მთავარი > თანამედროვე მამები, შეიცანი ჟამი, მთავარი გვედის ფოტო > აპოკალიფსური ჟამის ტრაგიკულობა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)

აპოკალიფსური ჟამის ტრაგიკულობა - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)


28-01-2016, 23:01

 

 

 

 კაცობრიობის ისტორია ადამიანის სულის ოდისეაა
 
   გამოკითხვა რომ ჩავატაროთ და ადამიანებს შევეკითხოთ, თუ რა მიაჩნიათ ბედნიერების საფუძვლად, მათგან სხვადასხვაგვარ პასუხებს მივიღებთ. ერთნი ამის პირობად ეკონომიკურ კეთილდღეობას დაასახელებენ, მეორენი - პოლიტიკურ თავისუფლებას, მესამენი - კანონების გამკაცრებას, მეოთხენი - ზნეობრივი შეზღუდვებისაგან განთავისუფლებას და ა.შ. ადამიანთა უმრავლესობას ბედნიერების გარანტად მათთვის სასურველი გარეგნული საზოგადოებრივი სტრუქტურების დამკვიდრება მიაჩნია, რომლის პირობებში უკეთ შეძლებს თავისი ვნებებისა და სურვილების დაკმაყოფილებას. ამ შეხედულებებსა და მოსაზრებებში რაღაც საერთო მისწრაფების მოპოვება რომ ვეცადოთ, ამგვარ ფორმულირებას მივიღებთ: ყოველ ადამიანს სურს ბედნიერება, მაგრამ ვერ ხვდება, რაში მდგომარეობს ის.
   თანამედროვე ადამიანთა უმრავლესობას დაავიწყდა თვით ადამი-ანი, მისი შინაგანი სამყარო. კაცობრიობის ისტორია ხომ ადამიანის სულის ოდისეაა, ძიება „ბედნიერების კუნძულისა". მაგრამ ამგვარი კუნძული არსად არ არსებობს - არც ისტორიულ რუკებზე, არც გეოგრაფიულ გლობუსებზე. მისი ადგილი განუხორციელებელ ოცნებებსა და ფანტასტიკურ რომანებშია. ამგვარი კუნძული ადამიანის სულში უნდა ვეძებოთ, ადამიანის უკვდავ სულში, რომელსაც მოცემული აქვს იმისი ცოდნის უნარი, თუ რა არის ბედნიერება.
 
 
 თანამედროვე უმრავლესობა ბედნიერებას მატერიალურ სიმდიდრეში ხედავს
   
   ჩვენს თანამედროვეთა უმრავლესობა ბედნიერებას მატერიალურ სიმდიდრეში ხედავს. ფული მათთვის კეთილდღეობის ეკვი-ვალენტია, მაგრამ მოგვიტანს კი ფული ჭეშმარიტ სიხარულს? ვიყიდით ფულით მეგობრობას, ერთგულებას, სიყვარულს? მატერიალური კეთილდღეობა ხშირ შემთხვევაში აქრობს შინაგან სულიერ ცხოვრებას და ადამიანი გარეგნულ ყალბ ფასეულობებზე გადაჰყავს. სოლომონ მეფე ამგვარად ლოცულობდა: „სიცრუე და ტყუილი მაშორე, ნურც სიღარიბეს მომცემ და ნურც სიმდიდრეს, საარსებო პურით მასაზრდოვე!"
   სიმდიდრე, ისევე როგორც სიღატაკე, მძიმე ტვირთად აწვება ადამ-იანის სულს და სისტემატიური საფრთხის მოლოდინით აღავსებს მას. სიმდიდრეს ჯერ არავინ არ გამოუსწორებია, პირიქით, ხშირ შემთხვევაში მდიდრების ბავშვები უმადურ-ეგოისტურად იზრ-დებიან. მდიდარ ადამიანებს, როგორც წესი შეწყალების გრძნობა უტროფირდებათ. მათი გული თითქოსდა რკინის გალიაში იკეტება. შემთხვევით როდი არსებობს ღატაკებში ამგვარი გამონათქვამი: „მოწყალების მისაღებად ნუ მიხვალ მდიდარ დასახლებაში".
   ბედნიერია კი მდიდარი ადამიანი? - არა, და არც შეიძლება იყოს, რამეთუ მას უკვდავი სული აქვს - არაამქვეყნიური, ზეციური, ამიტომ ის ვერ დაკმაყოფილდება ვერანაირი მიღწევით დედამიწაზე. მიიღებს თუ არა იმას, რაც სურდა, იმწამსვე ახალი სურვილისაკენ მიისწრაფვის. ადამიანის სიმდიდრისაკენ მისწრაფების ვნება სულიერის მარცხია, რომელსაც ფსკერი არ გააჩნია. ის, რაც ადრე კეთილდღეობად მიაჩნდა, დღეს სიღატაკე ჰგონია. ადამიანის ცხოვრება სიცარიელეში დაუსრულებელ სირბილში გადაიქცევა.
   ამგვარი სული არასდროს იტყვის: "მე დავიკმაყოფილე ჩემი სურ-ვილი და ახლა ბედნიერი ვარ". პირიქით, ის შინაგანად ამბობს: „როგორ ვიქნები ბედნიერი, როდესაც დედამიწაზე ყოველივე ჩემი არ არის". ადამიანის ვნებიანი ბუნებისათვის საზღვრები არ არსებობს. ის წყლის წყურვილს წააგავს. რაც მეტს სვამ, მეტი გწყურია. მაშინ, როდესაც ქრისტიანობა კეთილდღეობაში აუცილებელი მოხმარების საგნებით უზრუნველყოფას გულისხმობს, რასაც უფლის ლოცვაში „პური არსებობისა" ეწოდება.
   ამგვარად, გარეგნული მატერიალური სიუხვის მოპოვების დაუოკე-ბელი ვნება ადამიანის შინაგან, სულიერ დეგრადაციას იწვევს.
   
 
 სიმდიდრე ადამიანს ართმევს მოყვასის სიყვარულსა და ერთგულების ფასდაუდებელ საუნჯეს
   
   რის გამო ხდება ადამიანის ცხოვრება მშვენიერი? ალბათ იმის გამო, რომ ერთგული სიყვარული შეუძლია. რაც უფრო ღრმაა სიყვარული, მით უფრო ღრმაა ადამიანის შინაგანი ცხოვრება. სიმდიდრე ამ შემთხვევაში ღალატობს ადამიანს, რადგან ართმევს მას მოყვასის სიყვარულსა და ერთგულების ფასდაუდებელ საუნჯეს. ეკლესიის გადმოცემამ შემოგვინახა უფლის სიტყვები მდიდარი ყრმის შესახებ, რომელიც განეშორა მაცხოვარს. ამ ადამიანს ნამდვილად, რომ შეესრულებინა მცნებები ვეღარ დარჩებოდა მდიდარი. უფალმა თქვა: „სადაცა არნ საუნჯე თქუენი, მუნცა იყოს გული თქუენი"(მათ. 6.21).
   მდიდარ ადამიანებს მუდამ შიში და შფოთი აქვთ თავიანთი ქონების შენარჩუნების გამო. ამგვარად, ბატონი მონა ხდება თავისი მონისა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ფული მოფანტულია დედამიწაზე და მათ, ვისაც მათი შეგროვება სურს, ცაზე ახედვაც კი არ შეუძლიათ, რამეთუ არა აქვთ სიმშვიდე და თავისუფლება თავიანთ გულებში. მომ-ხვეჭველობის ვნებით შეპყრობილი ადამიანები ხშირად კარგავენ იმას, რაც მოიხვეჭეს, რაც მათ მოწყინებასა და სასოწარკვეთილებაში აგდებთ. იმ შემთხვევაში კი, თუ მათ განამრავლეს და შეინარჩუნეს თავიანთი სიმდიდრე, ადრე თუ გვიან, სიკვდილის ჟამს, მაინც განეშორებიან მას. მრავალი ადამიანი, რომელთა ამქვეყნიური კეთილდღეობა სურდა მსოფლიოს, სიკვდილის წინ ამბობდნენ, რომ ძალიან უბედურები იყვნენ. ერთმა მდიდარმა თქვა: "როგორ ვიქნები ბედნიერი, როდესაც ვიცი, რომ მხოლოდ ჩემი სიმდიდრე უყვართ!"
   ყველაზე სავალალო მდგომარეობაში იმ მდიდარი ადამიანების ბავ-შვები არიან, რომლებიც შრომის, განსაცდელების, ბრძოლისა და შევიწროების გარეშე იზრდებიან. იმის გარეშე, რაც აუცილებელი პირობაა ადამიანის ზნეობრივი განვითარებისა და პიროვნების ჩამოყალიბებისათვის. ასეთი ბავშვები, როგორც წესი, გულგრილნი არიან როგორც საერთოდ ადამიანების, ასევე საკუთარი მშობლების მიმართაც.
   ის, რაც ჩვენ ვთქვით, რა თქმა უნდა, არ გახლავთ საყოველთაო წესი, რომელსაც გამონაკლისი არ გააჩნია. წინააღმდეგ შემთხვევაში წმინდა მეფეები და თავადები არ გვეყოლებოდა.
   პიროვნებას, ეჭვგარეშეა, შეუძლია იმ საზოგადოებაზე მაღლა დად-გეს, რომელშიც იმყოფება. ოქროს გალიაშიც შესაძლებელია ადამი-ანურობის შენარჩუნება, მაგრამ ეს გარემოება მაღალ სულიერ კულტურას მოითხოვს. მოდით დავფიქრდეთ: მდიდარ და ცივილიზებულ ქვეყნებში რატომ არის უფრო მეტი ფსიქიკურად ავადმყოფი ადამიანი, ნარკომანი და თვითმკვლელი, ვიდრე სხვა ქვეყნებში? თვითმკვლელობა ხომ იმას ნიშნავს, რომ ამ ადამია-ნისათვის ცხოვრება უაზრობაა და სისულელე.
   
 
 ზოგიერთი ადამიანი ბედნიერებას ტექნიკურ პროგრესში ხედავს
   
   ზოგიერთი ადამიანი ბედნიერებას ტექნიკურ პროგრესში ხედავს და ტექნოლოგიურად განვითარებული ქვეყნები მიწიერი სამოთხე ჰგონია. თითქოსდა კომპიუტერები და მანქანა-დანადგარების სიუხვე მათ „სატურნის ოქროს საუკუნეში" შეიყვანს. სინამდვილეში კი საზოგადოების ტექნიკური პროგრესი ადამიანის სულიერ დეგრადაციას და ცალმხრივ განვითარებას იწვევს. ტექნიკური ცივილიზაცია არა მხოლოდ წყვეტს კავშირს ერის სულიერ კულტურასთან, არამედ ეწინააღმდეგება კიდეც მას. ცივილიზაცია განაშორებს ადამიანს ბუნებისაგან, ცოცხალი არსებებისაგან ის, რაც შორიდან ზღაპრულ სასახლეს ჰგავს, შინაგანად კეთილმოწყობილი ციხე აღმოჩნდება.
 
 
 ტექნიკური პროგრესი განაშორებს ადამიანებს ერთმანეთისაგან
   
   ტექნიკური პროგრესი განაშორებს ადამიანებს ერთმანეთისაგან. სწორედ ამიტომ დიდი ქალაქები ნამდვილი უდაბნოა ადამიანის სულისათვის. ადამიანი განეშორება მეორე ადამიანს არა ტერი-ტორიული მიზეზებით, არამედ შინაგანად, სულიერად. მას არ სჭირდება ცოცხალი ადამიანები. მისთვის უფრო მოხერხებული და იოლია ურთიერთობა მანქანასთან. ადამიანი ცდილობს ჩადოს კოლექტიური გონების პროგრამა მანქანა-დანადგარებში, მაგრამ სინამდვილეში მანქანა აწვდის მას თავის თვისებებს, ნერგავს მასში საკუთარ კომპიუტერულ სისტემას. ტექნიკური ცივილიზაციის ადამიანი დაპროგრამებულია, როგორც მანქანა ის ბიოლოგიურ აპარატად იქცა, რომელიც მკაცრ სტანდარტულ რეჟიმს არის დამორჩილებული. ამ სტანდარტებს იგი მხოლოდ საკუთარ ნევროზს უპირისპირებს. აქ ჩვენს საოცარ მოვლენებს ვხვდებით: პათოლოგია ხელოვნებაში, პათოლოგია პირადი ცხოვრების ყველა სფეროში.
   ტექნიკა არა მხოლოდ ამარცხებს ადამიანს, არამედ კლავს და ანად-გურებს მას.
   
 
 ტექნიკურად ცივილიზირებულ ქვეყნებში ოჯახი ფაქტიურად არ არსებობს
   
   ტექნიკურად ცივილიზებულ ქვეყნებში ოჯახი ფაქტიურად არ არსე-ბობს. ემოციური გულგრილობა თანამედროვე ადამიანისა, უპი-რველეს ყოვლისა, მის ოჯახურ ყოფიერებაში მჟღავნდება. მეუღლენი თანამშრომლები ხდებიან, თანამშრომლებზე უარის თქმა კი იოლად შეიძლება. ქალაქები ტექნოლოგიურ ქვეყანაში უზარმაზარ სახელმ-წიფოებად გადაიქცნენ. იქ სისტემატური სტრესების გარემოა, რომლისაგან თავდაცვის ძალა ადამიანს არ გააჩნია. ამგვარი ცხოვრების ტემპი სისტემატურად აუძლურებს და ანადგურებს ადამიანის ფსიქიკურ და ნერვულ სისტემას.
   მხეცი რომ დავამწყვდიოთ, თავისუფლება წავართვათ და ყველა-ნაირი პირობები შევუქმნათ, მისი ბუნება სწრაფ დეგრადაციას დაიწყებს. ადამიანი ტექნოლოგიურ ქალაქში თავისუფლებას მოკლებული და ცხოვრების მექანიკურ რიტმებს დამორჩილებული ადამიანია. დიდი ქალაქის სისტემატური სიჩქარე, დაუსრულებელი მოძრაობა და ხმაური საწამლავივით მოქმედებს ადამიანის სულზე. აღარაფერს ვამბობთ ქალაქის ფსიქიკურ გარემოზე, ატმოსფეროზე, რომლებიც ვნებებით არის აღსავსე, ჩვენ რეალურად შევიგრძნობთ ამ ზეწოლას, განსაკუთრებით ქალაქში და გამოსვლის დროს.
   
 
 ტექნოლოგიურმა ცივილიზაციამ ადამიანს ბუნება წაართვა
 
   ტექნიკურმა ცივილიზაციამ ადამიანს ბუნება წაართვა. ბოტანიკურ და ზოოლოგიურ პარკებში შეყრილი ბუნებრივი ქმნილებები თანამედროვე ადამიანისათვის მხოლოდ სამუზეუმო ექსპონატებად იქცნენ. ადამიანი შინაგანად გრძნობს ორგანულ კავშირს მიწასთან, მცენარეებთან, ჩანჩქერთან, საუკუნოვან ხეებთან, ცოცხალ არსებებ-თან, მაგრამ მაინც გაუცხოებულია მისგან.
  მრავალი ადამიანი საზოგადოების გარანტად მისთვის სასურველ პოლიტიკურ წყობის მმართველობას, საზოგადოებრივ სტრუქტურას მიიჩნევს. მაგრამ პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ფორმაციები ერთ-მანეთს ცვლიდნენ, იქმნებოდნენ და ინგრეოდნენ, ბოროტება და უსამართლობა კი არ მცირდებოდა დედამიწაზე. და თუ რაიმე ცვლილება შეინიშნებოდა ისტორიის განმავლობაში, მხოლოდ და მხოლოდ ზნეობრივი ენტროპია - ყოფითი მატერიალიზმი და სულიერი სნეულებები, რამაც ჩვენ დროში ეპიდემიური ხასიათი მიიღო. ყველა საზოგადოებრივი უტოპია უშედეგოდ დასრულდა იმ მიზეზით, რომ არ ითვალისწინებდნენ ისეთ აუცილებელ და უნივერსალურ ფაქტს, როგორიც ადამიანის დაცემული ბუნებაა - ცოდვისაკენ მისწრაფება და დემონური იმპულსები, რომელიც ღრმად მკვიდრობს ადამიანის გულში.
   
 
 ტექნიკური ცივილიზაციის საუკუნე ზნეობრივი პრინციპებისა და საკუთარი სინდისისაგან ათავისუფლებს ადამიანს
 
   ტექნიკური ცივილიზაციის საუკუნე, რომელსაც „განთავისუფლე-ბის" საუკუნეს უწოდებენ, სინამდვილეში ზნეობრივი პრინციპების, მორალური ნორმებისა და საკუთარი სინდისისაგან ათავისუფლებს ადამიანს. ბედნიერება შინაგან სულიერ სამყაროზეა დამოკიდებული, თანამედროვე ადამიანს კი ეს სამყარო შევიწროებული და გამოფიტული აქვს თითქმის ბოლომდე. ამგვარი სულიერი მდგო-მარეობა განსაკუთრებით ტექნოლოგიურ ქვეყნებში მჟღავნდება სადაც ადამიანები ჰგვანან კიდეც ერთმანეთს. ისინი თითქოსდა დაპ-როგრამებულნი და დაკომპლექსებულნი არიან უხილავი ჰიპნოზით. ადამიანები იღებენ უზარმაზარ ინფორმაციას, მაგრამ ერთგვაროვანსა და პრიმიტიულს. მათი ცხოვრება ერთიდაიგივე სცენარის განმეორებას ჰგავს. მათი ალტერნატივა ფანტასტიკის სამყაროს ჩვეული საშინელი სანახაობების ამსახველი ფილმებია, არსობრივად კი, ეს კოდირებული დემონური სამყაროა.
   ამბობენ უზარმაზარი ჩანჩქერები თავისკენ მიიზიდავენ სუსტი ფსი-ქიკის მქონე ადამიანებს. მათ ჩანჩქერში ჩახტომის აუხსნელი სურვილი უჩნდებათ. ჩვენს პირობებში მსგავს სურათს ვხედავთ ტელევიზორის ცქერის დროს, როცა ადამიანს ქაოსში, სულიერ სნეულებასა და უღმერთობაში ჩახტომის უდიდესი სწრაფვა გააჩნია. თანამედროვე ფილმების სიუჟეტი უცხოპლანეტელების მიერ დედამიწის დაპყრობა, მასიური მსხვერპლი და შენობები გახლავთ. ამ შემთხვევაში გაუცნობიერებელი სულის გრძნობები თითქოსდა სიმბოლოებით იმოსება. ეს არის ხედვა იმისა, რომ დედამიწა შეპყრობილია დემონებით, იმ უხილავი სამყაროს თანამგზავრებით, რომელსაც ჩვენ ჯოჯოხეთსა და ქვესკნელს ვუწოდებთ.
   ეს არის განცდა იმისა, რომ გასაქცევი არსადაა, რომ ელექტრონული ნათურებით განათებული ქალაქები უზარმაზარი ხაფანგია - სულის სასაფლაო, რომელშიც შეყარეს ხალხი. სწორედ ამაშია აპოკალიფსური ჟამის ტრაგიკულობა.
                
              
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) 
Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება