეკლესია

ლიბერალი ამბობს: არ არსებობს ერთიანი ეკლესია


17-07-2016, 00:07

ლიბერალი ამბობს: არ არსებობს ერთიანი ეკლესია

 

მართლმადიდებლობა გვასწავლის:

 

პროფ. დიმიტრი ცელინგიდისი 

 

   ერთიანი ეკლესიის არსებობა როგორც ადმინისტრაციულ-სამართ-ლებრივი, ისე მადლმოსილ-ქარიზმატული მკაფიო ღვთივსულიერი საფუძვლებით დასტურდება. ეკლესიას საიდუმლოებრივი ხასიათი გააჩნია, ამის მიუხედავად ის გარენული ცხოვრებით, მოქმედებითა და ევქარისტიული სახით ვლინდება.

   ეკლესიის ერთიანობა, ვით მისი ძირითადი თვისება, თავიდანვე მი-სი არსის, განსაკუთრებულობისა და თვითშეგნებისებრ გამოიხატება. ოფიციალური ისტორიული თვალსაზრისით ეკლესიის ერთიანობის ცნება მეორე მსოფლიო კრებაზე (381 წ.) განისაზღვრა, რომელზეც ეკლესიის მრწამსი საბოლოოდ ჩამოყალიბდა. ამდენად ამ საკითხის განხილვა არანაირ დისკუსიას არ ექვემდებარება.

   მრწამსის სწავლებისამებრ სრული საზეიმო განწყობით ვაღიარებთ, რომ გვწამს „ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია". ვინაიდან მრწამსის თანახმად ეკლესია ერთია, ეკლესიოლოგიური თანმიმდევრობის მიხედვით არ შეიძლება არსებობდეს სხვაგვარად-მადიდებელი არც დედა, არც და, არც შვილი თუ შვილიშვილი ეკლესიები. ეკლესია ერთიანი და ერთადერთია, ის მისტიურად „წყლითა" და „სულით" შობს თავის წევრებს და არ წარმოშობს სხვა ეკლესიებს.

   მრწამსის ფორმულირების თანახმად, ერთიანობა, ვით ეკლესიის ძი-რითადი ნიშან-თვისება, ჩვენი სარწმუნოების უდავო მოცემულობა გახლავთ. სინამდვილეში, ეკლესიის ერთიანობა ონტოლოგიური მოცემულობაა, რაც დადასტურებულია ეკლესიის თავის, ქრისტესა და ნუგეშისმცემელი სულის მასში მუდმივი მკვიდრობით, სულთმოფე-ნობის დღიდან მოყოლებული. ამ მიზეზის გამო, ეკლესიის ერ-თიანობა ყოველთვის უცვლელი რჩება ეკლესიის წევრობის სახელის მატარებელისათვის ნებისმიერ ისტორიულ ეპოქაში. ეკლესიის წევრ-თა ცოცხალი ერთობა პიროვნული ღვაწლით, ღმერთთან თანამუ-შაკობითა და გამოცდილებით უტყუარ ნაყოფს იძლევა სიცოც-ხლისმომცემ ღმერთკაცობრივ ქრისტეს სხეულში, ეკლესიაში. ამით წარმოჩინდება ერთიანობა ქრისტეში, ხოლო მისი (ქრისტეს) მეშ-ვეობით, სამპიროვან ღმერთში, და ასევე ეკლესიის წევრებს შორის. მიზანი ღვთის განკაცებისა არა მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ქრისტეს სხეულის წევრნი გავხდეთ, არამედ ერთიანი სულით სამპიროვან ღმერთში დავიმკვიდროთ სამყოფელი (იხ. ეფ. 4. 4-5): „ერთ ხორც და ერთ სულ, ვითარცა-იგი იჩინენით ერთითა მით სასოებითა ჩინებისა თქუენისაჲთა; ერთ არს უფალი, ერთ სარწ-მუნოება, ერთ ნათლისღება..." ეს გარემოება არაორაზროვნადაა გადმოცემული ქრისტეს პირველმღვდელმთავრის ლოცვაში.

   ეკლესიის ერთიანობა კონკრეტული მოვლენაა, ის კანონიკური სახ-ით ვლინდება სარწმუნოებით, ღვთისმსახურებითა და ქრისტეს ეკ-ლესიის მმართველობითი ორგანოთი. ზემოთხსენებული სამსახოვანი ერთიანობა ქრისტეს სამ მოწოდებაში: წინასწარმეტყველებაში, პირ-ველმღვდელმთავრობასა და მეფობაში ვლინდება. შემდგომში, ეკ-ლესიის ერთიანობის მანიშნებელი ეს სამი ფაქტორი უცილობლივ ურთიერთკავშირშია და განუყრელად უნდა იქნეს განხილული, რომლის დადგენილებები ეკლესიის ერთიანობისა და სისავსის გამომხატველია.

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება