მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, მთავარი გვედის ფოტო > ლიბერალი ამბობს: მართლმადიდებლობა და რომაულ-კათოლიციზმი ქრისტეს „ორი ფილტვია“
ლიბერალი ამბობს: მართლმადიდებლობა და რომაულ-კათოლიციზმი ქრისტეს „ორი ფილტვია“14-07-2016, 00:07 |
მართლმადიდებლობა გვასწავლის:
პროფ. დიმიტრი ცელინგიდისი
ეს თეორია კათოლიციზმში დაიბადა. მისი მსოფლმხედველობის თანახმად კათოლიციზმი და მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეს ფილტვებია. სამწუხაროდ, ამ თეორიას დღეს მრავალი მართლმადიდებელი იერ-არქი, ღვთისმეტყველი და ერისკაცი იზიარებს. როგორც ჩანს, მას არ არკვევენ საფუძვლიანად, იმიტომ რომ მართლმადიდებლური თვალ-თახედვით არა თუ გაუმართავია ღვთისმეტყველურად, არამედ სრუ-ლი ამ სიტყვის მნიშვნელობით, ღვთის გმობა გახლავთ. მართლმადიდებელი ეკლესია, წმინდა დოგმატური მიზეზებით გა-ნსხვავდება რომაულ-კათოლიციზმისაგან. მართლმადიდებელი ეკლე-სია მიიჩნევს, რომ მხოლოდ ის არის ქრისტეს ღმერთკაცობრივი სხეული. რომაულ-კათოლიციზმი კი ათასი წლის წინათ განუდგა ქრისტეს ეკლესიას. ვინაიდან ეკლესია, მრწამსის თანახმად, არის „ერთიანი" და მთლი-ანი, ღვთისმეტყველების საწიერით შეუძლებელია კათოლიციზმი და მართლმადიდებლობა „ორ ფილტვად", ანუ ეკლესიის სხეულის ერთგვარად თანასწორ წევრებად აღიარო. ამ შემთხვევაში იძუ-ლებულნი გავხდებით ქრისტეს სხეულად ვაღიაროთ ყველა სხვა კონფესიაც. რაღაც მსგავს მოვლენასთან გვაქვს საქმე „განშტოების თეორიის" შემთხვევაშიც, რასაც პროტესტანტური ეკლესიოლოგიის მიშვილებამდე მივყავართ, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია მართ-ლმადიდებლური თვალთახედვით. ეს თეორია მკრეხელობის შემ-ცველია, ვინაიდან ქრისტეს წმინდა სხეულში ვით მისი ორგანული წევრი, (ერთ-ერთი ფილტვი) რომაულ-კათოლიციზმში შეჰყავს. ამ დროს კათოლიციზმი სხეულის მიღმა მყოფი საკრებულოა.
Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |