მთავარი > რელიგიური ცდომილებანი, საცდურები, მთავარი გვედის ფოტო > ლიბერალი ამბობს: ზოგიერთი ქრისტიანული კონფესია ფლობს მოციქულებრივ მემკვიდრეობას

ლიბერალი ამბობს: ზოგიერთი ქრისტიანული კონფესია ფლობს მოციქულებრივ მემკვიდრეობას


10-07-2016, 06:11

 

მართლმადიდებლობა გვასწავლის:

 

ათენის უნივერსიტეტის პროფ. დიმიტრი ცელინგიდისი

 

 

   მოციქულებრივი მემკვიდრეობა განუყრელ კავშირშია მოციქულებ-რივ სარწმუნოებასთან. მოციქულებრივი მემკვიდრეობის არსი მხო-ლოდ ქრისტეს სხეულში ცხადდება და უცილობლივ მოიაზრებს მოციქულებრივ სარწმუნოებას.

   როდესაც ვამბობთ - „მოციქულებრივი მემკვიდრეობა", ვგულისხმ-ობთ მოციქულების მიერ ეკლესიის მართვის გაგრძელებას. ამ გაგრძელებას ქარიზმატული ხასიათი აქვს და გულისხმობს მოცი-ქულთა სულიერი ძალების ეკლესიის ეპისკოპოსებისა და მათი მეშვეობით კი მღვდლებისათვის გადაცემას. გზას, მეთოდს, რომლის შედეგადაც სულიერი - მოციქულებრივი უფლებამოსილება გადაი-ცემა, ხელდასხმა ეწოდება. ასე რომ, თუ ვინმე ეპისკოპოსთაგანი კანონიკური გზით იყო ხელდასხმული და შემდეგ, სარწმუნოებრივ საკითხებში ცდომილებათა შეტანის გამო, ეკლესიის მიღმა აღმოჩნდა, შედეგად მან დაკარგა მოციქულებრივი მემკვიდრეობაც, რადგან ის (მოციქულებრივი მემკვიდრეობა) მხოლოდ ქრისტეს ღვთაებრივ სხეულში, მის წმინდა ეკლესიაში მკვიდრობს.

   ამრიგად, თუ ვინმე ეპისკოპოსთაგანი, ან რომელიმე ადგილობრივი ეკლესია, წევრების რიცხოვნობის მიუხედავად, განუდგება მსოფლიო კრებებზე უცდომელად გამოხატულ ეკლესიის სწავლებას, ის კარგავს მოციქულებრივ მემკვიდრეობას, რადგან ცრუ სწავლების მიღების გამო ეკლესიის მიღმაა, რადგან შეწყდა მოციქულებრივი სწავლება. ამის მერე უკვე საუბარიც კი არ შეიძლება ეკლესიისაგან განდგო-მილთა მოციქულებრივ მემკვიდრეობაზე.

   ამრიგად, თავად რომის პაპი, აგრეთვე რომაულ - კათოლიკე ყველა ეპისკოპოსი, მოკლებულნი არიან მოციქულებრივ მემკვიდრეობას, ვინაიდან, ისინი მოციქულებრივ სარწმუნოებას რომ მოაკლდნენ, ავტომატურად გამოეყვნენ ეკლესიასაც. ამდენად, ეკლესიის მიღმა მოციქულებრივ მემკვიდრეობაზე საუბარს არანაირი სამეცნიერო - დოგმატური საფუძველი, არანაირი კავშირი ღვთისმეტყველებასთან არ გააჩნია.

 

 

 

Xareba.net - ის რედაქცია 


უკან დაბრუნება