მთავარი > თანამედროვე მამები, სრულიად მართლმადიდებელთა კრება, მთავარი გვედის ფოტო > სად გაგონილა, რომ წმინდა მამები ერესებსა და განხეთქილებებს "ეკლესიებს" უწოდებდნენ - გორტინელი მიტროპოლიტი იერემია
სად გაგონილა, რომ წმინდა მამები ერესებსა და განხეთქილებებს "ეკლესიებს" უწოდებდნენ - გორტინელი მიტროპოლიტი იერემია8-07-2016, 00:06 |
გორტინელი მიტროპოლიტი იერემია
"რაგვარად შეიძლებოდა მომხდარიყო, რომ კრეტის "წმინდა და დიდ" კრებაზე ერეტიკული საზოგადოებები "ეკლესიებად" სახელდებუ-ლიყვნენ" - კითხულობს მეუფე იერემია. "მათ განაცხადეს, დაწერეს და ხელი მოაწერეს ტერმინს "სხვაგვარადმადიდებელი ეკლესიები". შე-დეგად, ერეტიკოსებიც "ეკლესიებად" აღიარეს. გაუგებარია, მაშინ რომელ ერთიან ეკლესიაზეა საუბარი მართლმადიდებლურ მრწამსში? მიტროპოლიტმა შეგვახსენა, რომ ელადის ეკლესიის დელეგაციამ კრებაზე დაარღვია წმინდა სინოდზე ერთხმად მიღებული პოზიცია, რომ "ქრისტიანული ეკლესიებისა და კონფესიების" ნაცვლად შესთა-ვაზებდა შესწორებულ ვარიანტს "ქრისტიანული აღმსარებლობები და საზოგადოებები". "ყველაზე სავალალო ის გახლავთ, რომ სხვაგვარადმადიდებელის "ეკლესიებად" სახელდება კრების დონეზე მათ (ერეტიკოსებს) გარ-კვეულ ტიტულს ანიჭებს. საქმე იმგვარად წარმოჩინდება თითქოს ამ პოზიციას გააჩნდეს რაიმე სახის ისტორიული საფუძვლები, ანუ: "მართლმადიდებელი ეკლესია სხვაგვარადმადიდებლებს ისტორიუ-ლად სცნობს ეკლესიებად და კონფესიებად". ისმის კითხვა: რას ნიშნავს ისტორიული სახელწოდება? სად გაგონილა, რომ წმინდა მამები ერესებსა და განხეთქილებებს "ეკლესიებს" უწოდებდნენ? "ყველაზე სამწუხარო" - მეუფეს აზრით გახლავთ ფაქტი, რომელზეც ადგილობრივი ეკლესიების მეთაურებმა მრავალრიცხოვან იერარქთა თანხლებით "დოგმატური და ეკლესიოლოგიური თვალსაზრისით მცდარ ტექსტს მოაწერეს ხელი". მიტროპოლიტმა მადლობა გადაუხადა ნევჰაქტის მიტროპოლიტ იე-როთეოსსა და სხვა მღვდელმთავრებს, რომლებმაც ხელი არ მოაწერა დოკუმენტს "მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება და-ნარჩენ ქრისტიანულ სამყაროსთან". მათი აღმსარებლური პოზიცია წმ. მარკოზ ეფესელთან შეადარა, რომელმაც ერთადერთმა უარი განა-ცხადა პაპისტებთან უნიაზე ხელია მოწერაზე ფერარო-ფლორენციის კრებაზე. მიტრ. იერემიამ ასევე განაცხადა, რომ როგორც მღვდელმთავარი უე-რთდება მათ რიცხვს, ვინც ხელი არ მოაწერა "დოგმატური თვალ-საზრისით მცდარ" დოკუმენტს: „ჩვენ, გორტინისა და მეგალუპოლის ეპარქია მხარს ვუჭერთ მათ, ვი-ნაიდან არასდროს ვაღიარებთ ერესებსა და განხეთქილებებს "ეკ-ლესიებად"."
www.agionoros.ru Xareba.net - ის რედაქცია უკან დაბრუნება |