მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ლიბერალი ამბობს: ზოგიერთ ქრისტიანულ კონფესიებშიც მოქმედებს მღვდლობისა თუ სხვა საიდუმლოებები

ლიბერალი ამბობს: ზოგიერთ ქრისტიანულ კონფესიებშიც მოქმედებს მღვდლობისა თუ სხვა საიდუმლოებები


12-07-2016, 00:07

 

მართლმადიდებლობა გვასწავლის:

 

 

ათენის უნივერსიტეტის პროფ. დიმიტრი ცელინგიდისი

 

   ეკლესიის საზღვრებში მღვდელმსახურება თავად ქრისტეს მღვდელ-მსახურებას ნიშნავს, ვინაიდან თავად ქრისტე აღასრულებს საი-დუმლოს თავის ეკლესიაში ეპისკოპოსებისა და მღვდლების მეშვე-ობით. მღვდელმსახურება წინასწარ განისაზღვრა უწყვეტ მოციქუ-ლებრივ მემკვიდრეობაში. მღვდელმსახურებაში მოიაზრება თავად ღმერთკაცის მსახურება საკუთარ მისტიკურ სხეულში - ეკლესიაში. და ბოლოს: ქრისტეს მღვდელმსახურება ეკლესიაში თავად მის (ქრისტეს) მიერ, მისი ეკლესიის მეშვეობით, მისი ეკლესიისთვის აღესრულება. ავტონომიური მღვდლობა და ეკლესიისაგან ავტონომიური საიდუმ-ლოებები არ შეიძლება არსებობდეს.

   მღვდლობა, როგორც სხვა დანარჩენი საიდუმლოებები, წარმოაჩენს ლიტურგიკულ ცხოვრებას ეკლესიაში (ეკლესია საკუთარ თავს იძლევა საიდუმლოებების მეშვეობით. წმ. ნიკოლოზ კავასილა). ანუ: იმი-სათვის, რომ არსებობდეს საიდუმლოებები, პირველ ყოვლისა, უნდა არსებობდეს ეკლესია. საიდუმლოებები შეგვიძლია ხის რტოებს შევადაროთ. ცოცხალი, აყვავებული და ნაყოფის მომცემი რტოები მხოლოდ მაშინ იარსებებენ, როდესაც ექნებათ ორგანული კავშირი ხესთან, ე.ი. როდესაც ისინი ონტოლოგიურად იქნებიან დაკავშირე-ბულნი ძირითად ღეროსთან.

  საღვთისმეტყველო თვალსაზრისით წარმოუდგენელია ამტკიცო, რომ სხვაგვარადმადიდებლებს: რომაულ - კათოლიკებს ან პროტეს-ტანტებს გააჩნიათ თუნდაც ერთი საიდუმლო, მაგალითად, ნათლის-ღება. ფუნდამენტური კითხვა, რომელიც ამ დროს ბუნებრივად იბადება, ასეთია: ვინ მღვდელმოქმედებდა ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების დროს? სად მიენიჭა მღვდელმოქმედების უფლება? ვინ მისცა მღვდლობის ხარისხი, მას ხომ მხოლოდ ეკლესია გასცემს? რანაირად შეიძლება იყოს ეკლესია სხვაგვარადმადიდებლებთან, რომლებიც თავიანთი დოგმატური ცდომილების შედეგად განუდგნენ ეკლესიას?

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება